საქართველოს ნაკრები გიბრალტარში ოქრიაშვილის, კაშიას, ლობჟანიძის და გვილიას გარეშე ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა. გიბრალტარში ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება.

ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.

გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 15 ოქტომბერს, თბილისის დროით
22:45-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

altკონორ ჰურიჰანი: თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, ბურთს გვართმევდნენ

altგურამ კაშია: ირლანდიასთან თამაშის შემდეგ საუბარი ნეგატივით არ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უკეთესები ვიყავით

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 30 /
არასპორტული მიზეზით რომ არ ჰყავდეს ათვალწუნებული, ახლა მაინც მისცემდა შანსს ზარანდიას. ამ მომენტისთვის ოქრის ისედაც სჯობია და მისი ტრავმის მერე მაინც დაემატებინათ. თანამედროვე ფეხბურთში წარმატება სისწრაფეს მოაქვს და ამ კომპონენტში ყველას ჯობს ნაკრებში, მაგრამ ეტყობა პატრონი არ ჰყავს სფფ-ში.
cotne
14 ოქტომბერი 2019 07:17
5
გამქცევი ფორვარდია ნაკრებში საჭირო რომელიც შეძლელებს გოლების გატანას სხვა რგოლებში ასე თუ ისე ნორმალური სიტუაცია დაცვაში და ნახევარდაცვაში უკვე გარკვეული კონკურენციაცა მეკარებიც გვყავს მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელი სამწუხაროდ არ გვყავს დიდი პატივისცემის მიუხედავად ქვილითაია არ არის იმ დონის რა დონისაც სჭირდება ნაკრებს შეიძლება ქვილითაიამ გიბრალტარს გაუტანოს და ამ დონის ნაკრებებს მაგრამ ტოპ ნაკრებებთან ფაქტობრივად მხოლოდ იბრძვის ბურთისთვის მისგან სხვა სარგებელი არ არის ყაზაიშვილი და კაშია უკვე აღარ არიან სანაკრებო დონის ფეხბურთელები რომლებიც მნიშვნელოვან შეხვედრებში უნდა დააყენო სასტარტოში ოქრი და ჯანო კიდევ შეიძლება თუ აკრიფავენ ფორმას ამ სეზონში აშკარად არ არიან ფორმაში ეს ჩანს იმედი მაქვს მალე გამოკეთდება ჩაკვეტაძე და ყაზაიშვილის ადგილს დაიკავებს ნაკრებში.
Giorgi
14 ოქტომბერი 2019 02:16
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული