ვლადიმირ ვაისი: კონცენტრაცია დავკარგეთ - გაგვიმართლა

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე გიბრალტართან ნამატჩევს (3:2) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა. ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვასა და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი
დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.

გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
ნოემბერში შვეიცარია რომ მოგვიგებს, მაშინ ნახეთ გაპრავება:)
სააკაძე
16 ოქტომბერი 2019 11:42
8
ეს რა ხდება, გიბრალტარი, სადაც ოცდააათიათასამდეა მოსახლეობა, მაშინ როცა მხოლოდ გლდანის რაიონში მოსახლეობა ორასიათას გადაცდა, თანაც ასეთი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა ხარ, სადაც ისეთი კლიმატია, როცა ზამთარშიც კი შეიძლება ვარჯიში,მაშინ როცა ზოგიერთ წარმატებულ ქვეყანაში ყველაზე უკეთეს შემთხვევაში წლის განმავლობაში ტემპერატურა 12 გრადუსამდეა....არ ვიცი რა უნდა ითქვას
ზურა
16 ოქტომბერი 2019 10:24
2
გლდანში 335000 ადამიანი ცხოვრობს
გიორგი
16 ოქტომბერი 2019 14:50
1
ქეცბაიას ნაკრები უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ეს ნაკრები დარწმუნებული ვარ ქეცბაიას რო ყავდეს ეს შემადგენლობა უფრო უკეთესად ათამაშებდა ნაკრებს.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 14:03
17
ბატონო ვლადიმერ, მიზეზები არ გელევათ რა !!! შედეგის მიუღწევლობისას გამოყენებული ფრაზები: კონცენტრაცია დავკარგეთ, თავდასხმა აგრესიული არ იყო, ბევრი ტრავმირებული გვყავს, ნახეთ სად თამაშობენ მათი მოთამაშეები, ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა, რთულ ჯგუფში მოვხდით და ა.შ. დაუსრულებლად. როდემდე ?!!!
........
16 ოქტომბერი 2019 12:04
5
სამარცხვინო მწვრთნელი!!!!! და უფრო სამარცხვინო მისი მოხრეები!!!!!!
gurami
16 ოქტომბერი 2019 10:39
9
გეუბნებით დაგვღუპავს ეს კაცი თქო შეგვარცხვენს ევროპის მასშტაბით, მოაშორეთ სანამ დროა, ვერ გავცდებით ბელარუსს! დროა უკვე ფედერაციამ ეძებოს ვინმე გამოცდილი და ამბიციური ახალგაზრდა მწვრთნელი ან გერმანელი ან ჰოლანდიელი ანაც ესპანელი სხცა ჩვენ ვერ აგვათამაშებს თანამედროვე ფეხბურთს!
გულშემატკივარი
16 ოქტომბერი 2019 08:55
15
ერთად უნდა წახვიდეთ შენ და კობიაშვილი
Gocha
16 ოქტომბერი 2019 08:45
16
წერეთელს დავესესხები-ფურთხის ღირსია ქართული ფეხბურთი?!!. ყველგან ყველაფერი ვითარდება, ჩვენთან პირიქით-ან უკეთეს შემთხვევაში ბუქსაობს. მენტალური პრობლემა არის. აგერ 19- ნებმა მოიგეს-თუ ხორვატებმა წააგეს? ჯერ არ ვიცი, თამაში არ მინახია მაგრამ მაინც ყოჩაღ სვანაძეს და ბიჭებს, მაგრამ მერე ემართებათ რაც ემართებად. ხორვატები მოუმატებენ -ჩვენები პირიქით- X6 -ში ჩაიფლობიან და მორჩა....მკაცრი შეფასებაა? გამომტყუეს, მწარე რეალობაა..
გუსანი
16 ოქტომბერი 2019 16:27
2
რა ცხვირპირი ჩამოგტირით ხალხო, ნაკრებში სამმა დებიუტანტმა ითამაშა, დაცვაში ნავალოვსკიმ (რომელიც არაა კონდიციებში და ნაკრებშიც ბევრი გაუცდა) პლიუს ტრამვირებული ფეხბურტელები, სხვათაშორის კიტეიშვილმა და შენგელიამ მცირე ტრამვებით გააგრძელეს თამაში, ნორმალური შემცვლელი არ გვყავდა და რეალურად ხარაიშვილის ტრამვის შემდეგ 15 წუთიანი მონაკვეთი ჩააგდეს და მაშინ 4 ჯერ დაგვირტყეს სახიფათოთ და გოლებიც დაცვის შეცდომის ხარჯზე გავუშვით. ჩავარდნა ყველას მოსდის, ეს ნაკრები ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება, მე მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი. იმედია ჯანო მოუმატებს ოქრი ჩაკვე მჭედლო, პაპუნაშვილი, გვილია შევლენ ფორმაში, დავითაშვილი და კვარაცხელიაც დაგვემატება და გავალთ პლეიფით. ასეთი თანაბარი ძალის და მონდომებული ფეხბურთელები დიდი ხანია არ გვყოლია.
semi
16 ოქტომბერი 2019 13:41
11
ori checdoma dauchvito, gvekaipeba, oric dauchvit a orasic, gibraltars ro or kutxurs ver chaucodeb, ra enagvleba am kacs kai xelpasiak, aravin akritikebs, dabroniliak adgili da mudmivi samsaxuri sakartvelochi, goimebi kavs dacherili pederaciachi, bravo vaisi, magari chemsrulebeli kopila es kaci.
KUTAISELI
16 ოქტომბერი 2019 13:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული