ვლადიმირ ვაისის სია - 5 საკითხი, რომელიც გვაფიქრებს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისმა წლის ბოლო შემადგენლობა დაასახელა, უფრო სწორად, წინა საერთალიგო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სლოვაკი კვლავ თავის სტიქიაშია.

კარგი იქნებოდა, ნაკრების თავკაცს უფრო მეტად ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოეძახა და გამოეცადა რეალურად ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც მარტში აუცილებლად გვყოლოდნენ ან საჭიროება მოითხოვდა, მაგრამ განაცხადი ისეთია, მინიმუმ 5 ფეხბურთელი ზედმეტია.

საკითხი #1
მეკარეებზე მოკლედ ვიტყვით. თითქმის ყველა განაცხადის გამოქვეყნებისას ერთი და იგივე ხდება. უბრალოდ უნდა ვისურვოთ, რომ მარტში ლორია-მაკარიძის წყვილიდან ერთი-ერთი აუცილებლად იყოს სათამაშო ფორმაში.

საკითხი #2
სლოვაკის გათვლით, ცენტრალურ მცველებს პრობლემების
დროს ფლანგზე თამაშიც შეუძლიათ. არადა, ასე არ არის. ორივე ფლანგზე მინიმუმ თითო მცველის გამოძახება შეიძლებოდა, რომლებიც სისტემატურად ამ პოზიციაზე თამაშობენ და მათი ზოგადი შემოწმება.

მარცხენა ფლანგზე უკვე ვწერდით. კარგი იქნებოდა, ამირან სანაიას შესაძლებლობები გვენახა, მარჯვენა ფლანგზე - ნიკოლოზ მალი/გიორგი მჭედლიშვილიდან ერთ-ერთი. გასაგებია, რომ მალი შეიძლება ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იყოს, მაგრამ თუ სამარტოდ საჭიროება დადგება, ადაპტაციის გავლა უფროსებთან საჭიროა.

საკითხი #3
ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია და მურთაზ დაუშვილი. ამ სიაში ორი ფეხბურთელი ზედმეტია. რეალურად, სხვა პოზიციებზე, სადაც უფრო მეტი რაოდენობით გვჭირდება არჩევანი, ამხელა კონკურენცია არ არის.

კონკურენციაც ცოტა გადამეტებული ნათქვამია, ამ ფეხბურთელთაგან ოთხი ფორმაში არაა.

საკითხი #4
შერჩევის კომპონენტი - ეჭვი მაქვს, ვაისი არათუ სხვა პოტენციური კანტიდატების შეხვედრებს არ უყურებს, არამედ იმ 25 ფეხბურთელისაც, რომლებიც გამოიძახა. ზოგიერთი ფეხბურთელის გაფართოებულ სიაში მოხვედრა, ეს უფრო კითხვებისგან თავის არიდებას ჰგავს.

რეალურად, ნაკრებში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ვაისი იცნობს, მაგრამ იმას არ უყურებს, თუ როგორ ფორმაში არიან ისინი. შემადგენლობის გარკვეული ნაწილი ისეა შერჩეული, რომ ეს ფეხბურთელები მხოლოდ განაცხადში დარჩებიან. დიდი ალბათობით, სლოვაკი მათ მინდორზეც არ შემოიყვანს.

გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს ნათლად ჩანს მატჩებში.

საკითხი #5
კარგია თავდასხმაში, რომ ვაისი კონკურენციას ზრდის. ამ შეკრებაზე გუნდს დაემატება ბაჩანა არაბული. კარგი იქნებოდა, ვაისი თუ საყრდენ ზონაში ორ ფეხბურთელს მოაკლებდა და დარჩენილ ორ პოზიციაზეც თავდამსხმელებს გამოიძახებდა: ბუდუ ზივზივაძე - ნიკა კაჭარავა.

ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს ბოლო პერიოდი, ჩვენი დონის ან უფრო ძლიერ გუნდებთან კარში ვერ ვურტყამთ, შესაბამისად, გოლიც ვერ გაგვაქვს. დარჩენილი ორი შეხვედრა კი საშუალებას მისცემდა, თუნდაც ვარჯიშებზე მაქსიმალურად გამოერჩია ორი თავდამსხმელი, რომელიც სხვებზე უკეთესია.

altმინუს კვირკველია, პლუს არაბული - საქართველოს ნაკრების განაცხადი შვეიცარიასა და ხორვატიასთან მატჩებისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც უნდა ნაკრებში თამაში ყველას მივესალმები, გამოუძახოს ზარანდიას რომელსაც შეუძლია შეტევის გამწვავება, რომ თამაშს რაღაც ელფერი მიეცეს, არ ვიცი რა შეტევაში არავინ არ გვყავს და ვისაც შეუძლია იმას არ იძახებს. თუ ვინმე კითხულობთ ფედერაციიდან კომენტარებს იქნება მიუთითოდ რა.
s.s.
15:45 10-11-2019
0
ამ ეტაპზე მხოლოდ ცხადაძე,შემდგომში ალბათ შოთა.
რეზო
15:18 08-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული