საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი
0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.

მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.

88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მკითხველის კომენტარები / 60 /
რა მუღამია იციი.. ირლანდიას,დანიას და შვეიცარიასაც მეტნაკლებად რომ თანაბრად ეთამაშები , მგონია რო მაინც პროგრესია ქართული ფეხბურთის. ახალგაზრდებიც როგორ იბრძვიან ხედავთ. მე მისწორდება მაგალითად უაზრო ბალეშიკობა რო არ გამოდის , მგონი დავიქოქეთ
Rive
16 ნოემბერი 2019 04:01
1
მეც მჯერავს რომ ცოტა ხანში კარგი მებრძოლი და ძლიერი ნაკრები გვეყოლება. მონდომებით თამაშობენ, რაც შეუძლიათ ბოლომდე აკეთებენ.
არველაძეების და ქინქლაძეების ნაკრებს მასეთი მონდომებით ეთამაშა არაერთხელ ვითამაშებდით მსოფლიოზე და ევროპაზე. ვაისიც უნდა დარჩეს ნაკრებში. მთავარია ახალგაზრდა სისხლი შემატოს ნაკრებს და ცვლილებების გაკეთება ისწავლოს თავის დროზე.
ვაისის გარდა არავის ხელში არ მახსენდება მე ასეთი მებრძოლი ნაკრები. და კიდევ კარგი ფსიქოლოგი სჭირდება ყველა ნაკრებს. როცა ფეხები არ უკანკალებთ ყველასთან შეუძლიათ თამაში თანაბარზე.
კობა
16 ნოემბერი 2019 15:31
0
თქვენი არ ვიცი, მარა მე აშკარად ცოტ-ცოტა პროგრესს ვხედავ თამაშში. უნდა დარჩეს ვაისი.
შაკო
16 ნოემბერი 2019 02:47
15
რა თქმა უნდა უნდა დარჩეს , ადრე საშინლად ვთამაშობდით და ვაგებდით , ახლა ნორმალურად ვთამაშობთ და ვაგებთ ან ფრეს ვაგორებთ, ადრე დაბალი დონის გუნდებსაც თუ ვერ ვუგებდით ახლა ვუგებთ , ლიტვა ლატვია, ესტონეთი , ყაზახეთი, ანდორა, გიბლარტარი და მსგავსი გუ დები გადალახულია, ახლა ამათტანაც უნდა ვისწავლოთ მოგება , სახლში ფრეებს ასე თუ ისე ვთამაშობთ
მმმ
16 ნოემბერი 2019 03:43
8
100%
Emiri
16 ნოემბერი 2019 03:22
6
გენაცვალეთ ბიჭებო, ფლეი ოფში ეგრე თუ ითამაშეთ ორივე თამაშს მივიგებთ. ამ წაგების არ მრცხვენია !
გიორგი ვარშავიდან
16 ნოემბერი 2019 02:01
6
cudia roca vagegebt magram fexburtis tamashi rom shegvidzlia es albat yvel davinaxet...warmatebebi bichebs...
romandro
16 ნოემბერი 2019 01:50
1
თუ კარგად დავაკვირდებით, სტარტი დაიწყო იმ ფეხბურთელებმა რომლებიც მოცემულ სიტუაციაში ყველაზე უკეთ გამოიყურებოდნენ.(შეილება სადავო იყოს ხარაიშვილის საკითხი).გუნდმა საკმაოდ ხარისხიანი და ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა და ძალიან ანერვიულა ზემოტივირებული შვეიცარია.მე იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც ფიქრობენ რომ ნაკრებმა ფეხბურთის თამაში ისწავლა და არავისთვის აღარ ვართ თავზე ხელწამოსარტყმელი გუნდი.რამდენიმე წლის უკან სულ სხვანაირად იყო საქმე.აი ჩაკვეც რომ დაგვემატება ბედრად უკეთესები ვიქნებით.თქვენი არ ვიცი და მე პირადად ბელორუსიის დამარცხებაში დარწმუნებული გახლავაღთ.
წინ საქართველო !!!
ქობულეთელი
16 ნოემბერი 2019 10:54
5
ვაისი სახლში!!! ცეცაძე ნაკრებში!!! ახალგაზრდების თამაშს ვუყურე და ბრავო ბიჭებს ვარსკვლავების ნაკრებს რომ დაჩაგრავ თავიანთვე სტადიონზე. მაგრი თაობაა!!!! მსაჯს კიდევ ჩემსგან დ-------ნა!
gurami
16 ნოემბერი 2019 02:11
14
ბიძიკოებო, ვისაც გუშინ ლორიას ტამაში არ მოგეწონათ, რაღაც პრეტენზიებს გამოთვამთ, დამიჯერეთ, ფეხბურთს თავი დაანებეთ, წადით მოტობურთს უყურეთ!
aburjga
16 ნოემბერი 2019 12:07
3
ბევრჯერ ვურჩიე მაგრამ არ ითვალისწინებენ სამწუხაროდ.
semi
16 ნოემბერი 2019 15:16
2
კომენტარები წავიკითხე ზურიკო დავითაშვილს ნიჭიერების რა შეატყვეთო. ესეთმა ხალხმა რომ სხვა სპორტს უყუროთ არ გამოვა?ძალიან მაგარი ბიჭია ზურიკო და აგერ მე და აგერ თქვენ ჯანმრთელად გვყავდნენ ბიჭები(ზურიკო,ხვიჩა,ჩაკვე,მალი,კიტე და ა.შ.) და ყველაზე გვიან 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებთ ფინალურ ეტაპზე.
მიდით ბიჭებო
16 ნოემბერი 2019 08:17
2
და ვინ არის ეს მალი?საბურთალოში ცოდვილობს,რა უნდა კვარაცხელიას ან დავითაშვილის დონეზე,,ესენი ტოპ კლასის ფეხბურთელები არიან,ამათ დონეზე მისასვლელად ჯერ ფეხბურთელი უნდა გახდეს
..
16 ნოემბერი 2019 13:29
0
ერთი გოლი მინიმუმ გვეკუთვნოდა თამაშიდან გამომდინარე. ყაზაიშვილი კარგი იყო , კიტეიშვილი როგორც ყოველთვის საყკეთესო, გრიგალავაც ძლიერი მცველია, კაშია დაბერდა, კაკაბაძე არასტაბილური , ხოჭოლავა არასაიმედო, კანკავა მონდომებული, შენგელია გამოუცდელი, ქვილითაია მეორე სართულზე კარგია, დავითაშვილი მაგარი თესლი ფეხბურთელია მეტოქისთვის, გოლი ლორიას ბრალი არიყო, მწვრთნელს რაც შეეხება თუ გინდ გვარდიოლა მოიყვანე ამაზე მეტს ვერ იზამენ ვერაფერს , უბრალოდ მეტი არ შეგვიძლია ამ სასტავით. ჩაკვეტაძე უზარმაზარი ძალაა თუ იქნება ბელარუსთან , პრინციპში ბელარუსს ესენიც მოუგებს , მაგრამ მერე ვიკითხოთ
Emiri
16 ნოემბერი 2019 03:02
3
ვაისი ასეთი ვაისიისეთიო რო იძახით ,მითხარით რა რომელიმემ რა უნდა გაეკეთებინა ამ თამაშში ვაისს რაც ათამაშა გუნდი იმის მეტი. ვაისი საქმეა ტაქტიკა და გოლს ვაიისი ვერ გაიტანს , და აქეთ რო შეგვიგდეს იმ გოლზე კაშიას ვაისი ვერ დააზღვევდა , კაკაბაძე უნდა მდგარიყო იქ . თბილისში რო ვეთამაშეთ შვეიცარიას მაგ თამაშზე კი ბატონო ტაქტიკამ ჩაისვარა და იყო ვაისის ბრალი , მაგრამ დგეს არაფერ , გვიან შეცვლებიო რო იძახით , შეცვლები არა არ გვყავდეს ახლა ზალატოი ზამენები.
Emiri
16 ნოემბერი 2019 03:21
6
რა უნდა ექნა და შეცვლა უნდა ექნა ტავის დროზე! შეცვლა! როცა ეტყობა თამაშს უკვე ხასიათში გარდატეხა, უნდა მიხვდე და შემოიყვანო ვინმე სანამ დროა არის. ამას ზუსტად მიხვდა შევიცარიელების მწვრთნელი და იმიტომაც გაგვიტანეს. ეს კიდევ ზის და უყურებს ჯიუტად. კი ნამდვილად კარგად ათამაშა ნაკრები, მარა ეს შეცვლა რა გაუხდა! ეს ხარაიშვილიც სკამზე ზის და აშკარად საუკეთესო იყო წინა მატჩში და მიეცი რა შანსი შე კაი ადამიანო
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2019 04:13
5
ძალიან მაგრად იბრძოლა ნაკრებმა და თავდადების კომპონენტში, ბიჭებზე რაიმე საყვედურის თქმა ,უნამუსობა იქნებოდა,მაგრამ დალოცვილო,რომ ხედავ მეტოქეს შესატევი აქვს,შენ ზონები გაგეხსნა და ქვილითაიას ამდენი ბრძოლისაგან არაქათი აღარ აქვს,ხომ შეიძლება მანამდე შეცვალო და დასვენებული,გამქცევი კაცი გამოიყვანო.გოლის გაშვების შემდეგ,დარჩენილ წუთებში ამას რაღა აზრი ჰქონდა?შვეიცარიამ მაშინვე გადაკეტა ზონები და ვეღარც ვერაფერი შევქმენით.მწვრთნელი როცა ამბობს,რომ მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვითო...რამდენჯერ დაგვირტყეს კარში ხელსაყრელი პოზიციიდან,რამდენჯერ ააცდინეს და რამდენჯერ მეკარემ გვიხსნა,ეს რა,ყველა შეცდომა არ იყო?პირველი ტაიმის ბოლო წამზე,კუთხურზე,მეკარის ბაქნის ხაზიდან სულმთლად თავისუფლად რომ დაარტყმევინეს და კაცი არავინ შეჰყვა,ეგ ჩვენი ბრძნული ტაქტიკა იყო?თქვენი არ ვიცი და ძალიან მომეწონა დავითაშვილი.წინაც სასარგებლო იყო და დაცვასაც კარგად ეხმარებოდა.შენგელიას რა შეუძლია,ვიცით,მაგრამ თითქოს თამაშის წაკითხვა უჭირდა და მოსალოდნელ პასს,წინასწარ ვერ ხვდებოდა,რეაქცია კი უკვე დაგვიანებული გამოდიოდა და სიმწვავეც იკარგებოდა.კარგია,რომ კარში ხშირად(3)ურტყამდა,მაგრამ აქაც იგრძნობოდა დაძაბულობა თუ ცუდი ფორმა.ყოველ შემთხვევაში,ვერც თურქეთში იპოვა თავისი თამაში და აქაც ვერ იყო მთლად ისეთი,რასაც მისგან მოველით.გოლის ეპიზოდში,ლომის წილი,ალბათ მაინც დაღლილობამ ითამაშა,ლორიას მიერ ცენტრში არაზუსტად ,გამოტანილ ბურთზე,ვეღარ ვიბრძოლეთ და სწრაფად ჩვენსკენ შემობრუნებულ ბურთს,მეტოქის საჯარიმოდან სასწრაფოდ უკან დაბრუნებულმა მცველებმა,პოზიციების დაკავება,ვეღარ მოასწრეს.მთლიანობაში ამ თამაშით,ბელარუსთან შანსები გვექნება,მაგრამ გოლის გატანა,კვლავაც პრობლემურია ჩვენთვის,ეს ქნება მთავარი საზრუნავი.უგოლოდ ხომ თამაშს ვერ მოიგებ.
სოსო
16 ნოემბერი 2019 11:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული