საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი
0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.

მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.

88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მკითხველის კომენტარები / 60 /
რანაირი სტატიაა დაიბოღმეთ რომ საქართველოს ნაკრებმა ნორმალურად ითამაშა? თქვენც პირველი არხის კომენტატორები ხომ არ ხართ?
Semi
16 ნოემბერი 2019 01:56
8
ამათ დასაბოღმი რა აქვთ,რამოდენიმე ფეხბურთელის გარდა ჩასვრილები არიან,ისე ყველაზე მაგარი მიღწევა გრიგალავაა ნაკრებში,ჭამა სმის მინისტრია და ათამაშებ ასეთს,სწორედ ამიტომაა ვაისა რუსეთის ინტერესების გამტარებელი
semi-s
16 ნოემბერი 2019 02:20
23
ვაისმა შეცვლები დააგვიანა
გიორგი ვარშავიდან
16 ნოემბერი 2019 02:02
2
დააგვიანა ??, რო შემოვიდნენ ის ათი წუთი სამივე ხო იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. .. ბურთზე ფეხი არ გაურტყამთ საერთოდ
Emiri
16 ნოემბერი 2019 03:32
5
სასაწაულები არ ვართ მაგრამ ძლიერი გუნდებისთვის ძაან უხერხული მეტოქე ვართ, ბელარუსს რო მოვუგებთ დარწმუნებული ვარ , აი მერე კოსოვო არ ვიცი , ძაან სერიოზული ნაკრები ჩამოაყალიბეს
Emiri
16 ნოემბერი 2019 01:42
3
ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით და უარესი გაგვხადა კობიაშვილმა - ადრე პრემიერ ლიგის ფეხბურთელებით გაძეძგილ შოტლანდიას ვუგებდით ხოლმე, ეხლა მოყვარულ პოლიციელებთან არ წაგება გვახარებს - გაიხსენეთ ანდორასთან ფრე და გიბრალტართან ორი გოლი ჩვენს კარში. შეცვლებს კი ნებისმიერი მწვრთნელი ეროვნული ლიგიდან უკეთ გააკეთებს ვიდრე უკვდავი ვლადიმირი.
გადმომთიელი
16 ნოემბერი 2019 11:36
24
ადრე ... ადრე... გულწფელად თქვი მამაშენი უფრო მაგარი იყო თუ შენ, ნებისმიერ რამეში რომ აიღო. ნებისმიერს დაუსვი ეს შეკითხვა. ირონიის გარეშე ვამბობ. მგონი ჯობია "ადრეს", მთავრობას, მწვრთნელებს და უიღბლობას შევეშვათ. ფეხბურთელებს ნაკლები მონდომება, კონდიციები და მონაცემები აქვთ. პირველ რიგში თვითონ უნდა იმუშავონ საკუთარ თავზე, მონაცემები თანდაყოლილი არ არის, განვითარება უნდა. ავიღოთ ძლიერი გუნდის ფეხბურთელები, ჩვენს გუნდში რომ თამაშობდნენ, ან პირიქით, შენი აზრით როგორი შედეგები იქნებოდა?
SL
16 ნოემბერი 2019 13:14
5
ლორიამ არ მოიშორა ბურთი და შეტენა მცველებს, 10 წამი ქონდა დრო, მერე ესენი დაპანიკდნენ და გავუშვით უაზრო გოლი
მ.მ
16 ნოემბერი 2019 10:56
2
დღეს სეივი არავის უკვირს დღეს მეკარეს ფეხით თამაშს თხოვენ გამოსვლებზე დამაჯერებელი უნდა იყოს და საერთოდ თავის საჯარიმოში ლომივით უნდა ბატონებდეს ყველანაირი ხერხით შიშითაც კი რომ მიუახლოვდნენ ჩუმი და წყნარი კიარა თამაში უნდა მიყავდეს არავინ ამბობს რომ ცუდია მაგრამ დასხვეწია ზედმეტად წყნარია მთელი არსებით მოძრაობით გამოხედვითაც კი უნდა აშინებდეს მოწინააღმდეგეს რომ თუ მიუახლოვდება ან დაეჯახება გადათელავს არ დაინდობს მეკარის თვითაჯერებულობა გადაეცემა მოთამაშეებს ეს დაუწერელი კანონია თუ დაკვირვებიხართ უმრავლეს შემთხვევაში მეკარეები იყვნენ კაპიტნები სამწყხაროდ ლორიას ლიდერის თვისებები არ ააქვს. არც კაშიას ეს ორი ზამენის ხალხია უკეთეს ვარიანტში.
კახა
16 ნოემბერი 2019 15:49
2
ისევ ღირსეულად დავმარცხდით,მხოლოდ გიბრარტარს მოუგეთ გაუსწარით ცხრილში, სულ ეს არის ჩვენი ნაკრები.
me
16 ნოემბერი 2019 02:14
12
გიბრარტარს თუ გიბრარატს?
1
16 ნოემბერი 2019 02:29
7
ლორიამ ვერ ამოიტანა ბურთი და საერთოდ როცა მას უბრუნებენ იწყებს პანიკიორობა ყოყმანს დაუბრუნოს თავისიანს თუ არა მოიშოროს იკარგება დრო მცველზე კაცი ადის იხურება ზონები და მეტოქეს ეძლევა შეტევა განახორციელოს ხოლო კაშია რომელიც ამ დროს არამარტო თავის პოზიციას სხვებსაც უნდა აზღვევდეს უყურებს მომენტი როგორ დასრულდება მცველები ერთნაირად უნდა მოქმედებდნენ ერთი თუ გვერდზე გადის მეორე შუაში შედის ეხსნებიან მეკარეს ამ ნახევარმცველს თავაზობენ საკუთარ თავს ანუ ალტერნატიულ გაგრძელებას რასაც არამარტო მცველები ნაკრების 90%არ აკეთებს როცა ყურდღება დაზღვევაზე გაქვს ადვილია შეტევის ჩაშლა თან ეს გუნდს აძლიერებს აერთიანებს ამიტომ უყვართ მუშა ფეხბურთელები განსაკუთრებით თავდამსხმელები რომლებიც არ იზარებენ და დაცვასაც და ნახევარდაცვასაც ეხმარებიან ვაკო კიდე დგას და ელოდება როდის ნიუვა ბურთი თან ყველაზე ცუდი რაც ჩვენ ფეხბურთელებს აქვთ ბურთი რომ მიუვათ მერე იწყებენ ფიქრს რა გააკეთონ ყოვნდებიან წანებით რაც უმნიშვნელოვანესია ვისაც ხედვა გაქვთ გირჩევთ მალხაზ ასათიანის თამაშა დააკვირდეთ ბურთის მიღებამდე იწყებდა მოქნედეა ფინტის გაკეთებას და ფორას იქმნიდა უდიდეს მაგარი ოყო საწყენია უდიდესი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო რუსეთმა დაღუპა რიგორც ფეხბურთელი. გავაგრძელოთ ფლანგის მცველებს 21 საუკუნეში როცა შეგიძლია ყოველდღე ნახო თუ როგორ მოქმედებდნენ შენ პოზიციაზე ცნობილი ფეხბურთელები ჩაუჯექი უყურე გადაახვიე კიდე უყურე გაითვალიწინე შეიძლება ვერ ატყუებდე 2 3 კაცს მაგრამ საჭირო დროს ერთ კაცს ყოველთვის უნდა გასცდე ჩაწოდება მოასწრო და დაიმახსოვრეთ ერთხელდასამუდამოდ ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში დაბალი ჩაწოდება 99,99% არ გადის მითუმეტეს შენი ნახევრიდან ჯაბა მებრძოლი მიბაძეთ ბრძოლისუნარიანობაში თუმცა ზოგჯერ აყოვნებს მის ირგვლივ სამკუთხედი უნდა კეთდებოდეს მოკლე პასები რომ გუნდი ამოვიდეს საკუთარი საჯარიმოდა კიტეიშვილი იყო საუკეთესო დღეს მოკლედ ნიჭიერები არიან მაგრამ გამართულ ფეხბურთს არ თამაშობენ წესიერი თავის საქმეზე შეყვარებული პატრიოტი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს დევდარიანი მესახებოდა ეგეთად მაგრამ ფეხბურთელებზე ზეგავლენის მოხდენა უჭირს რეჟიმში თუ არ გეყოლა ქართველი ფუქსავატობას იწყებს ქეცბაიაც შეიძლებოდა მაგაში ძლიერია მაგრამ ჯიუტია და მოსმენა უჭირს და ძალიან ერთფეროვნად ათამაშებს გუნდა როცა გუნდს უნდა შეეძკოს ტაქტიკის შეცვლა დანარჩენი დინებაა.
კახა
16 ნოემბერი 2019 03:53
5
ამ ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი არის მწვრთნელი!
Giga
16 ნოემბერი 2019 02:34
19
ვლადიმერ ვაის! შენ აშკარად ქართველი გულშემატკივრის ნერვებზე თამაშობ. ასე მგონია სპეციალურად არ აკეთებ შეცვლებს, რომ ნერვები დაგვაწყვიტო!
...
16 ნოემბერი 2019 01:42
13
უაზროდ გაშვებულმა გოლმა ყველაფრის ხასიათი მომიკლა და მივატოვე ყურება ხოლო ეხლა ვნახულობდი საბოლო სტატისტიკას და სიმწრის სიცილი დამეწყო რა ზუსტად აკეთებს ეს კაცი შეცვლებს თან ყველაზე მთავარი როგორ ზუსტად შეარჩევს ხოლმე დროს კობიაშვილს პატივს ვცემდი მისი თავდადების გამო ნაკრებში მაგრამ ამაის ნაკრების მწვრთნელობას რომ მხარს დაუჭერ რა ვიფიქრო რომ რასაც მიაღწიე ყარაულის თოფის ეფექტი იყო კაცს დიდი ფეხბურთი გაქვს ნათამაშები და ვაისის მწვრთნელობის როგორ გჯერა მესმის ხო ფეხბურთელები არ გვყავს და მიზეზების მოყვანა შეიძლება მაგრამ ეს რომ კონტიგენტს არჩევს არავისარ ვერჩი პირადად მაგრამ რა უნდოდა ამერიკელებს მოედანზე რა ხანია ჩემპიონატი მორჩა შეცვლაზე შეეყვანა მოკლედ კობიაშვილო ბელარუსთან თუ წაასხა ვაისმა დამთავრდა შენი კარიერა ფეხბურთში და პოლიტიკა@ში რავი კალაძის პრეროგატივაა
კახა
16 ნოემბერი 2019 02:46
17
მე რა ვერ გავიგე იცი თქვენი რა უნდა ქნას მწვრთნელმა რააა? ამერიკელებში კაშიას და ვაკოს გულისხმობ იასნია, თუ საერთოდ ფეხურთის გაგებაში ხარ და უყურებდი თამაშს ცენტრში ბურთს თუ ვინმე აჩერებდა ვაკო იყო , ვერ შეაგდო გოლი მაგრამ რაც მომენტი შეიქმნა მაგან შექმნა, კაშია რო დაესვა ვინ იჯდა იქ უკეთესი ეროვნულის მცველი ?? შეცვლაზე შემოსულებმა საერთოდ რა გააკეთეს პაპუს საერთოდ არც მიურტყამს ფეხი ბურთზ ლობჟანიძემ ერთხელ შეეხო და გვილიაც ერთხელ . ათ ათი წუთი კი ითამაშეს . მეტი არ გვყავს და ვინც საუკეთესოა ეგერ თამაშობს.
Emiri
16 ნოემბერი 2019 03:14
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული