ევროპირველობის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, კომენტარი შვეიცარიის ნაკრების მეკარემ იან სომერმა გააკეთა.
"საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, დაცვაში ძალიან ძლიერია და რთულია მათ წინააღმდეგ თამაში. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში ვჯობდით მეტოქეს, გვქონდა კარგი მომენტები, დავძლიეთ ქართველთა დაცვა და გავიმარჯვეთ".