teleskop-by.org: საქართველოს ნაკრებმაც ჩააგდო ევროშესარჩევი და ბელორუსთან ისტორიულ მატჩს ელის

AutoSharing Option
ბელორუსული teleskop-by.org-ის ჟურნალისტმა ანდრეი მასლოვსკიმ ერთა ლიგაზე საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებების მომავალ მატჩს ვრცელი და ერთობ საინტერესო წერილი მიუძღვნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო იქნება.

საქართველოს ნაკრებმაც ჩააგდო ევროშესარჩევი და ბელორუსთან ისტორიულ მატჩს ელის

ერთა ლიგის პლეი-ოფამდე ნახევარ წელზე ნაკლები დარჩა

მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2020-ის ტურნირზე ბელორუსს ერთი მატჩი დარჩა (სტუმრად გერმანიასთან), მისთვის ტურნირი, ფაქტობრივად, დასრულებულია. როგორც უნდა დამთავრდეს ბოლო ტური, ბელორუსები მეოთხე ადგილზე გავლენ. ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლა არ გამოვიდა. სათადარიგო გასასვლელიდან გასვლის ცდა მოგვიწევს - ერთა ლიგიდან. ამისათვის
მომავალი წლის მარტში საჭიროა პლეი-ოფში ჯერ საქართველოს ნაკრების ძლევა, შემდეგ კი ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულისა.

ჯერ კიდევ სექტემბერში მიხაილ მარხელმა აღნიშნა, რომ რასაც ახლა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე აკეთებს - ეს სწორედ გუნდის მარტისთვის მომზადებაა, ხოლო იმისათვის, რათა უკეთ ენახა მეტოქე, სამწვრთნელო შტაბი თვით გიბრალტარისა და საქართველოს თამაშს დაესწრო (2:3).

საერთოდ, ჩვენი ნაკრები საფუძვლიანად ემზადება. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, თავად ქვეყნის პრეზიდენტი ყურადღებას აქცევს. "საქართველოსთან მატჩი თქვენთვის გამოცდა იქნება. თუმცა ჩვენთვის საქართველო მეტოქე არ არის", - განაცხადა ალეკსანდრ ლუკაშენკომ დეკემბერში.

ეს ისტორიაში ამ ქვეყნების მეოთხე შეხვედრა იქნება. ორჯერ ჩვენ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ტურნირზე შევხვდით. ბელორუსებმა ტურნირის პირველი მატჩი თორნიკე ოქრიაშვილის გოლით 0:1 წააგეს. ერთი თვის შემდეგ ბელორუსებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს - 2:0. გოლები სტანისლავ დრაგუნმა და რენან ბრესანმა გაიტანეს.

ბოლო მატჩი 2017 წელს ჩატარდა და ამხანაგური იყო, ფრედ დასრულდა - 2:2. ბელორუსებისგან თავი იგორ სტასევიჩმა და პაველ ნეხაიჩიკმა გამოიჩინეს. ბატეს ლიდერის გოლი განსაკუთრებით კარგი იყო.

და აი, მარტის დასასრულს მორიგი შეხვედრა გაიმართება, ყველასათვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ისე, საერთოდ, შეიძლებოდა საქართველოსთან არც გვეთამაშა

როგორც ბელორუსებმა, ისევე ქართველებმა ვერ შეძლეს ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა და მათაც ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს, ოღონდ ჩვენი გუნდისგან განსხვავებით, ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი ჰქონდათ. შემოდგომის თამაშების წინ ქართველებს 4 მატჩის შემდეგ 3 ქულა ჰქონდათ და მეორე ადგილზე აცხადებდნენ პრეტენზიას. წინ შვეიცარიელები იყვნენ (2 მატჩში 4 ქულა), დანიელები (3 მატჩში 5 ქულა) და ირლანდიელები (4 მატჩში 10 ქულა).

