ვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას

AutoSharing Option
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ირლანდიასთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ორშაბათიდან ვემზადებით ხვალინდელი შეხვედრისთვის და შეკრებით კმაყოფილი ვარ. ირლანდიას ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. მან ეს წინა შეხვედრებში დაამტკიცა და მისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

ჩვენ ხვალინდელ თამაშს ვიყენებთ ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებლად, ერთა ლიგის მოგება კი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ქართული ოცნების ასრულებას უდრის.

მეტოქეს ჰყავს ფიზიკურად ძლიერი დაცვა. ამავდროულად, მათი შეტევა კარგად მოქმედებს და არის სახიფათო. მეტოქეს დაუბრუნდა შეინ დაფი, რომელიც ირლანდიელების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელია.

ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან კარგი სათამაშო გარემო. მათთან თამაში შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, თუმცა ასე არ არის. ეს ნაკრები არის ჯგუფში პირველი და თამაშობს მაღალი ხარისხის ფეხბურთს.

იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას. როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი, მაშინაც ირლანდიას ფრედ ვეთამაშეთ.

ჩვენ მოვიგებთ ხვალინდელ შეხვედრაში, თუ თავდასხმაში კარგად ვითამაშებთ. მაგალითად, დანიასთან დაცვა და ნახევარდაცვა კარგი იყო. ამჯერად უნდა დავაბალანსოთ შეტევა და მივაღწიოთ შედეგს.

რა თქმა უნდა, არიან ნაკრებში ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში სათამაშო დრო არა აქვთ და ეს პრობლემაა. ჩვენ კი ისინი ძირითადი შემადგენლობისთვის გვჭირდება. თუმცა წინა შეხვედრის შემადგენლობის წევრების უმრავლესობას კლუბში სათამაშო დრო აქვს და კარგ ფორმაშია. ჯანო ანანიძეც გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, რაც სასიხარულოა.

დანიასთან მატჩის შემდეგ ბევრი ცვლილება არ იქნება. სამწუხაროდ, გიორგი ქვილითაიას ბელგიაში კარგი დრო არ უდგას. ვიმედოვნებ, ის გამოავლენს თავის შესაძლებლობებს ნაკრებში და კლუბშიც მიეცემა დრო. მე მას მივცემ შანსს.

ჩვენ ხვალინდელ შეხვედრაში ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად, ირლანდიელებს ჰყავთ ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ უფრო ტექნიკურები ვართ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

ამ ეტაპზე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რა იქნება შემდეგი მატჩების შემდეგ. ჩემი წასვლა-არწასვლა დამოკიდებულია შედეგებზე. ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და მარტამდე დარჩენილ შეხვედრებზე ვარ დამოკიდებული.

ვნახოთ, რა შედეგები იქნება წლის ბოლომდე, შემდეგ კი ფედერაციასთან დავილაპარაკებთ, რადგან მარტის მატჩები არის მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის და ეს ერთიანად უნდა გადავწყვიტოთ.

ჩემი მომავალი და საქართველოს ნაკრების მომავალი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

ირლანდიელთა ფეხბურთის თამაში არის ეფექტური ცეკვა, ის ჰგავს "რივერდანსს". თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოშიც ფანტასტიკურად შეგვიძლია ცეკვა.

ჩვენს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის. ვიცი, რომ ირლანდიას ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. ძალიან რთული შეხვედრა გველის. იქნება თუ არა იგივე შემადგენლობა, რაც დანიასთან გვყავდა? ალბათ, იქნება ცვლილებები.

ნავსის გატეხვა მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოგება. ჩვენ არ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, თუმცა გვაქვს იმის მოტივაცია, რომ ხვალ მოვიგოთ. რაც შეეხება ირლანდიას, ისინი ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, რომ თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენენ.

გიორგი პაპუნაშვილმა მომწერა, რომ ის ტრავმის შემდეგ სრულად არ იყო მზად და ერჩივნა, გუნდთან ერთად ყოფილიყო. მე კი ვუპასუხე - "კარგი!"

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ფრენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაღლილები არიან, პროფესიონალები არიან და შეძლებენ თამაშს", - აღნიშნა ვაისმა.

ხვალ, 12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება.

altირლანდიელთა თავკაცი: გთხოვთ, სწორად გამიგოთ, საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ...



altგიორგი ქვილითაია: ვეცდები, ირლანდიასთან მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი თავი




altშეგვიძლია თუ არა ირლანდიის ნაკრების დამარცხება? - საქართველოს მე-11 მცდელობა






გუნდის ძირითად შემადგენლობაში
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერ გაარკვიე მწვრთნელი ხარ თუ ფიზკულტურის მასწავლებელი. რაღა ტაქტიკა და სტრატეგია, დროული შეცვლებიც კი ვერ გისწავლია...
1
ახალგაზდურის თამაშს უყურე ვაის რა კოზირს კარგავ არაბიძის რო არ იძახებ
ტეტე1234
07:59 12-10-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული