ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
აქ ყოველი მეორე მწვრთნელი როგორ ხართ და ვაისზე, ქეცბაიაზე, ცხადაძეზე, ტოპმიოლერზე და ყველაზე უკეთესად როგორ გესმით ფეხბურთი? ვაისს მინუსებიც აქვს რათქმაუნდა, შეცვლებს ვერ აკეთებს დროულს, ვერ რისკავს და ა.შ მაგრამ დადებითიც ხომ უნდა დაინახოთ იმ რეალობის გათვალისწინებით რაც გვაქვს? მაღალი დონის რამდენი ფეხბურთელი ყავს ნაკრებს? ერთი ხელის თითებს ვერ გავცდებით ჩამოთვლისას! რამდენი უკლუბო და უპრაქტიკოა, ან საერთოდ უდონო:) და განტევების ვაცის ბრალია ყველაფერი. ერთა ლიგის ჯგუფის მოგებას რა უნდა ხო? თუ ამაზე პასუხი გაქვთ, ნაკრების ერთი წარმატებული მწვრთნელი დამისახელეთ ვინც მოგწონთ და დავიჯერებ რომ გესმით ფეხბურთი
valderrama
23 მარტი 2019 23:39
23
რა დადებითზე მელაპარაკები ამ საზიზღობის შემდეგ. ფეხბურთის თამაში ქვია რასაც ჩვენი გუნდი აკეთებდა? სირცხვილია უკვე ძალიან დიდი სირცხვილი.
???
24 მარტი 2019 00:34
3
გეუბნებოდით როგორცკი ნორმალურ გუნდს შევხვდებოდით ევრევე გამოჩნდებოდა ჩვენი გაუმართავი ფეხბურთი დააკვირდით შვეიცარიელებს გუნდმა იცოდა რასაც აკეთებდა და არ ელოდებოდა ჩვენსავით ჩაკვეტაძეს რომ მოატყუებდა 2-3 კაცს და გოლს გაიტანდა გეუბნებით არაა ვაისი იმ დონის მწვრთნელი ეომ 5 შედეგი ჰქინდრს საშუალო კლასის მწვრთნელია თავის მოტყუებაა მაგისთვის გულის გადახდა მაგ შედეგს ნებისმიერ მწვრთნელთან დადებს.კობიაშვილო გაფასებ მაგრამ ნუ დაბრმავდები ვაისი გასაშვებია.
კახა
23 მარტი 2019 23:34
7
მოგების დროს ვამბობდი სულ, რომ ყველა მატჩს იგებდა მარტო ჩაკვეტაძე. მაგის ანთებული ცეცხლი გადადიოდა დანარჩენებზეც. ეს კაცი საერთოდ ვერ გრძნობს ცვლილების დროს , როგორც ფეხბურთელის, ისე მატჩის ხასიათის. მარა ეხლა ამ წაგებაში ტრაგედია მაინც არაა საძებნელი. მე ის არ მომეწონა უფრო ოქრიაშვილი 22 კაცში რომ ვერ მოახვედრა. ესეთ დროს სწორედ ოქრიაშვილის ნაირი ფეხბურთელი თუ შეცლის რამეს, მარა ვერ ხვდება ეს კაცი. ირლანდიაშიც ფრეზე სათამაშოდ მიდის და ეს ნიშნავს რომ წავაგებთ, როგორ შეიძლება ფრეზე თამაში? მოსაგებად უნდა ჩავიდეთ!!! ლაღად უნდა ითამაშონ რისი გვეშინია, თამამად!!! ჩაკვეტაძე რომ დაბრუნდება უამრავ რამეწს შევძლებთ, მთავარია ერთხელ და სამუდამოდ ეს კომენტატორები შეიცვალოს ტრანსლაციებზე და ლორიამ ითამაშოს დიდ ხანს ნაკრებში, რაც მომეწონა დღეს ის იყო, რომ თამაშს გრძნობს მაგრად, სამარცხვინოდ არ გაყავს დრო და მაგარ პირველ პასებს აკეთებს, სეივებსაც. ტფუ ტფუ ტფუ. ბიჭებო არ გაიტეხოთ გული, უბრალოდ იცოდეთ, რომ ოქროს ნატეხია ჩვენ ნაკრებში - ჩაკვეტაძე და გაუფრთხილდით ყველა, ამ კაცთან ერთად ნაკრების ყველა ფეხბურთელი იცვლება. წარმატებები ირლანდიაში, მოგებაზე ვთამაშობთ ვაისს!!! მოგებაზე!!!
გადასარევი გიორგი
23 მარტი 2019 23:32
2
რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი, ჯერ ჰოლანდიელებს ვუხდიდით, მერე პლატინის ხათრით, მერე გერმანელებს, კობიაშვილს რა ვალი აქვს ასეთი გაუგებარია,მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც გარიგება არსებობს. თუ არადა, ბუნდესლიგაში გამოცდილების მქონეს, ის მაინც ხომ უნდა უკვირდეს უთამაშებელ ფეხბურთელებს ნაკრებში რა უნდათ?
მწვრთნელს, რომელიც იმდენს ბედავს, რომ წაგებას ფეხბურთელებს აბრალებს უთუოდ ზურგი აქვს და ერთ ადგილზე კიდია ფედერაცია.
გოგა
23 მარტი 2019 23:31
5
ცხადაძემაც წააგო გერმანიასთან მაგრამ კაი ჯიგრიანი ფუხბურთი ათამაშა
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 23:10
3
Mizezebi ar eleva am kacs
Zura
23 მარტი 2019 23:06
0
ამ ადამიანს ნაკრების მწვრთნელად რა უნდა? თამაშს აგებს და თავდამსხმელი გაყავს და შემოყავს ნახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ეს კაცი არ დადის! აქვე დავამატებ ანანიძეს და ყაზაიშვილს ნაკრებში არაფერი ესაქმებათ, არ შეუძლიათ ნაკრების დონეზე თამაში.( 10 თამაშიდან 1 კარგი თამაში საკმარისი არარის) ადამიანს შესარჩევში თამაში არ მოუგია და კიდე მწვრთნელია.ეს მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს, სადაც პროფესიონალიზმზე მაღლა ნაცნობ მეგობრობა დგას!
გიორგი
23 მარტი 2019 22:50
5
თამაში წააგო ცალსახათ ვაისმა. გვილია, კაშია, კვეკვესკირი, ნავალოვსკი, ყაზაიშვილი, მჭედლიძე, ოქრიაშვილი, მერებაშვილი ნაკრებიდან არის გასაშვები. ჯანოსთან რა გინდათ, ძლივს თამაში დაიწყოი ტიპმა. მაგი, თუ ტრამვა არ მიიღო, თავისას იტყვის. ნაკრებში კი უნდა თამაშობდნენ ის ბიჭები, რომლებსაც მუდმივი პრაქტიკა აქვთ კლუბებში. ხარაიშვილი, ზარანდია, კიტეიშვილი, პარუნაშვილი, მჭედლიშვილი, ლობჟანიძე, ებრალიძე, არაბიძე, ბერიძე, იგივე არველაძე, მახარაძე,წიტაიშვილი, ვაჩიბერაძე, ლაკვეხელიანი. აი, სადაა გუნდი, აქედან უნდა დააკომპლექტო ნაკრები, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე, ფედერაციის საძმო. სანამ ასეთი პროვინციული დამოკიდებულება იქნება, წარმატებას ვერ მივაღწევთ. თქვენ გგონიათ ბელორეუსიას ამ გუნდით მოუგებთ? კაი მაგას რომ გავცდეთ კოსოვოს მოუგებთ? დაგახევენ ბურთს თავზე ვაის და კობი, ასეა ეს. ვაისი რომ მოვიდა, აი ამ ბიჭებიდან უნდა გაეკეთებია გუნდი და დღეს ასე არ გავბანძდებოდით. ეს დასაწყისია, ახლა ირლანდია გაგვიდებს. ტაბიძეს ამდენხანს არ ათამაშებდა და დღეს გამოჩნდა რა ძალაცაა, კედელია რა. მაგის გასვლის მერე ახოხიალეს დაცვა. კაკაბაძე ყველაზე კაი იყო, მიუხედავათ იმისა, რომ უთამაშებელია. ჯანოს კაცი არ ჰყავდა დამხმარე, რა უნდა ექნა. კიტეიშვილი არ ჯობდა ვაკოს? და ქვილოს ნაცვლად ლობჟანიძე უნდა ჩაესვა, გვილიას ნაცვლად ჭანტურიშვილი და მინიმუმ არ წავაგებდით. არ ვიცი, ეს კაცი სადო-მაზოხისტია მგონი. რა უნდა ვერ გავიგე. ერთი გადაცემა არ შეიძლება რომ გააკეთოთ?
ლევანი
23 მარტი 2019 22:48
8
30 წელია არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია ნაკრებს, არანაირი შედეგისთვის არ მიუღწევია. მხოლოდ ერთეული ნიჭიერი ბიჭები თუ გამოგვერევიან ხოლმე, რომლებიც ცოდოები არიან ესეთ გუნდში, სულ ჩაკვეტაძე ვერ გვიშველის და ვერ მოგვაგებინებს თამაშებს. როგორც საერთო ქვეყნის მდგომარეობა ისეთივეა ნაკრებიც. ჩვენ ვართ ნამდვილი იმფანტილურები და ამის მორჩენის იმედი ჯერჯერობით არ ჩანს.
ილარიონი
23 მარტი 2019 22:34
1
ჩემი ჯინი გჭირთ თუ რატო არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარებს?
anti
23 მარტი 2019 22:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული