საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ
გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

მკითხველის კომენტარები / 61 /
სხვა გზა არ არის, ხუთი თერთმეტზე გვეთამაშონ, სხვანაირად არ ვეთამაშოთ, ან თერთმეტი თვრამეტთან. თან ხანჯლებით, ან პატარა ტისაკით მაინც. და მერეც ვნახოთ, ვინ მოიგებს, მერეც ვნახოთ...
მე არ ვარ რობოტი. მე ტაქსისტი ვარ, პარიკმახერი, მექისე, მუშა, ან ქვის ხურო ვარ, ხელოსანი, დურგალი ელი! ვინც გინდა ვიყო, ოღონდ რობოტს ნუ დამიძახებთ, არ ვარ რობოტი, ექიმი ვარ, ან ინჟინერი, ყველს ვყიდი სიმონ და იმიტომ ხელი მაქვს თეთრი, ჩემი ტაქსი მყავს, თან ვპროფესორობ, ოპელი ძველი...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
20 ნოემბერი 2019 03:31
4
ჯიღაური მომეწონა მაგრად!!! მიეცა შანსი და გამოიყენა კიდეც. ბრავო ბიჭებო!
ექსპერტი
19 ნოემბერი 2019 22:58
10
მე მგონი კაშიას ნდობა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ნაკრებისთვის
dato
20 ნოემბერი 2019 11:36
0
კაშია ავირჩიოთ შემდეგ მერად!
გიორგი
20 ნოემბერი 2019 10:05
1
ჩვენ ორი გაგვაქვს, ხორვატია ორით ერთს იგებს, აბა კალაძე ყოფილიყო, ოთხს გავიტანდით... დროშები ჩქარა!!!
სანამ დროა და ჩვენი კარები ბურუსისგან არა სჩანს კარგად...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
20 ნოემბერი 2019 03:34
8
როცა ცვლილებაა საჭირო ვერ სცვლის ან უხარისხო შეცვლას აკეთებს. ხარაიშვილი ხომ საერთოდამოიღო თვალში. ჩემი აზრით ერთერთი სუსტია იამათ შორის ვინც კი ოდესმე გვყოლია
იაგო
19 ნოემბერი 2019 23:59
3
მარტში ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენი ფეხბურთელების ფორმაზე. ისე ზედმეტად ბევრს ავალდებულებთ ჩაკვეტაძეს, ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ არ გეგონოთ რომ ყველა თამაშს ისე მაგრად ჩაატარებს, როგორც ერთა ლიგაზე (მაშინ აშკარად ფორმის პიკში იყო). პროსტა მეცოდება ეხა, რომ დაბრუნდება, თუ ვერ მოასწრო ფორმაში შესვლა, ჩვენი გულშემატკივრების ქება დიდება, გინებაში რომ გადაიზრდება . . .
კაშია კი გუნდში ალბათ ლიდერული თვისებების გამო უფრო ყავს, რომელსაც შეუძლია გუნდის ხოდზე მოყვანა ან გამოფხიზლება - მოკლედ - კაპიტნობა, შესაბამისად უწევს, მის ინდივიდიალურ წუნზე თვალის დახუჭვაც.
ნიკო
20 ნოემბერი 2019 10:50
1
Shengelias ra unda nakrebshi vinme metyvis?an es muxlebis kankali da sajarimoshi panika raga oxrobaa.iseti shtabechdileba rcheba,ro chvens sajarimoshi rocaa burti ogond ki fexi amoartyan da sad da vis miuva agar ainteresebt
Misha
20 ნოემბერი 2019 08:23
1
ვაი თქვენს პატრონს და ვაი და ვუი ვაის...
პეტროსი
19 ნოემბერი 2019 23:11
5
ჩვენ როგორც ყოველთვის აცდენილი ვართ რეალობას, რა გინდათ პირველი ათეულის ნაკრებებს მოუგოთ? და თანაც სტუმტად?, მაგრამ როცა ხორვატიას ეთამაშები ნორმალური სასტავი უნდა დააყენო, არ გყავს შეტავაში არავინ და გამოუძახე ზარანდიას, ინდივიდუალისტია შეუძლია თამაშის გამწვავება, დაცვაში კი რაც ბოლო დროს რაც ნაკრებში გოლები გავუშვით კაშიას ნამუსზეა, ხოდა დაფიქრდეს ვაისი!
x.x
20 ნოემბერი 2019 17:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული