საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი
0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.

მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.

88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მკითხველის კომენტარები / 60 /
ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით და უარესი გაგვხადა კობიაშვილმა - ადრე პრემიერ ლიგის ფეხბურთელებით გაძეძგილ შოტლანდიას ვუგებდით ხოლმე, ეხლა მოყვარულ პოლიციელებთან არ წაგება გვახარებს - გაიხსენეთ ანდორასთან ფრე და გიბრალტართან ორი გოლი ჩვენს კარში. შეცვლებს კი ნებისმიერი მწვრთნელი ეროვნული ლიგიდან უკეთ გააკეთებს ვიდრე უკვდავი ვლადიმირი.
გადმომთიელი
16 ნოემბერი 2019 11:36
24
ადრე ... ადრე... გულწფელად თქვი მამაშენი უფრო მაგარი იყო თუ შენ, ნებისმიერ რამეში რომ აიღო. ნებისმიერს დაუსვი ეს შეკითხვა. ირონიის გარეშე ვამბობ. მგონი ჯობია "ადრეს", მთავრობას, მწვრთნელებს და უიღბლობას შევეშვათ. ფეხბურთელებს ნაკლები მონდომება, კონდიციები და მონაცემები აქვთ. პირველ რიგში თვითონ უნდა იმუშავონ საკუთარ თავზე, მონაცემები თანდაყოლილი არ არის, განვითარება უნდა. ავიღოთ ძლიერი გუნდის ფეხბურთელები, ჩვენს გუნდში რომ თამაშობდნენ, ან პირიქით, შენი აზრით როგორი შედეგები იქნებოდა?
SL
16 ნოემბერი 2019 13:14
5
ლორიამ არ მოიშორა ბურთი და შეტენა მცველებს, 10 წამი ქონდა დრო, მერე ესენი დაპანიკდნენ და გავუშვით უაზრო გოლი
მ.მ
16 ნოემბერი 2019 10:56
2
დღეს სეივი არავის უკვირს დღეს მეკარეს ფეხით თამაშს თხოვენ გამოსვლებზე დამაჯერებელი უნდა იყოს და საერთოდ თავის საჯარიმოში ლომივით უნდა ბატონებდეს ყველანაირი ხერხით შიშითაც კი რომ მიუახლოვდნენ ჩუმი და წყნარი კიარა თამაში უნდა მიყავდეს არავინ ამბობს რომ ცუდია მაგრამ დასხვეწია ზედმეტად წყნარია მთელი არსებით მოძრაობით გამოხედვითაც კი უნდა აშინებდეს მოწინააღმდეგეს რომ თუ მიუახლოვდება ან დაეჯახება გადათელავს არ დაინდობს მეკარის თვითაჯერებულობა გადაეცემა მოთამაშეებს ეს დაუწერელი კანონია თუ დაკვირვებიხართ უმრავლეს შემთხვევაში მეკარეები იყვნენ კაპიტნები სამწყხაროდ ლორიას ლიდერის თვისებები არ ააქვს. არც კაშიას ეს ორი ზამენის ხალხია უკეთეს ვარიანტში.
კახა
16 ნოემბერი 2019 15:49
2
თუ კარგად დავაკვირდებით, სტარტი დაიწყო იმ ფეხბურთელებმა რომლებიც მოცემულ სიტუაციაში ყველაზე უკეთ გამოიყურებოდნენ.(შეილება სადავო იყოს ხარაიშვილის საკითხი).გუნდმა საკმაოდ ხარისხიანი და ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა და ძალიან ანერვიულა ზემოტივირებული შვეიცარია.მე იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც ფიქრობენ რომ ნაკრებმა ფეხბურთის თამაში ისწავლა და არავისთვის აღარ ვართ თავზე ხელწამოსარტყმელი გუნდი.რამდენიმე წლის უკან სულ სხვანაირად იყო საქმე.აი ჩაკვეც რომ დაგვემატება ბედრად უკეთესები ვიქნებით.თქვენი არ ვიცი და მე პირადად ბელორუსიის დამარცხებაში დარწმუნებული გახლავაღთ.
წინ საქართველო !!!
ქობულეთელი
16 ნოემბერი 2019 10:54
5
თამაში არ მინახია, მარა ქვილითაიაზე პენალი ჩანს, ძელს სანამ მოარტყამდა. თუ მე მეჩვენება?