გადამწყვეტი ორი საშინაო პაექრობა გახლდათ დანიასთან და ირლანდიასთან. ორივე მატჩი ქართველებმა 0:0 დაასრულეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს. ამასთან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიელებთან გამართულ თამაშს მის ქართულ სანაკრებო კარიერაში საუკეთესო უწოდა.

"ჩვენ ძალიან ჭკვიანურად ვითამაშეთ დაცვაში და გამოვავლინეთ მტკიცე ხასიათი. მოედნის ცენტრში შესანიშნავად გაისარჯნენ აბურჯანია და კიტეიშვილი. მათ ჩინებული მატჩი ჩაატარეს და მაღალი კლასი და პროფესიონალიზმი აჩვენეს", - აღნიშნა მწვრთნელმა.

საქართველომ მეტოქეებს კონკურენცია ვერ გაუწია და გიბრალტართან გამარჯვება უკვე აღარაფერს წყვეტდა.
საერთოდ, საკვალიფიკაციო ეტაპებზე საქართველოს ბელორუსის დარი "გაყინვა" აქვს. მეოთხეზე უკეთესი პოზიცია მხოლოდ მსოფლიოს 2002 წლის მსოფლიოს პირველობის შესარჩევ ტურნირზე დაიკავა, როდესაც მესამე ადგილზე გავიდა. თანაც, ქულების გამომუშავება ძალიან კარგი ჰქონდათ (მით უმეტეს, ბელორუსების კვალობზე). მაგალითად, ევრო 2016-ზე "ჯვაროსნებმა" 9 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავეს.

გაცილებით უკეთესად იასპარეზეს კავკასიელებმა ერთა ლიგაზე - ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან კვარტეტში, სადაც დამაჯერებლად დაიკავეს პირველი ადგილი. არცერთხელ არ დამარცხდნენ და მეორეადგილოსანი ყაზახეთი უკან 10 ქულით მოიტოვეს. ერთა ლიგის მომავალ ნახევარფინალს საქართველოში ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად განიხილავენ. აი, ამასთან დაკავშირებით ვაისის სამი გამონათქვამი:

"მთელ ქვეყანას უნდა, გუნდმა წარმატებას მიაღწიოს და ჩვენ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ".

"ჩვენ ბელორუსებთან ერთა ლიგის ნახევარფინალში უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალი გვაქვს - ამისათვის ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც მთელი ცხოვრების მატჩისთვის".

"ოცნებასთან მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებს. ეს ორი ნაბიჯი ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს ევროპირველობამდე ოდენ ორი ნაბიჯია".

ვინ არის ვლადიმირ ვაისი?

Sportall.Ge

სლოვაკი მწვრთნელი საქართველოში 2016 წლიდან მუშაობს. ეს მისი მეორე სამწვრთნელო გამოცდილებაა - 2008 წლის ივნისში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში. ის ნაკრებში საკლუბო დონეზე წარმატებული მუშაობის წყალობით მიიწვიეს. მოკრძალებულ "არტმედიასთან" ერთად მან ორჯერ მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი და თასი.

მისი წარმატებები ნაკრებში გაგრძელდა. ვაისის ხელმძღვანელობით, სლოვაკები პირველად გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე და იტალიელების დამარცხების შემდეგ 1/8-ფინალში გააღწიეს. ევრო 2012-ზე კი წარმატებას ვერ მიაღწიეს - 15 ქულით მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

ამის მერე ვაისი საკლუბო სამუშაოს დაუბრუნდა: ცოტა ხანი "სლოვანში" იყო, შემდეგ ყაზახეთში გაემგზავრა და "ქაირათთან" ერთად ჩემპიონატზე ორჯერ ვერცხლი, ერთხელ კი ბრინჯაო მოიპოვა.

თავიდან ქართველებმა ვაისს ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და მიზნად მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ადგილის დაკავება დაუსახეს. ნაკრებმა ამოცანას თავი ვერ გაართვა: არცერთი მოგება და მეხუთე ადგილი. მიუხედავად ამისა, ფედერაციის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაუგრძელა.

55 წლის სლოვაკის ხელმძღვანელობით, ქართველებმა 38 მატჩიდან 14 მოიგეს და 12 წააგეს. უმეტესად ორი ტაქტიკური სქემით თამაშობდნენ: 4-2-3-1 და 4-1-4-1-ით, ძალიან იშვიათად 4-5-1 და 4-4-2-ით.

საერთოდ, საქართველოს ფედერაციას უყვარს უცხოელი მწვრთნელების მიწვევა. სხვადასხვა დროს მთავარ გუნდში ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი, ფრანგი ალენ ჟირესი, გერმანელი კლაუს ტოპმიულერი და არგენტინელი ექტორ კუპერი მუშაობდნენ.

ვინ არის გუნდის ლიდერი?

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა (თუ არ განვიხილავთ ადგილობრივ კლუბებს) საკმაოდ წარმომადგენლობითია. გიორგი მაკარიძე სეტუბალის "ვიტორიაში" თამაშობს, საბა კვირკველია - მოსკოვის "ლოკომოტივში", დავით ხოჭოლავა - დონეცკის "შახტარში", ჯანო ანანიძე - "სპარტაკში", გიორგი აბურჯანია - "ტვენტეში", ხოლო გიორგი ქვილითაია - "გენტში". თუმცა, პრობლემების შექმნა სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ.

გიორგი ლორია, მეკარე

მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში უფრო ახალგაზრდა მაკარიძეა, ვაისი უპირატესობას 33 წლის ლორიას ანიჭებს, რომელიც კვიპროსის "ანორთოსისის" ღირსებას იცავს. მან ერთა ლიგაზე ყველა მატჩი ჩაატარა და კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა.

კვიპროსში ლორია "მაგდებურგიდან" გადაბარგდა და თემურ ქეცბაიას გუნდში საქართველოს ნაკრების მესამე ფეხბურთელი გახდა. მის გარდა, იქ თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ.

ჯაბა კანკავა, ნახევარმცველი

33 წლის ჰავბეკი ამჟამად "ტობოლში" თამაშობს და ნაკრების კაპიტანია. ვაისი ძალიან აფასებს მას და გუნდის სულად და გულად მიიჩნევს. კანკავას ლიდერული თვისებები და თამაშის წარმართვის უნარი გააჩნია. ის კარგად მოქმედებს საყრდენ ზონაში: არჩევს პოზიციას, თავდაჯერებულია ბურთის ართმევაში და პარტნიორების დაზღვევაში. მან ერთა ლიგაზე მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა - გასვლითი შეხვედრა ანდორასთან და სწორედ ეს შეხვედრა ვერ მოიგო საქართველოს ნაკრებმა (1:1). ქართველი ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ იმ თამაშში საყრდენი ზონა სუსტად გამოიყურებოდა.

გიორგი ჩაკვეტაძე, ნახევარმცველი

Sportall.Ge

"გენტის" 20 წლის ჰავბეკს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს - 7 მატჩში 5 გოლი. მათ შორის 4 ერთა ლიგაზე გაიტანა (2 ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან). ამას გარდა, მის ანგარიშზე საგოლე გადაცემა და გამომუშავებული პენალტია.

ჩაკვეტაძე უპირატესად ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მარცხენა ფლანგზეც შეუძლია იასპარეზოს. კარგად ხედავს მოედანს, შეუძლია ჩინებული გამჭოლი გადაცემის გაკეთება და ასევე, ფლანგიდან ზუსტად ჩაწოდება. ამას გარდა, შესანიშნავ ტექნიკას ფლობს და მოწინააღმდეგის ერთი-ერთზე მოტყუება ეხერხება. ამისათვის ბელგიაში ქართველ კაკად მონათლეს.

"გენტში" ჩატარებული წარმატებული სეზონის (31 მატჩში 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა) და ერთა ლიგაზე გოლების შემდეგ ამ ტალანტის სამსახურით "რომა", "ბარსელონა", "რეალი" და "დორტმუნდი" დაინტერესდნენ. მისი სატრანსფერო ფასი 9 მილიონი ევროა. თუმცა საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კვირკველიაა (10 მილიონი), რომელმაც ეროვნულ გუნდში 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ წელს მის რიგებში მხოლოდ სამჯერ ითამაშა.

"ჩაკვეტაძე არაჩვეულებრივი ტალანტია, ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა, გუნდს 19 წლის ასაკში "ქაჩავს". ფანტასტიკაა. მან მართებული გზა აირჩია, როდესაც ბელგიის ჩემპიონატში გადავიდა. იქ ძალიან რთული პირველობაა, მაგრამ თავის კლასს აჩვენებს და ნაკრების დახმარებას განაგრძობს", - ძალიან აქებს შეგირდს ვაისი.

თუმცა ნახევარმცველის პროგრესი 2019 წლის აპრილში მიღებულმა მუხლის მძიმე ტრავმამ შეაჩერა. "გენტში" 2018 წლიდან კიდევ ერთი ქართველი - თავდამსხმელი ქვილითაია თამაშობს. მან 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ვაკო გვილია, ნახევარმცველი

"მინსკისა" და ბატეს ყოფილი ფეხბურთელის დებიუტი ვაისის გუნდში შედგა. უკვე 24 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გუნდის ერთ-ერთ ძირითად ნახევარმცველად ითვლება. ეგაა, შემოდგომაზე მისი სამსახურის გარეშე გასვლა გადაწყვიტა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ "ლეგიაში" სათამაშო პრაქტიკის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს.

სამაგიეროდ, ითამაშა ჩვენმა კიდევ ერთმა ნაცნობმა, მინსკის "დინამოს" ყოფილმა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ - გიბრალტართან სრული 90 წუთი. ის ახლა ბათუმის "დინამოში" ასპარეზობს.


მკითხველის კომენტარები / 9 /
აქ მემგონი არავინ არ იძახის,რო ბელარუსებს უნდა გადაურბინოთ ან გადმოურბინოთ.რო უნდა მოუგოთ ხო ფაქტია და რო ძალაც შეგვწევს ამისი ესეც ხო ფაქტია.ყაზახებზე ცოტა უკეთესი გუნდია და რაც მე მიყურებია მაგათი თამაში არანარად არც ორგანიზებული გუნდი ეგ არ არი,რა ვიცი რატო ვერ უნდა მოუგოთ ვერ ვიგებ,რომელი უკრაინის ნაკრების დონის გუნდი ეგენი მყვანან.ბურთის თავზე გადახევა სულაც არ ნიშნავს გადარბენას და დიდი ანგარიშით მოგებას.1:0 შეიძლება მოუგოთ და ბურთი მართლა შეიძლება გადავახიოთ და თუნდაც იმიტომ რომ მეორედ აღარ დააბრახუნოს მაგათმა პრეზიდენტმა ესეთი სისულელე.
აუცილებლად უნდა მოვიგოთ სწორად დაყენებული შემადგენლობით და ჩვენი, ქართული შეტევითი და მხოლოდ შეტევითი სტილით!!!და კიდევ:თუ ტრაქტორებისთვის ვერ მოგვიგია მაშინ რა გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე???
Jordan Beli
25 ოქტომბერი 2019 16:20
0
ase agdebulad ratom saubrobt belorusebze
gadavurbent gadmovurbent gegoneba safrangetis nakrebi gvyavdes. dz mdzime brdzola iqneba. tu gavedit albat kosovo dagvxvdeba. chvenze bevra karg fexburts tamashoben.
rera
25 ოქტომბერი 2019 09:57
6
sakartvelos nakrebs axasiatebs metokis cheupasebloba, da es aris chveni pirveli mteri, beloruss vjobivart pegburtelebit, magram gunduri tamachia mati zlieri mxare, disciplina, da burttan drouli ganchoreba, tanagundelze pasis micema roca is uketes poziciachia, rac sakartvelos nakrebs ar axasiatebs, kvelas unda tavis gamochena da burtis gatana, tu vitamachebt gundurad da ikneba disciplina ar gagvichirdeba arc belorustan arc kosovostan, romelsac aravitari gamocdileba araak,da erti kidev, vaiss vinmem xo cheizleba gaagebios ro checvlebi ickeba 65 cutis mere da ara 90 cutis mere rogorc xchirad ikceva xolme.
KUTAISELI
24 ოქტომბერი 2019 13:17
4
ბელარუსი ჩვენთვის მეტოქე არ იქნებოდა თუ მოედანზე ძველი დინამო იქნებოდა ეხლა კი რა ვიცი რა ვთქვა ბიჭებმა მაგრად უნდა მოემზადონ და დისციპლინა და მწვრთნელის დაჯერება ვფიქრობ თუ ეს ყველაფერი ბიჭებმა გაითავისეს ბელორუსს გადავურბენთ და მაგ ყველაფერს დამატებული ჩაკეტაძე უკვე ხო საერთოდ.
vova
24 ოქტომბერი 2019 12:27
13
ბელარუს ვერ გადავურბენთ, მოგება კი შესაძლებელია?! ჩაკვეტაძის ფორმაში ყოფნით და იღბალით. კიდევ გავიმეორებ, ცრუ მოლოდინი ძალიან ცუდია, ჯობია მწარე რეალობას თვალები გავუსწოროთ. ამ დონით საქარათველოს ნაკრებს ევროპაზე არაფერი ესაქმება.....
გუსანი
24 ოქტომბერი 2019 16:04
8
P.S. გლები დამავიწყდა ,მაგრამ არც ეგ არა მყავდა დიდი ვარსკვლავი.გაუმართლა თორე მაგისთანა ფეხბურთელები ვიცი უამრავი...
Jordan Beli
24 ოქტომბერი 2019 12:17
2
ბელარუსებმა თუ მოგვიგეს თავი არ უნდა გამოვყოთ გარეთ.რომელი საფეხბურთო ქვეყანა ეგენი არიან და პრინციპში არ არასოდეს უოფილან.დღემდე ვერ ვიგებ რანაირად გახდნენ ეგენი სსსრ ის ჩემპიონები.მეცინება რო მახსენდება მაგათი კონდრატიევ,გოცმანოვ,ზიგმანტოვიჩ,გურინოვიჩები...რატო თამაშობდნენ ხოლმე საერთოდ სსსრ ის ნაკრებში,სამაგათო რა იყო.და ეგ პერიოდი როცა ბელარუსები თავისი მალოფეევით იყვნენ ნაკრებში-ყველაზე სამარცხვინო იყო სსსრ ის საფეხბურთო ისტორიაში.ერთი ალეინიკოვი ყავდათ და ისიც სპორტული იღბალის ბრალი იყო თორე რა უნდოდა იუვენტუსში საერთოდ...
მოკლედ:ამათ კი არ უნდა მოუგოთ,ბურთი უნდა გადავახიოთ თავზე!!!
Jordan Beli
24 ოქტომბერი 2019 12:13
6
გეყოფა, ხომ გადაახიე, ბელორუსს, ბურთი თავზე.
გიორგი
30 ოქტომბერი 2019 03:01
0
პრინციპში, მე საქართველოს პრეზიდენტი არ გახლავართ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ არც ბელარუსი არაა ჩვენთვის მეტოქე, წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ შესაძლებელია, ბელარუსს ვერ მოვუგოთ საკუთარ კედლებში...
მ. ტ.
24 ოქტომბერი 2019 11:22
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული