"ჩაკვეტაძე დაგვაკლდა... შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სასტუმრო "რუმსში" ჟურნალისტებს შეხვდა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზევე ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ჩილესთან აწარმოებს და დიდი ალბათობით, შემოდგომაზე გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

- გიორგი არაბიძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში კარგი შეხვედრები ჩაატარა. რატომ ვერ ვხედავთ მას ეროვნულ გუნდში?
- არაბიძემ ნაკრებში შანსი მიიღო. ამ დონის ტალანტმა საკუთარ კლუბში მეტი უნდა ითამაშოს და საკუთარი ხარისხი აჩვენოს. ის 20 წლისაა და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ესაჭიროება. სამწუხაროდ, ის არ არის
ერთადერთი, ვისაც კლუბში პრობლემები აქვს.

- ჯანო ანანიძემ ირლანდიასთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა 3 დღეში "კრილია სოვეტოვთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. რა მოხდა?
- ჯანო შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ფეხი სტკიოდა. მან იცოდა, რომ მასზე იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ კარგად არ გრძნობდა თავს, კლუბში დაბრუნებულიყო.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს მეტოქეზე მაღალი დონის მოთამაშეები და ეს არის მარცხის მიზეზი, მაშინ რატომ ახანგრძლივებთ ასეთ გუნდთან კონტრაქტს?
- მე ვთქვი, რომ იმ მომენტში, როდესაც შვეიცარიას ვეთამაშეთ, ჩვენი ფეხბურთელები შესაბამის დონეზე არ იყვნენ მომზადებულები. უამრავი ტრავმა იყო, ბევრ ფეხბურთელს ჩემპიონატი ახალი დაწყებული ჰქონდა.

არც მე ვარ გვარდიოლა ან მოურინიო, მე ვაისი ვარ.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებში პროგრესს ხედავენ. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ვიღებ, როგორც მოგებულ, ასევე წაგებულ მატჩებზე.

მე, ალბათ, ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ვიდრე სხვა მწვრთნელებს ჰქონიათ საქართველოს ნაკრებში. როცა ვიგრძნობ, რომ ჩემი ადგილი აქ აღარ არის, წავალ.

- საქართველოს ნაკრების ორ მატჩში მარცხენა მცველის პოზიციაზე ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა, გაგრძელდება თუ არა როტაცია და ვის მიიჩნევთ დღესდღეობით ცენტრფორვარდის პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტად?
- ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯიმი ტაბიძეს კარგი პერიოდი აქვს. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ვერ გააგრძელა.

იმ შემთხვევაში თუ ნაკრებში ნავალოვსკი არ იქნება, განვიხილავთ ლევან ხარაბაძის და ლაშა დვალის კანდიდატურას. ნავალოვსკი ჯერ 32 წლისაა და მისი გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

სამი წელია ტრავმების გამო ლევან მჭედლიძე მოედანზე ვერ ვიხილეთ, არადა ეს მოთამაშე ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა. გიორგი ქვილითაიამ კი, საზარელი ტრავმის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, მაინც მოახერხა დაბრუნება და მას თამაშის დიდი სურვილი და მონდომება აქვს.

კმაყოფილი ვარ არველაძის თამაშითაც, პირველი შეხვედრისთვის ნორმალურად იასპარეზა.

გაფართოებულ სიაში გვაქვს ბექა მიქელთაძის გვარიც, რომელიც "ანორთოსისში" ასპარეზობს, არ არის გამორიცხული უახლოეს მატჩებში ისიც ვიხილოთ.

- რამდენად დაგაკლდათ გიორგი ჩაკვეტაძე შვეიცარიასთან და ირლანდიასთან და რამდენად ნორმალურია, რომ მის გარეშე გუნდი წარმატებას ვერ აღწევს?
- გიორგი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, კარგია, რომ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა. ლოგიკურია, რომ ის დაგვაკლდა. შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე. ან "ბარსელონა" და "იუვენტუსი" აიღეთ, მესისა და რონალდოს გარეშე - სულ სხვა გუნდებია.

შეხედეთ რა დაემართა მადრიდის "რეალს", მხოლოდ ერთი ფეხბურთელის წასვლის გამო.

- თქვენ თქვით, რომ ირლანდიასთან მატჩში ლორიამ ცოცხალი კედელი ვერ დააყენა და ამას მოჰყვა გოლი...
- მე გოლი გიორგი ლორიასთვის არ დამიბრალებია, ეს მთლიანად გუნდის შეცდომა იყო. უბრალოდ, ფაქტია, რომ კედელი არასწორად იდგა და საჯარიმოდან გოლიც ამას მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
Kidev kargi chakvetadze gvyavs tore riti gaimartlebda tavs mere . Rashiamartali nakrebis fexburtelebs klubis fexburtelebs rom adarebs ?! Shveicarias shaqiri ar yavda mase mara ramit daaklda ? ))))) tranvirebulebs da ukluboebs specialurad idzaxebs rok tavi imartlos mere?! Eseti shtabechdileba rcheba ashkarad
Emigranti
13 აპრილი 2019 14:11
6
დვალს რა უნდა მარცხენა ფლანგზე, ამათ სულ გარეკეს. ამ სიგრძე კაცს ფლანგზე რა უნდა? ეს ხომ ფეხბურთის ანა ბანაა, მაგი თუ არ ესმის რისი მწვრთნელია? მჭედლიძე კი უნდა დაივიწყონ საერთოდ.
niko
13 აპრილი 2019 05:18
7
აქ კომენტარი წავიკითხე ნუ მოვთხოვთ ნაკრებს ათეულის გუნდებთან მოგებასო. ათეულის ერთი და ორი გუნდი სულ გვეყოლება ჯგუფში და თუ ვერ მოუგეთ ვერასოდეს გავალთ ჯგუფიდან და მართლა გავაუქმოთ ფეხბურთი. ისე ირლანდია 33 იყო როცა ვეთამაშეთ. არ გვყავს ისეთი სუსტი ნაკრები,რო ირლანდიასთან მარტო ერთი კარში დარტყმა გვქონდეს. ვაისი სუსტი მწვრთნელია და მშიშარა.
ზუგდიდი
13 აპრილი 2019 21:53
5
ალბათ ძნელია არ დაეთანხმო...სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ,მარტალია ეს კაცი მეკარე კედელს ვერ აყენებს,მცველი კაცს ვერ იჭერს .თავდამსხმელი ბურთს ვერ ეწევა..ამ კაცის ნათქვამი არავის ესმის
რობიკო
13 აპრილი 2019 12:11
10
Ratom ayenebs dzirotadshi maset mekares. Ratom idzaxebs uklubo fexburtelebs. Roca aris alternativa ase tu ise . Zarandia arabidze tundac oqris magivrad . An marcxena mcvelis poziciaze ratom unda gyavdes sami mcveli elementarulia rom ar aris es kaci im donis rasac tavs gvaxveven.. sul tavs imartlebs da ratom sanam tamashi daicyeba laparaks icyebs . Aman exla.moirchina tranva mzad ar aris is uklubod aris da ase shemdeg. 5 cutit satamashod arcert mcvrtnels ar shetavs da tamashis bedis gadasacyvetad. Umeyes cilad drois gasayvanad sheyavt rom icodet
Emigranti
13 აპრილი 2019 16:09
3
სულ არაფერს - ჯობია, მაგრამ სულ ეს იყო?
Homeros
13 აპრილი 2019 03:20
2
კომენტარს რატო არ ბეჭდავთ ? ცენზორი არ გრთავთ ნებას?
თემო
13 აპრილი 2019 11:39
5
ეს კაცი თამაშის დროს ჩამოდის მარტო. არც აინტერესებს შედეგი ვერ ხედავთ?
დავით 67
31 მაისი 2019 18:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული