"ჩაკვეტაძე დაგვაკლდა... შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სასტუმრო "რუმსში" ჟურნალისტებს შეხვდა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზევე ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ჩილესთან აწარმოებს და დიდი ალბათობით, შემოდგომაზე გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

- გიორგი არაბიძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში კარგი შეხვედრები ჩაატარა. რატომ ვერ ვხედავთ მას ეროვნულ გუნდში?
- არაბიძემ ნაკრებში შანსი მიიღო. ამ დონის ტალანტმა საკუთარ კლუბში მეტი უნდა ითამაშოს და საკუთარი ხარისხი აჩვენოს. ის 20 წლისაა და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ესაჭიროება. სამწუხაროდ, ის არ არის
ერთადერთი, ვისაც კლუბში პრობლემები აქვს.

- ჯანო ანანიძემ ირლანდიასთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა 3 დღეში "კრილია სოვეტოვთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. რა მოხდა?
- ჯანო შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ფეხი სტკიოდა. მან იცოდა, რომ მასზე იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ კარგად არ გრძნობდა თავს, კლუბში დაბრუნებულიყო.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს მეტოქეზე მაღალი დონის მოთამაშეები და ეს არის მარცხის მიზეზი, მაშინ რატომ ახანგრძლივებთ ასეთ გუნდთან კონტრაქტს?
- მე ვთქვი, რომ იმ მომენტში, როდესაც შვეიცარიას ვეთამაშეთ, ჩვენი ფეხბურთელები შესაბამის დონეზე არ იყვნენ მომზადებულები. უამრავი ტრავმა იყო, ბევრ ფეხბურთელს ჩემპიონატი ახალი დაწყებული ჰქონდა.

არც მე ვარ გვარდიოლა ან მოურინიო, მე ვაისი ვარ.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებში პროგრესს ხედავენ. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ვიღებ, როგორც მოგებულ, ასევე წაგებულ მატჩებზე.

მე, ალბათ, ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ვიდრე სხვა მწვრთნელებს ჰქონიათ საქართველოს ნაკრებში. როცა ვიგრძნობ, რომ ჩემი ადგილი აქ აღარ არის, წავალ.

- საქართველოს ნაკრების ორ მატჩში მარცხენა მცველის პოზიციაზე ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა, გაგრძელდება თუ არა როტაცია და ვის მიიჩნევთ დღესდღეობით ცენტრფორვარდის პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტად?
- ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯიმი ტაბიძეს კარგი პერიოდი აქვს. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ვერ გააგრძელა.

იმ შემთხვევაში თუ ნაკრებში ნავალოვსკი არ იქნება, განვიხილავთ ლევან ხარაბაძის და ლაშა დვალის კანდიდატურას. ნავალოვსკი ჯერ 32 წლისაა და მისი გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

სამი წელია ტრავმების გამო ლევან მჭედლიძე მოედანზე ვერ ვიხილეთ, არადა ეს მოთამაშე ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა. გიორგი ქვილითაიამ კი, საზარელი ტრავმის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, მაინც მოახერხა დაბრუნება და მას თამაშის დიდი სურვილი და მონდომება აქვს.

კმაყოფილი ვარ არველაძის თამაშითაც, პირველი შეხვედრისთვის ნორმალურად იასპარეზა.

გაფართოებულ სიაში გვაქვს ბექა მიქელთაძის გვარიც, რომელიც "ანორთოსისში" ასპარეზობს, არ არის გამორიცხული უახლოეს მატჩებში ისიც ვიხილოთ.

- რამდენად დაგაკლდათ გიორგი ჩაკვეტაძე შვეიცარიასთან და ირლანდიასთან და რამდენად ნორმალურია, რომ მის გარეშე გუნდი წარმატებას ვერ აღწევს?
- გიორგი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, კარგია, რომ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა. ლოგიკურია, რომ ის დაგვაკლდა. შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე. ან "ბარსელონა" და "იუვენტუსი" აიღეთ, მესისა და რონალდოს გარეშე - სულ სხვა გუნდებია.

შეხედეთ რა დაემართა მადრიდის "რეალს", მხოლოდ ერთი ფეხბურთელის წასვლის გამო.

- თქვენ თქვით, რომ ირლანდიასთან მატჩში ლორიამ ცოცხალი კედელი ვერ დააყენა და ამას მოჰყვა გოლი...
- მე გოლი გიორგი ლორიასთვის არ დამიბრალებია, ეს მთლიანად გუნდის შეცდომა იყო. უბრალოდ, ფაქტია, რომ კედელი არასწორად იდგა და საჯარიმოდან გოლიც ამას მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ეს მგონია მახსრად გვიგდებს და კარგადაც გამოსდის...ყოჩაღ ვლადიმერ!
დატა
13 აპრილი 2019 12:00
11
კომენტარს რატო არ ბეჭდავთ ? ცენზორი არ გრთავთ ნებას?
თემო
13 აპრილი 2019 11:39
5
აი ვინც შენ შეგეხვეწოს დარჩიო.......იპოლიტე უფრო დიდი ტაქტიკოსი იყო ვიდრე ეს შემთხვევი გაუგებრობა.... დაიწყო ამ საწყლებზე გააბრალება, ირლანდიასთან ისე იქაჩებოდა გეგონება პსჟ- ს 75 # ქართველია ,მე შენი უტაქტიკო მატარებელი სტრატეგია რა ვთქვი!!! ყაზახეთან ჩაკვეტაძემ მოიგო.. ანდორასთან საერთოდ ვერ მოიგეს... გამოვლენ ფედერაციიდა თხა და გიგოები და აქეთ დაგიწყებენ ჭკუის დარიგებას!!!
მაჩანჩალა ირლანდიამ ძონძივით ათრია ნაკრები... კობიაშვილი გრიმიტობს... მიკვირს საქართველოში ვინმე ფეხბურთს თუ სერიოზულად უყურებს, მითუმეტეს ამ ცხვრის ფარას...
თემო
13 აპრილი 2019 11:32
9
ვერა და ვერ მოვიწონე ეს კაცი! სუსტი, უმოტივაციო და უპრინციპოა, რაღაცნაირი მოდუნებული ტიპია! ერთა ლიგა და უსუსტესი ნაკრებები რომ არა - ორი შესარჩევია მოგება არ აქვს და მაინც მწვრთნელია და მაინც იმედი გვაქვს?
...კიდევ ხელფასზე რო დაიწყო ლაპარაკი და თავი დაგვამადლა!
იმის იმედი მაქვს რო ბიჭების ბრძოლით და მონდომებით იქნებ ბელარუსს როგორღაც გავცდეთ და მერეც რაღაც იქნება!
ვაისის იმედი არ მაქვს და არც არასდროს მქონია!..
ბასკი
13 აპრილი 2019 11:09
9
რას ჩააცივდით არაბიძეს?! არ არის ეგ ბიჭი ჯერ ნაკრებისთვის მზად!
Gio
13 აპრილი 2019 10:52
7
მოკლედ რა რა დონის მწვრთნელიც ვარ იმ დონის გუნდში ვარო, აბა მაურინიო და გვარდიოლა, რომ.ვიყო აქ ვინ გამაჩერებდაო.დდ თან ფედერაცია იძახის პროგრესი არისო და თქვენ ვინ გკითხავსო.დდ
Kkk
13 აპრილი 2019 10:12
3
თქვენი კომენტებით გამოდის, რომ მაგარ დონეზეა ქართული ფეხბურთი, გვყავს მაგარი ფეხბურთელები, უბრალოდ ვაისი არ ვარგა.
ერიჰაა
13 აპრილი 2019 10:04
7
კობიაშვილო მიყვარდი და გთხოვ ნუ შემაზიზღებ თავს.... დააბრუნე ცხადაძე და ათამაშეთ შემტევი ფეხბურთი ნაკრებს... ეს კაცი ვეღარ ხედავს რა გააკეთოს და საუბარიც ხომ ხედავთ როგორი ზღაპრული აქვს... შვიდი მცველით ჩვენს ნაკრებს არასდროს უთამაშია და არც მინდა რომ ითამაშოს, მითუმეტეს შვეიცარიასთან... გთხოვთ დააბრუნეთ ცხადაძე
გიო
13 აპრილი 2019 09:30
8
რა გაუჭირეთ საქმე ამ კაცს. ჭ კლასის გუნდი გვყავს და ვინც არ უნდა დანიშნონ ყველას ერთი შედეგი ექნება. 30 წელია ერთი და იგივე სურათია და რით ვერ მოვიდა თქვენამდე რომ ვართ უდონოები ფეხბურთში.
Piper
13 აპრილი 2019 07:50
9
დვალს რა უნდა მარცხენა ფლანგზე, ამათ სულ გარეკეს. ამ სიგრძე კაცს ფლანგზე რა უნდა? ეს ხომ ფეხბურთის ანა ბანაა, მაგი თუ არ ესმის რისი მწვრთნელია? მჭედლიძე კი უნდა დაივიწყონ საერთოდ.
niko
13 აპრილი 2019 05:18
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული