შვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოსთან გამარჯვების (2:0) შემდეგ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. თავიდანვე ვუთხარი მოთამაშეებს, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა. თავიდან გაგვიჭირდა რიტმის პოვნა. მეორე ტაიმში თავდაჯერებულობა ვიპოვეთ, მეტი გოლი უნდა შეგვეგდო და სამომავალოდ ამაზე უნდა ვიმუშავოთ.

ჩვენ ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და პატივს ვცემთ. კარგი მომზადებაა გამარჯვებისთვის საჭირო. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, თავდაჯერებულობას იმატებენ და ეს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრის მოგებით მოგვეხსნება
წნეხი, დანიასთან სათამაშოდ მშვიდად მოვემზადებით.

მჯერა, რომ საქართვეელოს ნაკრებს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება და იმედი მაქვს ეს ჩვენთან თამაშში არ მოხდება. ადრე აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია კონკურენციის გაწევა და ეს პატიოსნად ვთქვი", - განაცხადა ვლადიმერ პეტკოვიჩმა.

26 მარტს შვეიცარიის მეტოქე დანიის ნაკრები იქნება, საქართველო კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სიურპრიზში ის იგულისხმა ალბათ შვეიცარიაში რო ჩავალთ და ნასკებივით ამოვატრიალებთ მათ ნაკრებს 5:0
1
მეც არ გამოვრიცხვ სიურპრიზს, შეიძლება გიბრალტარს მოუგოს D.D.D.
ioska
15:35 24-03-2019
3

სიახლეები პოპულარული