SL
16 ნოემბერი 2019 09:52
2
ბადრი და ბადრისთანა ვაიგულშემატკივრებო! როგორ ყველგან რუსეთი გელანდებათ თქვე უბედურებო! რუსეთი რა ოხერი და ოკუპანტია ეგ ყველამ იცის,მაგრამ არამგონია პენსიონერების მლს ჩემპიონატი იყოს უფრო დიდი დონის
დუდუ
16 ნოემბერი 2019 08:44
5
სანამ უნდა იყოს ქართველი რუსეთი მოტრფიალე,,ყველა ქართველის მტერია რუსეთი,ამერიკა კი მეგობარი,,ესეთი უდიერი საუბარი ამერიკის ნებისმიერ სექტორზე დაუშვებელია,,რაც შეეხება იმას რომ ვაისი არ იძახებს საუკეთესო ფეხბურთელს ზარანდიას ეს თვითონ ახსნას თუ რატომ,ვინც რუსეთზე იტყვის თუნდაც საქებარს ნებისმიერი ფორმით ის საქართველოს მტერია,ვისთვის გაწირეს თავი ჩვენმა გმირებმა კლავიატურის ლომებისთვის?
,,,
16 ნოემბერი 2019 15:55
4
კომენტარები წავიკითხე ზურიკო დავითაშვილს ნიჭიერების რა შეატყვეთო. ესეთმა ხალხმა რომ სხვა სპორტს უყუროთ არ გამოვა?ძალიან მაგარი ბიჭია ზურიკო და აგერ მე და აგერ თქვენ ჯანმრთელად გვყავდნენ ბიჭები(ზურიკო,ხვიჩა,ჩაკვე,მალი,კიტე და ა.შ.) და ყველაზე გვიან 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებთ ფინალურ ეტაპზე.
მიდით ბიჭებო
16 ნოემბერი 2019 08:17
2
და ვინ არის ეს მალი?საბურთალოში ცოდვილობს,რა უნდა კვარაცხელიას ან დავითაშვილის დონეზე,,ესენი ტოპ კლასის ფეხბურთელები არიან,ამათ დონეზე მისასვლელად ჯერ ფეხბურთელი უნდა გახდეს
..
16 ნოემბერი 2019 13:29
0
პანიკა დაცვაში.უუნარობა შეტევაში.ბავშვური შეცდომები.ბურთის უაზრო მოშორება.კარში უაზრო დარტყმები და მოლოდინი რომ აუცილებლად გაგიტანენ.შეტევისას უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ.მთელი თამაში ერთი კომბინაცია ვერ გაითამაშეს,ვარჯიშებზე რას აკეთებენ???ვერ გავიგე ვერაფერი,გჯერათ რომ ეს გუნდი იმსახურებს ევროს?ვითომ ჩაკვეტაძე მოაგვარებს ამდენ პრობლემაა?ან გვეყოლება ჩაკვეტაძე მარტში?ეს თამაში საშინელება იყო,იმედია მეტოქე ოყო ძალიან ძლიერი,მარა ნახევარი გუნდი იყო ისიც.
gocha
16 ნოემბერი 2019 07:32
18
დაანებე ასეთ კომენტარების წერას, აზრი არ აქვს.
ეს ხალხი კმაყოფილია. კარგად ვითამაშეთ და მინიმალურად წავაგეთ. საკმარისია ამათ ბედნიერებისთვის.
ასე რომ სანამ ვინმეს ფუნიდან ამოყვანას დაუპირებ, უნდა დაფიქრდე, იქნებ მოწონს ამას იქ ყოფნა :)
ასე რომ დაანებე თავი. რაც არიან ის მწვრთნელი და ნაკრები ყავთ. მოწონთ და რას ერჩი
max
16 ნოემბერი 2019 13:43
6
ეს სომხები როგორ ყველგან არიან და თანაც ნაცები,ემირიან,პოღოსიან და ასე შემდეგ
არარატი
16 ნოემბერი 2019 05:51
18
სანამ უნდა გააგრძელოს ამ ვაისმა რუსეთის ინტერესების გატარება? აბა სხვანაირად როგორ აიხსნება ჭამა სმის მინისტრის გრიგალავას გამოძახება,რომელიც სასწაულებს ჩადის თამაშისას,ან დავითაშვილი,ცოცხალი თავით არ იძახებს საუკეთესო ზარანდიას,ხარაიშვილ არ ათამაშებს,ზარანდიას მსგავსი ტალანტი არ გვყავს,
badri
16 ნოემბერი 2019 05:42
57
ან კარგი იუმორი გაქვს ან ბოდიში და აზრზე არ ხარ ფეხბურთის. ზურიკო თუ ნიჭიერი არ არის,მაშინ აღარ ყოფილა საშველი ამ ქვეყანაზე
:-)
16 ნოემბერი 2019 07:57
2
ჩახედეთ ამ ცხრილს ფედერაციის მაღალჩინოსნებო წინა შესარჩევისასაც მოგაწვდით ვაისის სასარგებლოდ მშვენიერი არგუმენტია
დანია 7 4/3/0/22-5/15
შვეიცარია7 4/2/1/13-5/15
ირლანდია7 3/3/1/6-4/12
საქართველო8 2/2/4/7-11/8
გიბრალტარი---------------
კახა
16 ნოემბერი 2019 04:27
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული