შვეიცარიის ნაკრების თავკაცი: საქართველო რუსულ სტილში თამაშობს და ცოტა ბრაზილიურსაც ურევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა ადგილობრივ მედიასთან საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ისინი შინ 50 000 გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ და ყოველთვის ცდილობენ, ეს გამოიყენონ. ისინი ამით ძალიან ამაყობენ.

საქართველოს ნაკრები რუსულ სტილში თამაშობს, თუმცა ცოტა ბრაზილიურსაც ურევს. ქართველები ბევრს დარბიან, აგრესიულად თამაშობენ და ბურთის ფლობაც სურთ.

ერთა ლიგაზე მათ 6-დან 5 მატჩი მოიგეს და არც ერთი არ წაუგიათ. შესარჩევ ეტაპს ისინი პოზიტიური განწყობით იწყებენ", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს
"დინამო არენაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ტყუილად უარყოფთ ამ ადმიანის სიტყვებს .მესმის ტქვენი შეგტკივათ გული ქართველობაზე და ქართულზე დ ავიღაც უცხოელის შეფასებები თქვენში წინააღმდეგობრივ მდგომარეობას იწვევს მაგრამ ეს ფაქტიაა და თუ ეს მან შეამჩნია ძაან კარგი ანალიტიკოსი ყოფილა.საქართველოს ფეხბურთის სპეციალიზირებული ტაქტიკები წრთვნები ფიზმომაზადება და ზბორებიც კი პროფესიონალურ დონეზე დიწყოო საბჭოეთის დროს ( როგორც სხვა ბევრი სპორტისაც ) და ამ ყველაფრის ცენტრი იყო რუსეთი პოსსაბჭოეთის ქვეყნები სულ ერთიდაიგივე სტილის იყვნენ არამხოლოდ სპორტში და სამწუხაროდ დღესაც უმეტესობა ტრენერი იმ სტილზე ავარჯიშებს და ამეცადინებს ბავშვებს თაობათა ცვლაა მწვრთნელებში ისე შორს არ წასულა ჯერ რო ევროპული სტილი დაინერგოს ....რაც შეეხება დინამოს კიდე ეს ქართული ტექნიკა იყოო რამაც მაშინ გაიბრწყინაა და ამ ჩვენ მეგობარმაც იმიტო შეადარა ბრაზილიურს
lasha
00:24 20-03-2019
4
საქართველოს ნაკრებს საერთოდ არ აქვს სტილი ჯერ. ქართული სტლი დღეს არ არსებობს. ჰქონდა თბილისის დინამოს სსრკ დროს. ახალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ვნახოთ! ისე, შვეიცარია რა სტილის მიმდევარია? ამაზე რას იტყვის მწვრთნელი, საინტერესოა! საერთოდ, კაცმა რომ თქვას, ბოლო წლები ბრაზილია ბრაზილიური სტილის მიმდევარი ნამდვილად არაა და ა.შ.
zuka
23:06 19-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული