კარგი ამბავი - საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ჩილეს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წელს ამხანაგურ შეხვედრაში ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირებდა - ამის შესახებ "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5-გუნდიან ჯგუფში იმყოფება. ამის გამო გუნდს ორმატჩიანი თავისუფალი ფანჯარა აქვს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ "ჯვაროსნები" ამხანაგურ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდებოდნენ, მეორე მეტოქე კი ჩილეს ნაკრები იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის გაიმართება შეხვედრა, თუმცა, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, მატჩი ჩილეში არ ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კოპა ამერიკას გამარჯვებულთან და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტთან სპარინგები ძაან კაია :)
Tbiliseli
19:43 12-04-2019
1
გიბრალტარი რომ გისწრებს, იმის მერე კარგი ამბავი რა უნდა იყოს არ ვიცი.
odala
19:44 12-04-2019
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული