ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
,,ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში. ’’ - გავიგეთ რომ ბანძი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ შენ რომ არაფერი შეგიძლია მაგას რატომ არ აღნიშნავ?!
,, ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ" - მწვრთნელი , რომელიც 2 ტურის შემდეგ გვეუბნება, რომ შანსი არ გვაქვს ისეთ ჯგუფში სადაც გრანდი არ გვყავს,სულაც რომ მაჩანჩალა ნაკრები ვიყოთ , პანღურით არის გასაგდები...
Homeros
05:31 27-03-2019
9
არავინ თხოვს საქართველოს სიყვარულს, ქართული ენის სწავლას, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ და იმის გათვალისწინებით , რომ ტიპი მხოლოდ ნაკრების თამაშის დროს ჩამოდის საქართველოში, მე პირადად აღარ ვაპირებ ნაკრების თამაშის ყურებას , მანამ სანამ ეს უპრინციპო და უთავმოყვარეო კაცი იქნება ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინა შესარჩევი მოგების გარეშე ჩაამთავრა.
ჩაკვეტაძე რომ არა ყაზახეთიც მოგვიგებდა და ლატვიაც . სანამ დროა ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ, თორემ ბელორუსს ვერ გავცდებით (ამ ჯგუფზე საუბარი ზედმეტია, თვითონაც აღნიშნა არამხოლოდ დღეს, არამედ მაშინ როცა ჯგუფები დაკომპლექტდა). თუ კი ბელორუსს გავცდით, წინ გაცილებით ძლიერი კოსოვო გველოდება. კოსოვოს ფეხბურთელები კი ,,მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში'' ..ვაი-სირცხვილო
Homeros
05:42 27-03-2019
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული