გურამ კაშია: ირლანდიასთან თამაშის შემდეგ საუბარი ნეგატივით არ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უკეთესები ვიყავით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ირლანდიის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა. 

"არა მგონია ამ შეხვედრის შემდეგ საუბარი მაინცა და მაინც პრობლემაზე ყურადღების გამახვილებით უნდა დავიწყოთ. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და არა მგონია ნეგატიური განწყობა დაგვეხმაროს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა დადებით განწყობაზე დარჩეს, რათა მიზანის ერთად მივაღწიოთ. 

მატჩი არ წაგვიგია, საკმაოდ ღირსეული თამაში ვანახეთ. მართალია ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, თუმცა, მთლიანობაში თამაშს ვაკონტროლებდით. შეხვედრაში უკეთესი მხარე ჩვენ ვიყავით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ და
ამიტომაც ვერ მოვიგეთ.

ბოლო ორ შეხვედრას თუ ავიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ. გუნდურად სოლიდურად ვიცავთ თავს და ეს მართლაც პოზიტიურია. შეგვეძლო ირლანდიის დამარცხება, გვყავს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებსაც მიმენტების შექმნა თავად შეუძლიათ, თუმცა დღეს ეს არ გამოვიდა.

ვთვლი, მოედანზე საუკეთესო 11 მოთამაშე იყო. ტრავმირებულები არ გვყავდა და დღევანდელი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, ყველაზე კარგებმა ითამაშეს.

თამაშის წინათ და მიმდინარეობისას მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით, არ ყოფილა მომენტი, როცა შეიძლებოდა დაგვეშვა რომ მატჩს წავაგებდით. ვეცადეთ მაღალი პრესინგის თამაში, რაც ვთვლი, რომ ძირითადად გამოგვივიდა კიდეც. თუმცა, ჩვენს თამაშში ერთადერთი ნეგატივი მომენტების ნაკლებობა იყო, გუნდური მოქმედებებით უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნათ."

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ


მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინც ილანძღება, ან ქართველები არ უყვარს ან ფეხბურთი ცუდად ესმის. გასაგებია, ვერ მოვიგეთ, და შეიძლება კარშიც ვერ დავარტყით, მაგრამ ჩვენ უკვე ფეხბურთს ვთამაშობთ. დანიასთან და ირლანდიასთან თანაბარი თამაში ცოტას არ ნიშნავს. დაგვავიწყდა ეტყობა, წლების განმავლობაში თამაშებში გადაბმულად 3 პასს ვერ ვაკეთებდით და მეტოქის მოედანზე ხეირიანად ვერც გადავდიოდით.ბურთის დამჭერი ფეხბურთელი არ გვყავდა. მალე ჩაკვეტაძე დაგვემატება. კიდევ იზრდებიან პერსპექტიული ფეხბურთელები. ასე რომ , მომავალს იმედის თვალით ვუყურებ
merabi-1960
13 ოქტომბერი 2019 12:10
12
ლაძღვა რა შუაშია ან ფეხბურთის არცოდნა შენთუ ფეხბურთი გესმის მაშინ ამ თამაშზე როგორ უნდა თქვა რომ დაკმყფილებელი იყო ის რასაც მივღწიეთ მწვრთნელს შეცდომები ისევ მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს ყოვლთვის და როცა ხედავ რომ ანანიძე და ვაკო მეორე ტაიმში დაკრგულები არაინ უნდა შეცვალო და სხვა უნდა შემყვანე იმისთვის რომ შეტევაა გამწვავო ხარშვილი საკმზე დატოვა ასთ მატჩში ესეთი კირეტიული ფეხბურთელი თუ არ გამოყენე გიბრალტართან რადგინდა მესამე შემდგელობითაც მოვგებთ უბრალოდ მართლა არუნდა გესმოდეს ფეხბურთი რომ ეს თამში აქტვში ჩაუწერო ვაის კარში არ დაგვრტყამს და როცა მოგება გჭირდება მგონი მე როგორც ვიცი თავდმსხელი არუნდა გაყვანო ან თუ გაგყავს თავდმსხმელი უნდა შემყვანო და კიდევ ბოლოში გამჩნდა რომ სწაფი ფეხბურთელი გვჭირდებოდა და ყველა დაღლილი იყო მარტო კიტეიშვილი დარბოდა და გაყვანა და აბურჯანიაშემყვანა ეს რას ნიშნავს ? როგორ ახსნი ამას და თან ცვლილებებს რო 80 წუთზე იწყებს და არფრის მომცემი როარაა როდმეს ამ კაცის ხელმძღვნებით გინახავს რომ მეორე ტაიმში რაიმე შეეცვალა ? ქეცბაის ლაძძღავდით და ქეცბაიაზე უკეთეს რით არის ? ან ცახადაძეზე ნავლოვსკი სკმაზე დატოვა მხოლოდ იმის გამო რო ერვნულ ლიგაAში გადმოვა და დარწმნებული ვარ ლევან მჭედლძესაც ეს ბედი ელის მგონი ეს კაცი პროფესიონალი არაა და არშუძლია თავის თავზე პასუხისმგებლობის არღება და მოგება რომლი თამში ნახეთ ამ კაცის მოგებული ?
გიორგი
13 ოქტომბერი 2019 17:51
3
სულიად გეთანხმები და თქვენს გვერდით ვარ, პოზიტიურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს თან ძალიან დიდი რომ რაც სიხარული მივანიჭეთ შვეიცარიას ირლანდიასთან ფრის გამო ჩვენ წავართმევთ ნოემბერში, გიბრალტარს რაც შეეხება უთუოდ უნდა მოვიგოთ ოთხი ბურთის სხვაობით, ვაისს თუ უნდა რომ მიიყვანოს გუნდი იმ დონემდე რომ შვეიცარიასთან კარი გავიჯახუნოთ, ღმერთი ჩვენსკენ.
roma
13 ოქტომბერი 2019 11:06
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული