უეფამ საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ირლანდია დასაჯოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უეფამ 26 მარტს საქართველოსა და ირლანდიის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დისციპლინური პროცედურები დაიწყო.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა.

უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 16 მაისს გამოაცხადებს.

პროტესტი ჯონ დელანის თანამდებობაზე დანიშვნას მოჰყვა, რომელიც ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 15 წლის განმავლობაში იკავებდა, 23 მარტს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მაშინვე მისთვის ახალი პოსტი - ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია შექმნეს და დანიშნეს.

2009 წელს, როდესაც ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატის
შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფიდან საფრანგეთთან ტიერი ანრის ხელით თამაშის შემდეგ გაშვებული გოლით გამოვარდა, დელანიმ FIFA-ს შემოთავაზებულ კომპენსაციაზე უარი განაცხადა და ზეპ ბლატერს "FIFA-ს სირცხვილი" უწოდა და მუნდიალზე ირლანდიის ნაკრების 33-ე გუნდად დამატება მოითხოვა.

2015 წლის ივნისში დელანიმ განაცხადა, რომ FIFA-მ კომპენსაციად 5 მილიონი ევრო გადაიხადა. ფანები დელანის მაღალ ხელფასს აპროტესტებდნენ. გარდა ამისა მისი ბინის ქირაც ბიუჯეტის თანხიდან იფარებოდა.

"ჩოგბურთის ბურთების პროტესტი" მატჩის 33-ე წუთზე შედგა, რაც სიმბოლურად, მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის 33-ე გუნდად დამატების აბსურდულ მოთხოვნას ეძღვნებოდა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ირლანდიის ნაკრებმა საქართველო 1:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რასაც დასთეს მისტერ, დილან - იმას მოიმკი. ეგ იმის გამოძახილია, საქართველოს ნაკრებს მოგონილი პენალტი, რომ დაუდეთ და მოგება გამოგლიჯეთ ხელიდან. ფიზიკის კანონებია, მისტერ დილან.
TanoLife
03:14 31-03-2019
0
წესით ირლანდიასაც წაგება უნდა ჩაუთვალონ და შვეიცარიასაც. არაჯენტლმენურად მოიქცნენ. ისე სადაც სამართალია დანიასაც წინასწარ უნდა ჩაუთვალონ წაგება. ჰოდა მერე მოვიდეს გიბრალტარი და გვეთამაშოს ვაჟკაცურად თუ რამის თავის აქვთ.)))
ჰაჰა
11:10 30-03-2019
0

სიახლეები პოპულარული