საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში იმყოფება და სარეაბილიტაციო კურსს სწორედ აქ გადის. გიორგი თბილისის "დინამოს" აკადემიას ესტუმრა. აღნიშნული ვიდეოკადრები თბილისის "დინამოს" აკადემიის 'ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა. გიორგი პატარა ფეხბურთელებს გაესაუბრა და საკუთარ ტრავმაზეც ისაუბრა.
"პირველი ორი თვე ვიქნები თბილისში. დიდი მადლობა თბილისის "დინამოს", რადგან ყოველდღიურად მოვდივარ აქ და ყველანაირად მეხმარებიან, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს.
რაც შეეხება ტრავმას, პირველი სამი თვე დასჭირდება რეაბილიტაციას. შემდეგ ნელ-ნელა შევუდგები ვარჯიშს და დაახლოებით 6 თვეში, სავარაუდოდ, უკვე დავიწყებ თამაშს", - თქვა
თბილისის "დინამოს" აღზრდილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ცოტა ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია ფეხზე და როგორც თვითონ აღნიშნა, 6 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.