ვლადიმირ ვაისის სია - სლოვაკის "ხუშტურებით" შედგენილი განაცხადი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური შეხვედრისა და დანიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელს უხმო, რამაც არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დატოვა.

ხშირად არის, როდესაც სლოვაკს შემადგენლობის შერჩევისას აკრიტიკებდნენ, თუმცა ამჯერად გარკვეულ უსამართლობასაც აქვს ადგილი და ვერ ვიტყვით, რომ ეს საუკეთესოთა ნაკრებია.

ჯერ კიდევ სანამ შემადგენლობა გამოცხადდებოდა, ჩვენ ვწერდით, რომ ვაისს დიდი თავის ტკივილი ელოდა ფეხბურთელების შერჩევისას, თუმცა ეს არ ითვალისწინებდა გარკვეული საჭირო ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვებას. შევეცდებით, პოზიციონირებით მივყვეთ.

მეკარეები

გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე საქართველოს ნაკრების
უცვლელი მეკარეები არიან, როინ კვასხვაძე კი სიაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, მასზე უკეთესი ვარიანტებიც იყო: ლუკა გუგეშაშვილის, გიორგი მამარდაშვილის და მიხეილ ალავიძის სახით. თუმცა პირველ ორს ახალგაზრდულში უხმეს, მესამე კი სლოვაკისთვის უცნობია და ნაცნობი ვარიანტი გაიმეორა.

ყველაზე გასაკვირი და უცნაური ფაქტი ის არის, რომ ლაზარე კუპატაძე თავის კლუბშიც კი არ არის ნომერ პირველი მეკარე. ალავიძე პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კუპატაძეს 2019 წელს ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ლუქსემბურგში - 3.

დაცვა

ცენტრალური დაცვის შემადგენლობა ლოგიკურიც იყო და კითხვებიც არ არის, მაგრამ როდის მერე გახდა ჯამბულ ჯიღაური ფლანგის მცველი? ერთხელ უკვე ვიხილეთ ვაისის მიერ მსგავსი არჩევანი და გვახსოვს მისი გადაწყვეტილების კრახიც.

ამავდროულად, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ნიკა მალი უნდა იყოს ნაკრებში გამოძახებული. ამ ეტაპზე მისი საჭიროება ახალგაზრდულ ნაკრებში უფროა. შესაბამისად, არც უნდა ყოფილიყო. რადგან ოთარ კაკაბაძის შემცვლელების დიდი არჩევანიც არ გვაქვს, შეიძლებოდა ჯიღაურის თანაგუნდელის, ლევან გეგეჭკორის გამოძახება.

ნახევარდაცვა

ჯაბა კანკავა ნაკრებში რატომ უნდა გამოიძახო? ის დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს და ამხანაგურ შეხვედრაში რა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც სლოვაკმა არ იცის ან არ უნახავს? თავისუფლად შეეძლო კანკავა დაესვენებინა და იმავე შემთხვევაში ლაშა პარუნაშვილი გამოეძახებინა.

დანიის ნაკრებთან რთული დაპირისპირებიდან გამომდინარე, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მურთაზ დაუშვილს ვაისი ნაკრებში უხმობდა, რადგან ის კანკავას სტილის მოთამაშეა და მეტოქის შეტევების ჩაშლის პროცესში საკმაოდ დიდი როლი დაეკისრებოდა. ვაისის პრაგმატულობიდან გამომდინარე, დანიასთან სამ საყრდენ ნახევარმცველს მაინც უნდა ველოდოთ. გაფართოებულ შემადგენლობაშია ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც, თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ალბათ, ნაკრებში ვიხილავთ.

ახლა კი ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბრო, რაც ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინოა.

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე სუსტი გუნდია. ჩვენ არ გვყავს ვარსკვლავები და თითოეული მოთამაშე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩვენს ნაკრებში მუდმივად არის ტრავმიანობა, ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არა აქვთ და არც ეს სანაკრებო პაუზა არის გამონაკლისი.

ამ დროს კი განაცხადს მიღმა დარჩნენ ლუკა ზარანდია და გიორგი ხარაიშვილი. ეს ორი ფეხბურთელი გამოძახებულ შემტევ ნახევარმცველთა 90 პროცენტზე უკეთეს ფორმაშია და ისინი უფრო მეტად იმსახურებდნენ ნაკრების განაცხადში ყოფნას. ლუკა ზარანდიას მიმართ არასათანადო დამოკიდებულება აქამდეც იგრძნობოდა. არ გამოვრიცხავთ, ეს გარკვეული მიკროკონფლიქტით იყოს გამოწვეული. ხოლო გიორგი ხარაიშვილის არგამოძახებას კი ახსნა არა აქვს.

ერთა ლიგამდე საქართველოს ნაკრებმა რა თამაშებიც უნდა ჩაატაროს, ყველა მატჩი ფორმალობაა და აუცილებლად უნდა მიეძღვნას "გუნდის" შექმნას, რომელიც გააზრებული კომბინაციებითა და გარკვეულ სათამაშო სქემაზეა მორგებული. ამ გუნდში ძირითადში თუ არა, სათადარიგოდ მაინც უნდა მოიაზრებოდეს ხარაიშვილი - ზარანდია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ტრავმიანობიდან გამომდინარე, წამყვანი მოთამაშეების გარეშე ყოფნა ჩვენთვის ჩვეული პრობლემაა.

რაც შეეხება დებიუტანტებს, ორივე ფეხბურთელის სიაში მოხვედრა ვივარაუდეთ. "რუბინიდან" ნაკრებში მოხვდა ზურიკო დავითაშვილი და "დინამოდან" - ლევან შენგელია.

აგრეთვე, აღნიშვნის გარეშე არ მინდა ერთი ფაქტი დავტოვო, ყველა ნაკრები კოორდინირებული უნდა იყოს ერთმანეთთან. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ახლა იწყებს, მთავარ ნაკრებს კი შესარჩევით გასვლის შანსი არა აქვს. ხომ არ აჯობებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ვაისს ცეცაძისთვის დაეთმო?

თავდასხმა

უთავდამსხმელობიდან გამომდინარე, ვაკო ყაზაიშვილს უკვე ფორვარდად მოვიაზრებთ, თუმცა ჯერჯერობით ამან შედეგი არ გამოიღო, თუმცა სხვა გზაც არ გვაქვს. არც სხვა არჩევანი გვაქვს, კარგა ხნის უთამაშებელ გიორგი ქვილითაის რომ არ ვუხმოთ.

alt2 დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altსაქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altაზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?

altვლადიმირ ვაისის თავის ტკივილი - ვინ გამოიძახოს? როცა ნახევარზე მეტი ფეხბურთელი ფორმაში არ არის

მკითხველის კომენტარები / 55 /
რავა ყველა გენიოსია! ეს ჯობდა, ის უფრო მაგარია! რო გადაადნო, ერთი გუცაევი არ გამოვა და საქმეა ეეს?!!
კ ო მ ბ ლ ე
03 სექტემბერი 2019 03:00
0
ამ ეტაპზე დავითაშვილის და კვარაცხელიას პირველ გუნდში გამოძახებას არ ჯობდა რომ ახალგაზრდულში ეთამაშათ, უფრო არ გამოადგებოდნენ ცეცაძეს......
Gio
02 სექტემბერი 2019 10:29
0
მართალია, დავითაშვილი და კვარაცხელია ახალგაზრდულში უფრო გამოადგებოდა ნაკრებს!!!
koba
02 სექტემბერი 2019 12:18
0
ეს ვაისია ვუისიი..ვინნ ურჩევს შემადგენლობას?
rezi
02 სექტემბერი 2019 09:59
0
რუბინიდან რომ ბიჭები ჰყავს გამოზახებული, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეგენი ეხლა ახალგაზრდულში უფრო გამოდგებოდნენ და უფრო საჭირონი არიან იქ, ეს ერთი. ანანიძე, ოქრიაშვილი, კვერკველია, ჯიღაური და კანკავა ამ ეტაპზე არ იყო გამოსაძახებელი. ასევე ნაკრებში უალტერნატივოდ უნდა იყოს გამოძახებული ზარანდია, ებრალიძე, ხარაიშვილი და მჭედლიშვილი, ასევე თავდამსხმელი არა გვყავს და აგერ პოლონეთში სხირტლაძე ფორმაშია. ფედერაცია არის ნული, პირიქით ხელს უშლის ფეხბურთის განვითარებას და ნაკრებს. რატომ გგონიათ რომ ამათ ხელში ბელორუსს მოუგებთ ან კოსოვოს არ მესმის. ვერსად ვერ გავა ეს ნაკრები და მერე ვის დააბრალებენ საინტერესოა. ნეტა ვცდებოდე
ვასო
01 სექტემბერი 2019 10:49
0
ჯერ ერთი ვინ დაგეგმა კორეასთან თამაში? თანაც სტამბულში? როცა 2 დღეში დანიას ეთამაშები! იძახებს ქვილითაიას, ჯიღაურს და ასე შემდეგ და არ იძახებს ზარანდიას, ვაისმა უკვე ამოწურა თავის რესურსი, ვერაფერს საინტერესოს ვეღარ აკეთებს. ნამდვილად გვყავს ფეხბურთელები რომლებითაც საშუალო დონის ნაკრების გაკეთება შესაძლებელია.
s.s.
31 აგვისტო 2019 22:21
0
ამ ორ შეხვედრაში, 5 და 8 საბოლოოდ გამოჩნდება ვაისის შესაძლებლობები, და თუ აზრიანად არ ითამაშა ნაკრებმა უნდა წავიდეს. კლასით დანიასთან დაბლა ვართ,მაგრამ მწვრთნელი მაშინ ითვლება ძლიერ მწვრთნელად როცა სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევ დანიისნაირ გუნდს საშუალო დონის ფეხბურთელებით,თორე ვარსკვლავებით არავის არაფერი გაუკვირდება.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
31 აგვისტო 2019 03:34
0
ვაისს არ ვიცავ მაგრამ... ზოგზოგიერთები არაბიძის არ გამოძახებასაც აპროტესტებდნენ
და ლანძღავდნენ ვაისს, მაგრამ ეხლა გამოჩნდა რა დონეზეა არაბიძე, ხარაიშვილი თავის გუნდში გამორჩეულია მაგრამ ნაკრების შეკრებაზე, ვარჯიშზე დიდათ არ იწუხებდა თავს როცა ყავდა გამოძახებული.... ვაისის სიტყვებს ვციტირებ. ალბათ შეატყო ზერელე დამოკიდებულება და ამიტომ არ იძახებს, რაც შეეხება ხვიჩას და ზურიკოს, ძალიან მონდომებულებიც არიან და პროგრესირებენ,და ბელორუსიამდე მათაც დააკვირდება, ჩაკვეტაძემაც ერთა ლიგის თამაშებზე მოუმატა და ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა, ასე რომ ვაისს ნუ დავაბრალებთ დაბალი კლასის ფეხბურთელები რომ გვყავს რამოდენიმეს გარდა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
30 აგვისტო 2019 02:12
3
ისე როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ვაისს?!ვინმეს იმედი აქვს რო ბელარუსს მოვუგებთ? და რომც მოვუგოთ სასწაულად შევრცხვებით ევროპაზე! შარშან რო ჯგუფი მოვიგეთ ლატვიასთან და ანდორასთან ზოგიერთებს პროგრესი ეგონათ ხო და კი გამოჩნდა ცოტა უკეთეს გუნდებთან რა პროგრესიც იყო...ეს ვაისი უკვე გასაშვებია სანამ ურემი ბოლომდე არ ამოტრიალდა თორე კი ხედავთ აგრძელებს ვაისი თავის არაპროფესიონალიზმს და არაადეკვატურობას!!!
გულშემატკივარი
29 აგვისტო 2019 12:34
8
დავიწყებ იქიდან რომ ცხადაძე ამაზე კვალიფიციური მწვრთნელია და ამაზე უკეთეს ნაკრდბსაც დააყენებდა ეჭვი არ მეპარება. როდის მორჩება ეს მაფიოზობანა ფედერაციებში ჩემი კაცი იმ მთავრობის კაცი ამ მთავრობის კაცი, ამასობაში ჭაობიდან ვერ ამოვდივართ. მეორე ის რომ რომც გავიდეთ ევროპაზე კი კარგია ყველას გაგვიხარდება მაგრამ მერე? ამ მწვრთნელით გჯერათ რო ჭღირსეულად ვითამაშებთ და ჩვენ სიტყვას ვიტყვით? მე არ მჯერა სამწუხაროდ. იმედია ვცდები იმედია
გულშემატკივარი
29 აგვისტო 2019 10:47
7
მე ზოგადად კარიერულ მიღწევებზე გელაპარაკები. ნახე მეთქი ვაისის მიღწევები და მერე ცხადაძის. არც შეადარო მაგ მხრივ ვაისს ცხადაძე. 2010 წელს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - იტალია ჩატოვა ჯგუფში ვაისის გაწვრთნილმა სლოაკეთმა სულ რომ სხვა არაფერი გითხრა.
გიგა
30 აგვისტო 2019 14:02
1
გიგას ...ერთი მითხარი ან ერთმა რას მიაღწია ან მეორემ? უფრო სწორედ კახას არ აცალეს ის მიეღწია რაც ვაისამ მიაღწია , და შენ ამას მიღწევას ეძახი ......კახამ იმ მოკლე ხანში მებრძოლი გუნდი ჩამოაყალიბა რომელიც სწორ ფეხბურთს თამაშობდა ....ვაისამ მხოლოდ გააგრძელა და ფეხბურთელების შერჩევაც არ იცის წესიერად .....და არც შეცვლები კიდევ ! ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა რომ ბალტიკელები უბრალოდ ფორმაში არ იყვნენ და ადვილად მოვუგეთ ,კაზახეთთან ჯაკვეტამ გვიშველა და გიბლარტართან აღარ ვამბობ არაფერს.....ასე თუ გაგრძელდება მაგრა ჩავისვრით ბელორუსებთან და მაშინ მიხვდები რომ მე მართალი ვარ! ცხადაძე ნაკრებში!
ემზარ დუისბურგი
30 აგვისტო 2019 01:28
2
ყველა გამოხმაურება
გალაქტიონ თუ გამბედაობაა გამბედაობა იყოს და პრესკონფერენციაზე თამაშის მერე კითხე ვაისს იგივე! საინტერესოა რას გიპასუხებს.
leri
29 აგვისტო 2019 01:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული