შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან (1:0) ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე გამარჯვების შემდეგ მატჩზე ისაუბრა.
"ჯერ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით. მომდევნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა უნდა აღვიდგინოთ ძალები და გიბრალტარზე ვიფიქროთ.
მეორე ტაიმი სათასო მატჩს ჰგავდა, როცა აუტსაიდერი ნელ-ნელა იკრეფდა თავდაჯერებულობას და თამაში უფრო და უფრო გვიძნელდებოდა. მოუთმენლები გავხდით, რადგან პირველ 15-20 წუთში მომენტები ვერ გამოვიყენეთ", - თქვა პეკოვიჩმა შვეიცარიულ მედიასთან.
მეორე ტაიმი სათასო მატჩს ჰგავდა" style="height: 50px; width: 50px;" />გურამ კაშია: თუ მარტშიც ასე ვითამაშებთ, შედეგი აუცილებლად იქნება
ვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით
საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]