ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
ბევრ პროფესორობას არ დავიწყებ ეხლა მარა,ყაზაიშვილს რომ არაფერი ესაქმება აქ მგონი არ უნდა ამას ბევრის ცოდნა.ტიპი არის ბრუციანი.მაგას კიტეიშვილი 100 ჯერ ჯობია.ჯანო დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოუმატებს.რაც შეეხება ქვილითაიას,ამ კაცს ჭირდება საჯარიმოში პასი და დარწმუნებული ვარ შეაგდებს,ქვილითაია არის საჯარიმოს ფორვარდი.
წერო
24 მარტი 2019 14:25
1
გუნდი რომელმაც ბელგიას 5 გოლი გაუტანა რატომ გიკვირთ რომ მოგვიგო?
ვასო
24 მარტი 2019 12:50
9
იმიტომ უკვირთ, რომ აქცენტი ცხადაძეზეა და უკვირთ
giga
24 მარტი 2019 13:25
2
გადაირევა კაცი რა, მეგობრებო ჯერ არ ვართ ჯერ იმ დონეზე რომ შვეიცარიასთან მოგება მოვითხოვოთ, რატო უყურებთ შვეიცარიას როგორც საშუალო ევროპულ გუნდს, ზუსტად ამ ნაკრებმა ბოლო მსოფლიო და ევროპა ჩაატარეს წაუგებლად პლეიოფიდან გავარდნენ ან დამატებში და პენალტებში და ამასთანავე ძალიან ძლიერ ბელგიას გაუტანა ხუთი ბურთი. ჩვენ ყველას გვიყვარს და გვტკივა ჩვენი ფეხბურთი, აქ ვინც დაწერა უარყოფითი კომენტარი და სამართლიანადაც დაწერა იმასაც ძალიან უყვარს თვითოეული ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ რეალურად შევხედოთ ჩვენი მაქსიმუმი იყო ფრე გვეთამაშა. დიდება ქართულ ფეხბურთს და მთლიანად სპორტს
ზიზუ
24 მარტი 2019 04:49
9
ბოლო მსოფლიოზე მერვედფინალში შვედეთმა მოუგო 1:0 ძირითად დროში, ასე რომ წაგების გარეშე არ ყოფილა შვეიცარია.
ირაკლი
24 მარტი 2019 20:03
0
თამაშამდე რას ბაქი-ბუქობ მაშინ,ეხლა გაგახსენდა სად თამაშობენ?თამაშის მერე ახსენდება რომ ის ფორმაში არ არის,რომ ის უკლუბოდაა და ა.შ. ვაისი არის საშუალო დონის სპეციალისტი,5ბალიანი სისტემით 3+ით.თან რომ აიჩემებს ფეხბურთელს მორჩა,მნიშვ ნელობა არა აქვს, არის ფორმაში,არ არის.ევროპაზე ქვეჯგუფიდან მაინც ვერ გავლენ და ჩაკვეტაძე,კვირკველია ქვილითაია კანკავას- კვიტეიშვილი,ზარანდია,ხარაიშვილი,არველაძე,ხარაბაძე და ახალგაზრდები შეათამაშოს
კახა ქირია
24 მარტი 2019 03:36
6
მერამდენეჯერ უნდა თქვა ერთი და იგივე... უბრალოდ ნერვები მეშლება ამ გამართლებაზე ეს და აქ ვინც წერთ თუ ''რატომ უნდა მოგვეგო'' გადახედეთ ისლანდიის გამოსვლას თუ როგორი სასწაულით გავიდა გუნდი ჯერ ევროპის ჩემპიონატზე და მერე მეოთხედ ფინალამდე!!!! ჩრდილო ირლანდია კიდევ ერთი მაგალითი... აქ ახსენეს ასევე კოსტა რიკა!!!! დამისახელეთ სანამ მეოთხედფინალამდე გავიდოდა ისლანდია სად თამაშობდნენ მათი ფეხბურთელები სად?!!!!!!!!
ra
24 მარტი 2019 03:27
2
შვეიცარიის ნაკრები ამ ეტაპზე ნამდვილად ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია ევროპაში, მაგრამ..... ეს დაცვის ხაზში ცდების ჩატარება ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში და შემდგომ კომენტარი მთ.მწვრთნელის "კვირკველიამ თვითონ იცის რატომ არ ვათამაშე."ო რბილად რომ ვთქვათ არასერიოზული ხომ არ არის?! და ბოლოს და ბოლოს რატომ ავიწყდება ყველას, რომ ფეხბურთი პირველ რიგში სანახაობაა და ე.ი. მაყურებლისთვის არის ....... და სულ ცოტა აგრერიგ უინფორმაციოდ არ უნდა დატოვო ამ თამაშის ძირითადი მოთამაშე ( გულშემატკივარი) !
......
24 მარტი 2019 02:50
0
შეხედა იმათმა მწვრთნელმა პირველ ტაიმში თამაშს,დაავალა ფეხბურთელებს 10-ის ამოკეტვა რადგან იმის მეტი ბურთს ვერც აჩერებდა და მოგვიგეს!!!ამან 3 ცენტრალური მცველი დაუყენეს ჯანოსო,მერე და შე მამა ცხონებულო,ეგ თუ მიხვდი,ფლანგებიდან რატომ არ შეუტიე???შენ ცვლილების გაკეთების აზრი თუ იცოდე მე ვიყო ვაკო!!!
ucha
24 მარტი 2019 01:54
1
ამან რომ ყაზაიშვილი ათამაშოს ირლანდიასთან,გასაგდები კი არა გასახევი იქნება შუაზე!!!ან კიდევ შენ ბიძია,რას გადაგვეკიდე???ნუ ჩამოდიხარ ბიჯოოო,იყავი იმ შენს ჭ კატეგორიის სან ხოსეში და დაგვასვენე ბიჯო,მერამდენე ტელევიზირი უნდა გამატეხინო შე ბურთის ღორო და გზა-კვალ არეულო,სტადიონზე ელვაში მოყოლილი თხასავით რომ დაბოდიალობ!!!
ucha
24 მარტი 2019 01:44
7
წაგებას არა უშავს, მაგრამ წაგებული და უიმედო გუნდი, რომ გამოვიდა მოედანზე ესაა ყველაზე ცუდი და სამარცხვინო.
ლაშა
24 მარტი 2019 01:35
2
საქართველოს ნაკრებს აქვს 2 პრობლემა,ვაი-სი და ვა-კოკოკოკოოოოოოოოოოოოოო ყაზაიშვილი.
ucha
24 მარტი 2019 01:31
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული