საქართველოს ნაკრები გიბრალტარში ოქრიაშვილის, კაშიას, ლობჟანიძის და გვილიას გარეშე ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა. გიბრალტარში ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება.

ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.

გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 15 ოქტომბერს, თბილისის დროით
22:45-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

altკონორ ჰურიჰანი: თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, ბურთს გვართმევდნენ

altგურამ კაშია: ირლანდიასთან თამაშის შემდეგ საუბარი ნეგატივით არ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უკეთესები ვიყავით

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 30 /
მაგარი ჯიუტია. სანამ ფეხბურტელები არ იტყვიან უარს მანამდე სხვას არ ატამაშებს
grigoli1408
14 ოქტომბერი 2019 12:17
2
3 ბურთიან სხვაობაზე ნაკლები მოგება, ასეთი დონის გუნდთან მოგება არ იქნება.

ანდა მართლა სპარინგივით თამაშია, წაეყვანა სხვა ფეხბურთელებიც გაფართოებული შემადგენლობიდან, დაეტესტა, შეეხედა..
Biankoneri
14 ოქტომბერი 2019 11:39
1
ა რ ა ბ ი ძ ე ათამაშეთ ა რ ა ბ ი ძ ე !!!!!!!!!!
geo
14 ოქტომბერი 2019 11:32
7
ჯარიმა ჯარიმაზე ნინუას გააქვს თუ გააქვს - და უფრო შორიდანაც, რატომ არ ითხოვთ მის თამაშს?
იდალგო
14 ოქტომბერი 2019 15:00
1
ჰოო.. არაბიძეს ჯარიმა, ჯარიმაზე გააქ. ერთი-მეორეზე უკეთესები

აგრესიული და ტექნიკური ფეხბურთელია. არ ჭირდება ბევრი ფიქრი, გადაწყვეტილების მისაღებად, ფინტია გასაკეთებელი თუ კარებშია დასარტყმელი.
Biankoneri
14 ოქტომბერი 2019 11:56
1
ამ თამაშს რომ მოვიგებთ ეს ცხადზე უცხადესია,თან დიდი ანგარიშით,ბოლო ორი თამაში ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს,სკეპტიკოსები ცუდ რამეებს იძახიან,მაგრამ ეს მათი უფლებაა! ბელარუსსაც რომ დავამარცხებთ და ევროპაზე გავალთ,მერე ეს სკეპტიკოსებიც მოისვენებენ და ერთად გავიხარებთ
ბეგო
14 ოქტომბერი 2019 11:11
13
ოცნების ნაკრები ოპტიმსლურ ფორმაში.
გოლკიპერი ლორია,
განაპირა მცვ: კაკაბაძე და ხარაბაძე,
მცვ: ტაბიძე და კვირკველია, ნახევარდაცვა: გვილია,ჯანო,ოქრი, შეტევა: ჩაკვე ქვილითაია და არაბიძე.
შეცვლები: ჩაკვე (ზარანდია),
ჯანო(ხარაიშვილი),
ქვილითაია(საბა ლობჟანიძე)
მწვრთნელი არ გვინდა გააფუჭებს თამაშს)))
ჩორნა
14 ოქტომბერი 2019 10:24
8
ეჰჰ ძამი იყოს თუნდაც ეგრე ოღონდ რასაც აქამდე ვხედავდი ნუღარ დამანახებ,,თორე მთელი 90 წუთი სვარკა ამოვიდა თვალში მაზოლი..
ჩორნა
14 ოქტომბერი 2019 18:29
0
კაია, მარა ნახევარდაცვაში აბურჯანია (სათადარიგო გვილია) - ხარაიშვილი (სათადარიგო ჯანო)- ნინუა (სათადარიგო კიტეიშვილი) მაინტერესებს.
ლაშა
14 ოქტომბერი 2019 15:37
2
ისე თვითმფრინავის ტრაპზე როგორ ავიდნენ და ჩამოვიდნენ ის სურათებიც უნდა დაგედოთ აბ რა,დახურეს ეს ციკლი პირდაპირ,გიბრარტარის გარდა ვერცერთი ვერ მოიგეს,სულ 4 გოლი გაიტანეს და აქედან 3 გიბრარტართან,ხოდა გამოაკელით ეს ერთი მოგება და 3 გოლი სატურნირო ცხრილს და ..... სულ ეგა ხართ, ხბოს აღთაწებით რომ გაიძახი აღმავლობის გზაზე ვართო.
ჩასაფრებული
14 ოქტომბერი 2019 10:19
18
ცოტა ადეკვატური ჯობია იყოთ, მაგ ლოგიკით ირლანდიამ 2 თამაში მოუგო გიბლარტარს და ერთი სახლში საქართველოს, არც ირლანდიას გაუკეთებია რამე, მეოთხე კალათაში რომ ვიყავით ეგ უკვე პროგრესია, რამდენი წელია მე-5 ან მე-6 კალათაში ვართ, გუნდი ნორმალურ ფეხბურთს თამაშობს და ამის არდანახვა უმადურობაა.
გუგა
14 ოქტომბერი 2019 10:45
10
ჯაბა კანკავა კარგი ფეხბურთელია მაგრამ ამ მწვრთნელს თავში ჭკუა თუ აქვს და ელემენტარული სამწვრთნელო აიქიუ უნდა მიხვდეს რომ გიბრალტართან კანკავა არ ათამაშოს, დიდი ალბათობით გიბრალტარი დაცვაში ჩადგება და ჩვენ ტაქტიკურად ბურთს გავუგორებთ რაშიც ჯაბა არაა ძლიერი, ჯაბას ჩამშლელად შეუძლია კარგად თამაში ართმევაზე, მე მაგალითად გიბრალტართან უფრო მოძრავ და ბურთის კარგად დამჭერ და კარგ მეპასე ფეხბურთელს ვათამაშებდი
გოგა
14 ოქტომბერი 2019 10:00
6
4 მოთამაშე გამოაკლდა , მეკარების გარდა დარჩა 16. და არ უნდა დაამატოს ნაკრებს არავინ? მეტი არჩევანი არ არის საჭირო?

ასე ზუსტად 11 მოთამით ჩავიდეთ, შეცვლას ნუ გავაკეთებთ და ეგ არის ...

იდალგო
14 ოქტომბერი 2019 09:27
7
Kashiaze ragitxra ukve sheudzlia nakrebidan wasvla da yazaishvili sachiro fexburtelia vin ari magaze uketesi... Da eg lobjanidze vinari kargad ki gamovida irlandiastan
Achi
14 ოქტომბერი 2019 08:33
1
Axla mainc miecema Shansi xarsishvils da shengelias!
Kika
14 ოქტომბერი 2019 07:49
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული