საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი
0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.

მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.

88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მკითხველის კომენტარები / 60 /
სანამ უნდა გააგრძელოს ამ ვაისმა რუსეთის ინტერესების გატარება? აბა სხვანაირად როგორ აიხსნება ჭამა სმის მინისტრის გრიგალავას გამოძახება,რომელიც სასწაულებს ჩადის თამაშისას,ან დავითაშვილი,ცოცხალი თავით არ იძახებს საუკეთესო ზარანდიას,ხარაიშვილ არ ათამაშებს,ზარანდიას მსგავსი ტალანტი არ გვყავს,
badri
16 ნოემბერი 2019 05:42
57
ან კარგი იუმორი გაქვს ან ბოდიში და აზრზე არ ხარ ფეხბურთის. ზურიკო თუ ნიჭიერი არ არის,მაშინ აღარ ყოფილა საშველი ამ ქვეყანაზე
:-)
16 ნოემბერი 2019 07:57
2
ისე ვინმე თუ ნახეთ ჩვენი მარცხენა ფლანგი დან შეტევა? ხოჭოლავას ვერ მოთხოვ მაგას და გრიგალავა უნდა დაეყენებინა მემარცხენეა კაცი ბოლობოლო,მთელი მარცხენა კრაი იყო პარალიზებული და ბატონობდა ლიხშტაინერი,შემოუშვი რა ბოლო 30 წუთი დასვენებული ნავალოვკის და დატვირთე ეს კრაი,რატო ტანჯავ ხალხს:(( მთლიანობაში კარგი იყო მაგრამ თანამედროვე ფეხბურში დღეს განაპირა მცველების აქტიურობააა როგორც მათ ყავდათ სულ საქმეში როდრიგესი და ლიშტაინერი..
ლევანი
16 ნოემბერი 2019 19:01
0
ნეტა მართალი იყო, მაგრამ ეგრე თანაბარი თამაშის და "მოგების ტოლფასი წაგებების" გამო მგონია რომ პროგრესია უკვე 20 წელია, მაგრამ შედეგი არ იდება. ცოტა რეალისტები ვიყოთ და შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული
rasa
16 ნოემბერი 2019 19:40
0
არ ესროლოთ პიანისტს - ის უკრავს როგორც იცის!
კოვბოი
16 ნოემბერი 2019 13:55
1
ჩახედეთ ამ ცხრილს ფედერაციის მაღალჩინოსნებო წინა შესარჩევისასაც მოგაწვდით ვაისის სასარგებლოდ მშვენიერი არგუმენტია
დანია 7 4/3/0/22-5/15
შვეიცარია7 4/2/1/13-5/15
ირლანდია7 3/3/1/6-4/12
საქართველო8 2/2/4/7-11/8
გიბრალტარი---------------
კახა
16 ნოემბერი 2019 04:27
8
წავაგეთ ისევ? რატომ გიკვირთ? ეს მწვრთნელი აზრზე არ არის და ყველა ხედავს. ადამიანი შეცვლას ვერ აკეთებს დროულად და ვერც ხვდება ვინ არის გამოსაცვლელი. დღეს არიან ფეხბურთელები და თამაშიც შეუძლიათ, ვაი ვაის და ვუი ჩვენ. ძურიკო ძალიან მომეწონა, ნიჭიერი ბიჭია და იმედია კიდევ გააუმჯობესებს თამაშს. შენგელიას კიდევ ბევრი შეუძლია, სამწუხაროდ დროულად პასი ვერ გააკეთა ბევრჯერ და უაზროდ რაგბის კარებში ურტყა, თან მეორე თაიმში დაღლილი სცანდა. ბევრჯერ წინ წასულები უკან მოლასლასებდნენ მოედნის შუამდე.ლორიამრიამ ბევრჯერ გადაგვარჩინა. მაგრამ, ფეხბურთელი ხარ და ფეხით ბურთს ურტყამს თიათქოს თავისი ფეხები არ იყოს. ნასესხები აქვს? არ შეიძლება ასე ადვილად მიაღებინო მოწინააღმდეგეს ბურთი მოედნის არც ერთ მონაკვეთში და ყვითლი ბარატებიც მიიღეს პოზიციის დაკარგვის და დაგვიანების გამო.
niko
16 ნოემბერი 2019 17:52
3
სიტყვა "უწია" რომელ ქართულ ლექსიკონში მოიძიეთ?!
მართლა ძალიან მაინტერესებს. მადლობელი დაგრჩებით.
ალექსანდრე
16 ნოემბერი 2019 14:18
4
არავინ, არც ჟურნალისტი,ბარც გულშემატკივარი არ წერთ ხოჭოლავას ყვითელზე. და უეფამ კი მიაწერა შემდეგ თამაშს გამოტოვებსო. ჩემი გათვლით ეწ მატში ბელორუსთანაა. თუ ვცდები?
Alexandre
16 ნოემბერი 2019 16:23
0
ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არის ის, რომ ვერც ერთი შეხვედრა ნაკრებმა ვერ ჩაატარა ოპტიმალური შემადგენლობით დარმუნებული ვარ ამ შესარჩევში რამდენიმე თამაში მაინც ,რომ გვეთამაშა ოპტიმალური შემადგენლობით უკეთესი შედეგები გვექნებოდა.
უპრაქტიკო ფეხბურთელები, (რაც აისახება ფიზიკურ მონაცემებზე და ბევრი ფეხბურთელი ვეღარ ახერხებს 90 წუთი სწრაფად ტემპში თამაშს) ტრანვიანობა ეს ყველაფერი სენად მოგვზდევს უკვე რამდენი წელია ახლაც ვინც ითამაშა და ვინც იყო საუკეთესო მხოლოდ ის ფეხბურთელები ვისაც აქვთ სათამაშო პრაქტიკა დანარჩენები ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე იმედი მაქვს მარტის თამაშებს მაინც შევხდებით ოპტიმალური შემადგენლობით.
Giorgi
16 ნოემბერი 2019 16:17
2
მიღწევაა მინიმალური ანგარიშით დამარცხება თუ რა,,სანამ რუსეთის ინტერესებს გაატარებს ვაი ვაისი მანამდე გაუშვათ ეს კაცი,ზარანდიას არ იძახებს და ვიღაც დავითაშვილს რომ იძახებს ამას რა ახნა აქვს?
კაკო
16 ნოემბერი 2019 01:53
46
შენ ეტყობა ამ ზარანდიას ნათესავი ხარ , ვუყურებ მის თამაშებს სულით და გულით, მაგრამ არაა რა ისეთი როგორსაც იძახით, ეროვნული ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია.ვინც არ იცის ამ ბიჭის თამაში ეგონება მომავალი მესია და სხვაც ნუ შეგყავს შეცდიმაში
Emiri
16 ნოემბერი 2019 02:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული