ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
გვერდში დავუდექით სტადიონზე მისვლით და ასე გავაგრძელოთ, მერე რა რომ წავაგეთ, კარგია ასეთ გუნდებთან წავარჯიშება.
არ ვაგინოოთ
23 მარტი 2019 21:11
25
რაც იყო,იყო! ეხლა ყურების ჩამოყრის დრო არ არის! სწორად გაანალიზეთ დადებითი და უარყოფითი და შემდეგი თამაშისათვის მოემზადეთ! წაგება არაა პრობლემა,რომ ვერ ისწავლით - ისაა პრობლემა.თუ მაგრა მოვინდომებთ,ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ!
gio
23 მარტი 2019 21:11
11
ხო კარგად გაანალიზეთ და ირლანდიასთანაც 2-3 გოლი გაუშვით.
kirile
23 მარტი 2019 21:57
4
ეხლა ექნებათ სრული სპარინგები ყველა ნორმალურ ევროპულ ნაკრებთან, თანაც ორ-ორი.
sdfffff
23 მარტი 2019 21:10
2
ლიოვმა მიულერი ჰუმელსი და ბოატენგი გაუშვა ნაკრებიდან, და ეს კაშია კაკაბაძე, გვილია,ყაზაიშვილი ანანიძე რა გახდა? მიეცით სხვებს შანსი
mnnn
23 მარტი 2019 21:06
13
კაკაბაძეც და კაშიაც ნორმალური ფეხბურთელები არიან.
aburjga
23 მარტი 2019 21:18
7
კაკაბაძის გამოკლებით!
lelo
23 მარტი 2019 21:11
1
ეხ ვაის მიუხედავად თქვენდამი ღრმა პატივისცემისა, შემტევი ფეხბურთი კი არა კვირკველიას სკამზე დატოვება იყო თვითმკვლელობა. მაინც მჯერა რო ნაკრები სწორ გზაზე მიგყავს, წარმატებები ჩვენ!!!
elsa
23 მარტი 2019 21:06
25
როგორც ამბობენ პესიმისტი ინფორმირებური ყოფილი ოპტიმისტიაო. ნეტე როდის დაანებებს ქართველი გულშემატკივარი უსაფუძვლო ოპტიმიზმს დაცაში ფრენას თავს.აქ ვიღაცამ ისიც თქვა მომავალზე ორიენტირებული ნაკრები უნდა ცჰამოაყალიბოს მწვრთნელმა ესაა მთავარიო. ვაისი უკვე მგონი მე-4 წელია ნაკრებშია და როდისღა უნდა ჩამოაყალიბოს? კიდევ 5 წელი ვაცალოთ ხომ?რაც ნაკრები Gვყავს ამას ყველა დავინახავთ უახლოეს 1 კვირაში და მერე აქ დაიწყებენ აი ჩაკვეტაძე რომ გვყოლოდაო,აი მსაჯს პენალი რომ დაედოო,აი იმ ფეხბურთელს რომ გაეტანაო და 1000 გამამართლებელ მიზეზს მოუნახავენ წარუმატებლობას.იმას 1=2 კაცის გარდა არავინ იტყვის,რომ ქართული ფეხბურთი ღრმად ჭაობშია და იძირება.ჰო და სანამ სიმართლეს არ ვაღიარებთ და თავს მოვიტყუებთ,მანამ ვერც პრობლემების გამოსწორებას დავიწყებთ და ვიჯდებით ასე ჭაობში.მე კი დავბერდი ქართული ფეხბურთის წარმატებაზე ოცნებაში და ასევე დაბერდებით თქვენც ამის ოცნებაში,ტუ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებთ.


mamulo





გამოხმაურება


21 მარტი 2019 23:04
mamulo
23 მარტი 2019 21:05
5
რას ერჩი, შემტევი თამაში თვითმკვლელობა იყო და ამიტომ ათამაშა "ქართული ფეხბურთი" :)) რაც მოთამაშეები არიან იგივეა მწვრთნელიც
გუჯი
23 მარტი 2019 21:04
1
ებიჭო ისეც ვკვდებით და ასეც და არ ჯობია შემტევ ფეხბურთში მოვკვდეთ?))
Niko
23 მარტი 2019 21:04
1
რაც არ უნდა ბოლი გამოუშვას ვაისმა (თავისი ფედერაციანად), სიმართლე იმაშია რომ ესენი თავიდანვე წაგებულები გამოვიდნენ სათამაშოდ. არანაირი ჟინი და მონდომება. ტრაგედია წაგება არ არის, ტრაგედია ჟინის არქონაა და თამაშის მოგების არ სურვილი. წესით ასეთი არაადეკვატური განცხადების შემდეგ მწვრთელი უნდა გაუშვა ნაკრებიდან..
დათ
23 მარტი 2019 21:03
3
მარტო ამ მწვრთნელის დანიშვნისთვის უნდა ეგო პასუხი კობიაშვილს.თქვენ კი ისე აირჩიეთ ალტერნატივაც არ ყავდა.ჰოდა იჯექოთ ფეხბირთის ფედერაციავ ეხლა ნაკელსჰი და ოცნებაში დააბერეთ გულშემატკივარი და ჭამეთ ბიუჯეტის ფულები,რა ეტყობა ამ გუნდს პროგრესის?
mamulo
23 მარტი 2019 21:02
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული