კრისტიან ერიკსენი საქართველოს ნაკრებზე: მათაც იგივე უნდა ვუქნათ, რაც გიბრალტარს

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ნახევარმცველმა და დანიის ნაკრების ლიდერმა კრისტიან ერიკსენმა დანიურ dr.dk-სთან მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებზე ისაუბრა და საქაართველოს ნაკრებს მოკლედ შეეხო.

"გიბრალტართან და საქართველოსთან შეხვედრები განსხვავებული იქნება. გიბრალტართან თამაში ხელოვნურ მოედანზე ნიშნავს ბრძოლას გუნდთან, რომელსაც სურს აჩვენოს, რომ იმაზე უკეთესი ნაკრებია, ვიდრე ამაზე შედეგები მეტყველებენ.

რაც შეეხება საქართველოს, გიბრალტარის მსგავსად, საქართველოც ის გუნდია, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვსურს", - ამბობს "ტოტენჰემის" 10-იანი, რომელიც სურვილის მიუხედავად, ვერცერთ ტოპ-კლუბში ვერ გადავიდა.

დანიის ნაკრები პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს, გასვლაზე გიბრალტარში
გამართავს, ხოლო 8 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიელებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

პირველი შეხვედრა გუნდებს შორის დანიელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კარგია, რომ გიბრალტარის დონედ აღგვიქვამენ, ეგებ, თავმოყვარეობამ მაინც გაიღვიძოს ბიჭებში... ნუ, ფედერაციას რაც არ აქვს, იმას ვერ გაუღვიძებ და მაგის ილუზია, ალბათ, აღარც არავის აქვს.,
მ.ტ.
12:46 03-09-2019
3
თუ ერიკსენის სიტყვები გამართლდება და დანია გაგვანადგურებს, მაშინ ვაისი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
ბელარუსთან ნაკრებს ახალი მწვრთნელი ესაჭიროება. თუ ვაისი დარჩება ძალიან დიდ სირცხვილს ვერ ავცდებით. მისი ტაქტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
ნუგო
12:11 03-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული