ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
გადაირევა კაცი რა, მეგობრებო ჯერ არ ვართ ჯერ იმ დონეზე რომ შვეიცარიასთან მოგება მოვითხოვოთ, რატო უყურებთ შვეიცარიას როგორც საშუალო ევროპულ გუნდს, ზუსტად ამ ნაკრებმა ბოლო მსოფლიო და ევროპა ჩაატარეს წაუგებლად პლეიოფიდან გავარდნენ ან დამატებში და პენალტებში და ამასთანავე ძალიან ძლიერ ბელგიას გაუტანა ხუთი ბურთი. ჩვენ ყველას გვიყვარს და გვტკივა ჩვენი ფეხბურთი, აქ ვინც დაწერა უარყოფითი კომენტარი და სამართლიანადაც დაწერა იმასაც ძალიან უყვარს თვითოეული ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ რეალურად შევხედოთ ჩვენი მაქსიმუმი იყო ფრე გვეთამაშა. დიდება ქართულ ფეხბურთს და მთლიანად სპორტს
ზიზუ
24 მარტი 2019 04:49
9
ბოლო მსოფლიოზე მერვედფინალში შვედეთმა მოუგო 1:0 ძირითად დროში, ასე რომ წაგების გარეშე არ ყოფილა შვეიცარია.
ირაკლი
24 მარტი 2019 20:03
0
ძლიერია შვეიცარია და რაუნდა ვქნათ??ძალა აღმართს ხნავს........ ყველაზე დიდი განსხვავება კლასში იყო ყაზაიშვილმა რო დაარტყა 100 % მომენტი რო იყოო პირდაპირ ხელებში დაურტა არც კუთხე მიცა არაფერი და ზესტად მაგნაირი მომენტიდან გაგვიტანა იმ ჩემააალამ მარა ნახეთ რა დააბზრიალა იუველური სიზუსტით ჩააჯინაა კუთხეში ესაა კლასი
qutaiseli
23 მარტი 2019 21:57
3
კოსტა რიკის ნაკრების ფეღბურთელები სუყველა უპირობოთ კოსტარიკის ნაციონალურ ლიგაში თამაშობდნენ! და მსოფლიოს მეოთხედ ფინალში გავიდნენ და ერთ ნაბიჯში იყვნენ ნახევარ ფინალთან! იგივე ითქმის ტუნისის ნაკრებზეც სადაც მხოლოთ 2-ფეღბურთელი თამაშობდა საფრანგეთის ლიგაში! მაგრამ იცით რა იყო იმითი მოგებების მიზეზი, პირველი ძლიერი მწვრთნელი! მეორე ქვეყანაზე შეყვარებული ჯიგრიანი ბიჭები!!!!
gurami
23 მარტი 2019 20:59
2
კვირკველია და ხარაბაძე რატო არ დააყენე მაშინ თავიდანვე შენ არასწორო კიტეიშვილი უნდა შემოგეყვანა მაგრამ შენ ცვლილებები არ იცი
irakli
23 მარტი 2019 20:53
1
ტიპებს ოფლი არ წამოსვლიათ, ცალი ფეხით მოგვიგეს რასაც ქვია... არ უნდა ამას ბევრი ლაილაი, 25ლარის რას ვუყურეთ ძალიან მაინტერესებს.
ქარ
24 მარტი 2019 01:30
1
უკაცრავად და თუ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არა ვართ, ევროპის ჩემპიონატზე რა გვინდა
მეზარბაზნე
23 მარტი 2019 21:39
2
ამან რომ ყაზაიშვილი ათამაშოს ირლანდიასთან,გასაგდები კი არა გასახევი იქნება შუაზე!!!ან კიდევ შენ ბიძია,რას გადაგვეკიდე???ნუ ჩამოდიხარ ბიჯოოო,იყავი იმ შენს ჭ კატეგორიის სან ხოსეში და დაგვასვენე ბიჯო,მერამდენე ტელევიზირი უნდა გამატეხინო შე ბურთის ღორო და გზა-კვალ არეულო,სტადიონზე ელვაში მოყოლილი თხასავით რომ დაბოდიალობ!!!
ucha
24 მარტი 2019 01:44
7
ეს არაა მწვრთნელი. 21-ე საუკუნეში 3 საყრდენით ვინ თამაშობს? ერთი გუნდი მაინც დამისახელეთ. რაც ტაბიძე გაიყვანეს, მის მერე დაიწყო რაც დაიწყო.მერე კიდევ, კვირკველია იყო იმ მეორე ბურთზე ზუსტად პასუხისმგებელი, მარა კაშიას ნაცვლად დავაყენებდი მაინც. მერე შე დალოცვილო, პარუნაშვილი, ზარანდია, ლობჟანიძე, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი და ხარაიშვილი როცა გყავს ხომ უნდა ათამაშო? რომ ხედავ შე აფეთქებულო, ვაკო რომ ბურთს ვერ აჩერებს, პასს ვერ აკეტებს, კარებს ვერ ხედავს, რას გადაეკიდე? გამოცვალე რაღა, ქვილითაია რომ ვერ დარბის და შეგდებულ ბურთს ვერ ეწევა, ვერ ხედავ? შეგეყვანა ხარაბაძე გვილიას ნაცვლად კრაიზე გარემარბად, რა ჯანდაბად გინდა ეგ ბორძიკა კაჭარავა, შეგეყვანა არველაძე. რატომ გყავს სათადარიგოები საერთოდ იცი? ბარემ 10 მცველით გეტამაშა. შენ ბიძია ძირითადი ფეხბურთელებს, სათადარიგოებიდან ვერ არჩევ, შენი აქ ჩამომთრევის რა. ჭ კლასის მწვრთნელი არ გამოიძახებდა ნაკრებში მერებას და ოქრის, ხო ხედავ ვარჯიშიც ვერ გაქაჩეს. ქინძი ხარ, ქინძი და ვისაც შენ მწვრთნელი გონიხარ, ის უარესი. იმ ბურთს, ვაკომ რომ დამაზა, ლუბოი გაიტანდა. ვერც ერთა ლიგაზე ვერაფერს იზამდი ჩაკვე რომ არა. საყრდენებით მოგებული თამაში სად ნახე ერთი. მერე კიდე, კვეკვესკირი და გვილია სჯობს პარუნაშვილს? უცოდინარობის გარდა უნამუსოც ყოფილხარ, რას ხლართავ, აზრზე თუ ხარ საერთოდ. მოსაგები თამაში წააგე და აქეთ გვარეიგებ ჭკუას. ერთი შენი დაყენებული სასტავი, ან გაკეთებული ზამენა მენახა რა? დაიმატე ბიძია ზარანდია-ხარაიშვილი და თავიდანვე ათამაშე. ლობჟანიძეს ერტი პასიც არ გაუკეთეს,მგონი სპეციალურად. ამ დემბილებს მგონი თავისი საკუთრება ჰგონიათ ნაკრები. სუყველა გარეკი ხართ მანდედან, ფედერაციასთან ერთად.
ვასო
23 მარტი 2019 22:17
6
100%
Smouk
23 მარტი 2019 23:30
2
თამაშამდე რას ბაქი-ბუქობ მაშინ,ეხლა გაგახსენდა სად თამაშობენ?თამაშის მერე ახსენდება რომ ის ფორმაში არ არის,რომ ის უკლუბოდაა და ა.შ. ვაისი არის საშუალო დონის სპეციალისტი,5ბალიანი სისტემით 3+ით.თან რომ აიჩემებს ფეხბურთელს მორჩა,მნიშვ ნელობა არა აქვს, არის ფორმაში,არ არის.ევროპაზე ქვეჯგუფიდან მაინც ვერ გავლენ და ჩაკვეტაძე,კვირკველია ქვილითაია კანკავას- კვიტეიშვილი,ზარანდია,ხარაიშვილი,არველაძე,ხარაბაძე და ახალგაზრდები შეათამაშოს
კახა ქირია
24 მარტი 2019 03:36
6
შეხედა იმათმა მწვრთნელმა პირველ ტაიმში თამაშს,დაავალა ფეხბურთელებს 10-ის ამოკეტვა რადგან იმის მეტი ბურთს ვერც აჩერებდა და მოგვიგეს!!!ამან 3 ცენტრალური მცველი დაუყენეს ჯანოსო,მერე და შე მამა ცხონებულო,ეგ თუ მიხვდი,ფლანგებიდან რატომ არ შეუტიე???შენ ცვლილების გაკეთების აზრი თუ იცოდე მე ვიყო ვაკო!!!
ucha
24 მარტი 2019 01:54
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული