საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
საჯარიმოში ვინ ვინ აიყვანა იმ ჩიპოლინას გოლზე? 4 წითელ მაიკიანი ერთად იოდგნენ და ესენი ყველა ახლოს ძელისკენ იყვნენ მოწეული თან ცოდა მაღლა. ეს სწორი ადგილის შერჩევის უცოდინრობის ბრალია და ქართული დარდუბალობის. მეითავეს 2:0-ზე თამაში ბიჭებმა. ჩვენ ნაკრებს რომ გოლები აქვს გაშვებული და საკუთარში გათანილი მარტო კალაზის არის საკმარისი ალბათ, და აგერ კიდევ გიბრალტარმა კიღამ ფრე გაგვიგორა. და მოგების შანსიც ჰქონდა. ეეეჰ
niko
16 ოქტომბერი 2019 07:45
6
იქნებ გაარკვიოთ და დაწეროთ ხარაიშვილის მდგომარეობის შესახებ რამდენად სერიოზულია მისი ტრანვა.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 11:24
0
თქვენი ადგილია ესტონეთთან, ანდორასთან, ლიხტენშტეინთან, ლუქსემბურგთან და ა. შ.
xx
16 ოქტომბერი 2019 10:19
2
პროფესიონალიზმი და მონდომება აკლიათ, ის ვინც ნიჭით ვერ გამოირჩევა მონდომებით აღწევს, არ ეშველება ჩვენ ფეხბურთს არაფერი
ოკ
16 ოქტომბერი 2019 09:44
3
პირველ ტაიმს ვუყურე და დავიძინე. მეორე ტაიმს მწვრთნელი თამაშობს. ვაისი კარგი ფიზკულტურის მასწავლებელია.
მსაჯები ყველა სპორტში გვერჩიან
16 ოქტომბერი 2019 07:24
4
გელა ნუგზარაშვილი რომ გვყოლოდა შეტევაში დიდი ანგარიშით მოვიგებდით
გიორგი
16 ოქტომბერი 2019 01:20
9
ამათ გიბრალტართან რო ესე ითამაშეს,ამ თამაშის შემყურე როგორ დაამარცხებენ ბელორუსს და ჩრ.მაკედონიას ან კოსოვოს...ამათ ეტყობათ რო ამათი შესაძლებლობების ზღვარი ბელორუსს იქით არ წავა,თუ რამე არშეიცვალა,ერთი ნათელი წერტილი ჩანკვეტაძეა!
gogia
16 ოქტომბერი 2019 10:26
2
კიდევ მეგრელმა გვიხსნა! გეიხარე ძამია!
ქართველი!
16 ოქტომბერი 2019 10:21
2
რა ჭირს ხარაიშვილს, როგორ არის?
ბექა
16 ოქტომბერი 2019 06:00
0
ბიჭებმა თქვეს:"გამარჯვებულებს არ ასამართლებენო":)
lasha
16 ოქტომბერი 2019 12:28
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული