რას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის

AutoSharing Option
კოსოვოს ნაკრები ახალი თავსატეხია ჩვენთვის და ამ გამოცანა ნაკრებს, შეუძლია უბრალოდ ქართული საფეხბურთო ოცნებები წაგვართვას. გვაწყობს თუ არა კოსოვოს გასვლა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან?

ჯგუფური ეტაპი

კოსოვო ჯგუფში მესამე ადგილზეა, 4-ქულიანი სხვაობა აქვს ინგლისთან და 1-ქულიანი ჩეხეთის ნაკრებთან. ამ უკანასკნელს კი 14 ნოემბერს ესტუმრება და არავინ იცის პლზენში რა მოხდება.

მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოსოვომ შინ ჩეხეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. თუ კოსოვომ სენსაცია მოახდინა, ჩეხებს ფინალური მატჩისთვის კვლავ ექნებათ შანსი რადგან ბულგარეთს ესტუმრებიან, ხოლო კოსოვო ინგლისს მასპინძლობს.

თუ კოსოვო ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევის ჯგუფიდან გავა, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ბელარუსის ნაცვლად ლუქსემბურგი შეხვდება. თუმცა თუ ამ გუნდების შემადგენლობას გადავხედავთ, ლუქსემბურგიც და ბელარუსიც ერთი დონის ნაკრებები არიან, ჩვენთვის კი არანაირი ცვლილება არ იქნება.

მაგრამ ფინალში სავარაუდო მეტოქედ კოსოვო გამოირიცხება, რა გუნდია კოსოვო?

კოსოვოს ნაკრები

ნაკრები, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, გუნდი რომელსაც თავიდან შეთამაშების პრობლემა აწუხებდა, ნელ-ნელა შედგა საკმაოდ ძლიერ ძალად.

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ კოსოვოს ნაკრები არაფრით ჩამოუვარდება ირლანდიის ნაკრებს. ირლანდიის ნაკრებს კი უბრალოდ ვერ ვუგებთ...

კარებში "ნოტინგამ ფორესტის" (ოფიციალური მესაკუთრე "მანჩესტერ სიტი") 20 წლის მეკარეს არიანეტ მურიჩსა და "ტორინოს" სათადარიგო მეკარეს სამირ უიკანს შორის არის კონკურენცია.

დაცვაშიც საკმაოდ კარგი გუნდებიდან ჰყავთ ფეხბურთელების არჩევანი: იტალიური "ვერონას" ფეხბურთელი ამირ ბრაჰმანი, შვეიცარიული "ციურიხიდან" მირლინ კრეჟიუ, ჰოლანდიური "ჰეერენვენიდან" იბრაჰიმ დრესევიჩი, მეორე ბუნდესლიგიდან "სანდჰაუზენის" მარცხენა მცველი ლეართ პაქარადა, ინგლისური ჩემპიონშიპის "ჰადერსფილდიდან" ფლორენ ჰადერგიონაი.

ცენტრალურ და საყრდენ ნახევარდაცვას აკომპლექტებს: იტალიური "ლაციოდან" ვალონ ბერიშა, შვეიცარიული "ლუცერნიდან" იდრიზ ვოცა და "ციურიხიდან" ჰაკურან კრეჟიუ.

ყველაზე ძლიერი ამ ნაკრებში შემტევი ნახევარდაცვაა: კოსოვოელია გერმანული "ვერდერის" ერთ-ერთი ლიდერი მილოტ რაშიცა, "ჰანოვერის" ფლორენტ მუსლია და "სანდჰაუზენის" ბესარ ჰალიმი, ფრანგულ ლიგა 1-ს წარმოადგენს "რეიმსის" ფეხბურთელი არბერ ზენელი, ინგლისური "სუონსის" ფეხბურთელი ბერსანტ ცელინა, შვეიცარიული "ბაზელის" ედონ ჟეგროვა და ა.შ.

თავდამსხმის უპირობო ლიდერია, "ფენერბაჰჩეს" ფორვარდი ვედათ მურიქი, რომელმაც კოსოვოს ნაკრებში უკვე 8 გოლი გაიტანა.

ნაკრებს წვრთნის მუდამ მხიარული შვეიცარიელი ბერნარდ შალანდი, რომელსაც საკმაოდ დიდი გმაოცდილება აქვს, თუმცა სამწვრთნელო კარიერაში საერთაშორისო დონეზე თითქმის არაფრისთვის მიუღწევია.

კოსოვოს ნაკრები "ტრანსფერმარკეტზე" 73,28 მილიონი ევროთი არის შეფასებული

ერთა ლიგა

ჩვენ ტრადიციულად შორსა ვართ, იმ შედეგისგან როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ გავალთ ევროპის ჩემპიონატზე. ერთა ლიგა კი ჩვენი საფეხბურთო ოცნების ასასრულებლად შანსი გამოდგა, მაგრამ...

მაგრამ კოსოვო საკმაოდ დიდი და მზარდი საფრთხეა. რა თქმა უნდა სასურველია, ჩეხეთის ნაკრები დაამარცხონ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხონ.

სხვა შემთხვევაში კი მოლოდინზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია...

მკითხველის კომენტარები / 30 /
სამწუხაროდ ეს გუნდი ართუ კოსოვოს ბელარუსს ვერ მოუგებს. მორჩით ოცნებებს.
გიგა
29 ოქტომბერი 2019 09:35
7
თუ კოსოვოს დარ გუნდებს ვერ ვუგებთ ევროპის ჩემპიონატზე რა გვესაქმება? კოსოვოსაც უნდა მოვუგოთ და მისზე ძლიერსაც
რამაზ
29 ოქტომბერი 2019 00:08
0
აუ პანიკას ნუ თესავთ რა! მე უფრო ის მენიშნება ცუდად ბელორუსი რომ გავლილი გვაქვს. ჯერ მაგ თამაშზეა სრული კონცენტრაცია მოსახდენი!
პანჩო
28 ოქტომბერი 2019 04:40
1
ბელარუსის გავლა არ იქნება ადვილი მაგრამ შესაძლაბელია თუ 100% დაიხარჯებიან და ცოტათი გაგვიმართლებს ...თორემ ბელარუსს ტექნიკა და ტაქტიკა თუ არ უვარგათ სამაგარიეოდ დისციპლინა და ფიზიკა აქვთ ჩვენზე ძლიერი ასევე ბატკომ თუ უთხრა როგორც ადრე წამოსცდა დაგვაკვდებიან აქ და ეცდებიან ბატკა არ შეარცხვინონ თორემ ჩრდიოლეთ კორეა სანატრელი ექნებათ მაგ ფეხბურთელებს ...და მწვრთნელს მითუმეტეს ...აი რაც შეეხება კოსოვოს აქ მართლაც ძაან მძიმედ გვაქვს საქმე ...დავიწყოთ იქედან რომ კოსოვოს ფეხბურთელებიდან 90% -მა სად იყო კოსოვო ნაკრებსმდის არც კი იცოდნენ ...ეგ ნაკრები არის ევროპის მესამე ნაკრები იმ მხვრივ ვინც ვერ ხვდებოდნენ შვეიცარიის გერმანიის ავსტრიის ნორვეგიის ბელგიის თურქეთის ალბანეთის ეგ კი არა ჰოლანდიაში გაზრდილიც ყავთ ნაკრებში და ეს ყველაფერი მოახერხა და იკადრა უეფამ თუ სხვებისთვის სავალდებულო არის 5 წელი იცხოვროს იმ ქვეყანაში ან წარმოშობით უნდა იყოს რის საფუძველზეც მისცემენ მოქალაქეობას ...აქ ყველა ეგ ფეხბურთელი ვითომ აღმოჩნდნენ წარმოშობით ალბანელები და თანაც ფესვები კოსოვოდან ყავთ ...კარგი ახალი ქვეყანა არის და გასაგებია რომ პოლიტიკა არ ჩარეულიყო ...მაგალითისვის ხორვატია ახალომგადახდილი იყო ( ვისაც ახსოვს ) და ნატოში აყვანის წინ თუ მერე ზუსტად აღარ მახსოვს რომ მათი პრესტიჟი და ცნობადობა აეწიათ შესარჩევში წაკრენ ცოტათი ხელი სამაგიეროდ ჩემპიონატზე ფურორი მოახდინეს ამათ თუ მაგარი გუნდი ყავდათ სლოვენიას და ლატვიას რა გუნდები ყავდათ ეგეთი ზახოვიჩი და ვერპაკოვსკი სხვები გახსოვთ ვინმე ...ესენიც ამ მიზეზებით ცნობადობა და პრესტიჟის აწევით მოხვდნენ იქ ...ვერ გაქაჩა ესტონეთმა სტიკებში წააგეს გრანდთან მაგრამ ხომ იხმაურეს ...და აქ მითუმეტეს ევროპის და უეფას პროექტია ..ასე რომ კოსოვოს თან რომც გვქონდეს რამე შანსი მაინც დაგვმარხავენ მაგრამ შანსი მაინც მიზერული იქნებოდა ძაან სწრაფ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ ინგლისთან თამაშისას იყო პერიოდი ინგლისი შემეცოდა ერთადერთი რაც აკლია კოსოვოს ნაკრებს ეგ არის გამოცდილება და მაგათაც აქვთ ჩვენი სენი მომენტებში ითიშებიან თითქოს რაზეტკიდან გამორთესო ....ჩვენი შანსები გაიზრდება თუ პირდაპირ გავლენ ან ნახევერფინალში მაკედონია თუ მოუგებს ...არა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ჩვენ შეგვიძლია მაკედონიის დამარცხება მაგრამ კოსოვოს ვერა ხოლო მაკედონიას შეუძლია კოსოვოს დამარცხება ჯერ ერთი მაგათთანაც პოლიტიკა იქნება წინა პლანზე ერთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ჯიბრში არიან ერთმანეთთან ასე რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ექნებათ ...აი მაგ ომის შემდეგ ფინალში გადაღლილთან გვექნება შანსები ....მაგრამ თუ ჩაკვე არ დაბრუნდა ისეთი როგორიც ტრამვამდე იყო ვერც გავალთ ვერსად და ვაი მერე იქ ...რა მინდოდა რაღას მოვდიოდი ჩემი ფეხითო ...ამას ძახილი არ მოგვიწიოს ...!!!
Mdaaa
28 ოქტომბერი 2019 01:52
5
ეს ის შემთხვევაა როცა კომენტარი სტატიაზე ვრცელია))) თუმცა კარგი კომენტარია - მოწონება ჩემგან.
ირაკლი
28 ოქტომბერი 2019 04:25
2
უკვე გვაჩვევენ იმ აზრს რომ საქართველოს ნაკრები ვერ გავა.პრინციპში სიმართლესაც წერენ.ობიექტურები თუ ვიქნებით კოსოვო ასი თავით გვჯობია
გრიგოლ1408
28 ოქტომბერი 2019 01:23
4
გალაქტიონ, ერთა ლიგა დიდი ხანია დასრულდა და მის ნახევარფინალში თავისთავად ჩვენ არაფერი გვესაქმება, იქ მხოლოდ "ა" ლიგის გამარჯვებულები გადიოდნენ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ვართ მოხვედრილები.
სირცხვილია, ჟურნალისტი როდესაც გქვია, რა ტურნირი უნდა ვითამაშოთ, ის მაინც დავწეროთ სწორად! არ დაბლოკოთ.
kote
28 ოქტომბერი 2019 00:57
1
რეალობა ისაა რომ მართლა კაი გუნდი ყავთ. მეც ვადევნებ ამ გუნდ თვალს და რომ მეგონა "ფარჩაკი" ნაკრები იყო, ასე სულაც არ ყოფილა. ანუ სერბეთისგან კარგი მემკვიდრეობა მიიღეს, ის კი არადა შეიძლება სერბებსაც მოუგონ
ირაკლი
28 ოქტომბერი 2019 00:45
1
Mashin vai da vui qartul fexburts.modit simartle vtqvat,arc ise vart didi xvitoebi fexburtshi da 2 wlis win sheqmnili gundis tu gveshinia da muxli gvikankalebs ert kitxvas davsvam:ra gvesaqmeba evropis finalur etapze?ras unda velodet?
Misha
28 ოქტომბერი 2019 00:05
1
კაი გუნდია, მარა ვერ გავლენ, რადგან იმგლისს ვერ მოუგებენ. ისე არაფერი არაა გამორიცხული, რადგან ტუ უმოტივაციო ინგლისს ნიჩია გაუგორეს და ჩეხეთს მოუგეს გავლენ, რა გარანტიააქვს ჩეხებს, რომ ბულგარეთში მოიგებენ. ამ ნაკრებს, რასაც დღეს ვაისა ათამაშებს, კოსოვო ბურთსაც არ დაანახებს და ნეტა გავიდოდეს და აგვცდებოდეს. ოქრიაშვილი, ანანიძე და ბრმა ყაზაიშვილი გაუთანს გოლს? თუ დაპაუზებული კანკავა დაეწევა? დრო თავზესაყრელი გქონდათ და ახალგაზრდებით უნდა დაგეკომპლექტებიათ ბირთვი და შეგეთამასებიათ, როდის იყო მიცვალებულები ცოცხლდებოდნენ? ნავალოვსკი არ დაგეკარგოდ კიდე სადმე ან ლობჯანიძე და კვეკვესკირი. ჯიღაური და დაუშვილი არ დაგავიწყდეთ. ვაი თქვენს პატრონს უბედურს
ვასო
27 ოქტომბერი 2019 23:59
5
ერთი გაკ...ბა ქვეყანა თუ ასე გვაშინებს ..და მაშინ ევროპუს ჩემპიონატზე რა გვინდ ასაერთოდ..სადაც გერმანი ინგლის და ასე შემდეგ ქვეყნებია..რა საფრთხზე ვლაპარაკობთ...ომს ვაგებთ კოსოვოსთან?
bujanga
27 ოქტომბერი 2019 23:44
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული