Breaking News: ირლანდიას საქართველოსთან მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ Sportall.ge წერდა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში დუბლინში გამართული ირლანდია-საქართველოს მატჩის დროს მომხდარ ფაქტზე უეფამ დისციპლინური პროცედურები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და შემდეგ საჯარიმო დარტყმიდან ჩვენმა ნაკრებმა გოლი გაუშვა.

ირლანდიური მედიის ინფორმაციით, უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და გულშემატკივრების არასათანადო ქცევის გამო ირლანდიის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ უეფა 16
მაისს გამოაცხადებს.

გარდა ტექნიკური წაგებისა (0:3), ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით 50 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.

შესაბამისად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, შვეიცარია 4 ქულით ჯგუფს ლიდერობს, ირლანდიის ნაკრები კი გიბრალტართან მატჩში მოპოვებული 3 ქულის ამარა დარჩა.

სწორედ ასე განაწილდებოდა ჩვენს ჯგუფში ადგილები, დღეს პირველი აპრილი რომ არ ყოფილიყო :)

მკითხველის კომენტარები / 53 /
ფუ ამის. რა ადვილად ვჭამე :D :D
robi
01 აპრილი 2019 15:25
2
კარგით რაა სიხარულისგან ყვირილი დავიწყე ჩაგეთვალათ
ლადო
01 აპრილი 2019 14:49
2
აუ მეცცცცცცცც ძაან გამიხარდაა ))))
sofa
01 აპრილი 2019 15:12
1
აიღეთ ეს სტატია სანამ ხალხს გინება დაუწყია
gio
01 აპრილი 2019 15:19
8
ის რამდენიმე წამიც საკმარისი იყო ბედნიერებისთვის :)
gio
01 აპრილი 2019 17:39
2
ჰაჰაააა, ჩაგეტვალათ! არა და გულმა რეჩხი მიყო და ბოლოს მაგრად გამიტყდა :)))
Irakli Apkhaidze
01 აპრილი 2019 14:35
1
თქვენ გაგიხმათ ეგ თავები
თემო
01 აპრილი 2019 14:50
2
გეთქვათ კაჭარავა ლივერპულში გადადის და აი ეგ იქნებოდა მაგარი სააპრილო ხუმრობა. ან დვალიშვილი ტოტენჰემშიო))
ფანი
01 აპრილი 2019 14:33
2
ვააახ, ბიჭოოო, აი რასაც ქვია დაგოიმება, მართლა დავიჯერე, ბოლო აბზაცი აღარ წავიკითხე, მთელ სამსახურს მოვდე ბზშვყო ირლანდიას მოვუგეთ მეთქი, თამ ჩემი ტოტალიზატორის ბილეთიც გამახსენდა... / თურმე სადა ვარ :D :D:D
Vasili
01 აპრილი 2019 17:10
6
1 აპრილის ტყუილის დღედ გამოცხადება, არ არის უწყინარი ტრადიცია...

გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს აღდგომის დღე კალენდარულად სწორედ 1 აპრილს მოხდა.

ამ ამბით იმედგაცრუებულ სინედრიონის წევრებს, ანუ მათ ვისი მოთხოვნითაც ჯვარს აცვეს იესო, გაახსენდებათ ქრისტეს სიტყვები, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა.

იუდეველი მღვდელმთავრები მიხვდნენ, რომ თუკი ეს ამბავი გახმაურდებოდა და ხალხი გაიგებდა, რომ იესო ქრისტე მართლაც აღდგა, იგი გახდებოდა ძლიერი საფუძველი მაცხოვრის მიმდევართა კვლავ გაერთიანების.

ამიტომ, იუდეველი მღვდელმთავრებისგან ჯარისკაცებმა მიიღეს დავალება, რომ ხალხში გაევრცელებინათ ტყუილი, რომ თითქოს კი არ აღდგა ქრისტე, არამედ მისმა მოწაფეებმა მოიპარეს.

აი ეს ტყუილი უკავშირდება 1 აპრილს და ტყუილის დღეს.

ამიტომ, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ვინმე უნებლიე თანაზიარი რომ არ გახდეს ამ საშინელი ტყუილის, თავი უნდა შეიკავონ 1 აპრილის, როგოც ტყუილის დღის აღნიშვნისაგან.
რომ იცოდეთ
01 აპრილი 2019 15:03
1
ვააა ისე რა არი რა რაც გინდა რო მოხდეს იმას ადვილად იჯერებ სანამ ბოლომდე წავიკითხე უკვე ჩვენი ნაკრების შანსები შევაფასე მარა მწარე რეალობას სად გავექცევით,
გიგა
01 აპრილი 2019 21:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული