საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ
გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

მკითხველის კომენტარები / 61 /
მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად სტადიონზე შესაშვებიც არ ხართ!დალოცვილებო ასე უჟილკოდ ფეხბურტის თამაში სად გაგიგიათ!? თქვენი ადგილია გვერდზე ხტომაში(: სამწუხაროა ასეთი სპორტი რომ არ არსებობს.
baqari
24 ნოემბერი 2019 16:49
0
ჩვენ როგორც ყოველთვის აცდენილი ვართ რეალობას, რა გინდათ პირველი ათეულის ნაკრებებს მოუგოთ? და თანაც სტუმტად?, მაგრამ როცა ხორვატიას ეთამაშები ნორმალური სასტავი უნდა დააყენო, არ გყავს შეტავაში არავინ და გამოუძახე ზარანდიას, ინდივიდუალისტია შეუძლია თამაშის გამწვავება, დაცვაში კი რაც ბოლო დროს რაც ნაკრებში გოლები გავუშვით კაშიას ნამუსზეა, ხოდა დაფიქრდეს ვაისი!
x.x
20 ნოემბერი 2019 17:26
0
მე იმათი გამკვირვებია,ვაისი რო უნდათ.გადახედეთ სტატისტიკას მაინც,ვისთვის ააქვს მოგებული-ყაზახეთი,ლატ ვია, გიბრალტარი.ანდორასთან კი......მოკლედ აგერ დაგვანახა ხორვატიას ჩვენი სახე.ბურთი დაგვიმალა მეორე ტაიმში.ან რა ცვლილებებს აკეთებს,ტიპი აზზე არ არის და საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.მოკლედ ასეა თუ ესე,ქართველი მწვრთნელი გვჭირდება.უცხოელისთვის მაინც მ თავარია ფული,სულ არ კიდია შენი საქართველო
კახა ქ.
20 ნოემბერი 2019 17:00
1
მე იმათი გამკვირვებია,ვაისი რო უნდათ.გადახედეთ სტატისტიკას მაინც,ვისთვის ააქვს მოგებული-ყაზახეთი,ლატ ვია, გიბრალტარი.ანდორასთან კი......მოკლედ აგერ დაგვანახა ხორვატიას ჩვენი სახე.ბურთი დაგვიმალა მეორე ტაიმში.ან რა ცვლილებებს აკეთებს,ტიპი აზზე არ არის და საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.მოკლედ ასეა თუ ესე,ქართველი მწვრთნელი გვჭირდება.უცხოელისთვის მაინც მ თავარია ფული,სულ არ კიდია შენი საქართველო
კახა ქ.
20 ნოემბერი 2019 16:59
1
ხარაიშვილის შემოყვანა რას ემსახურებაო წერს ერთი (ისე სახელი, რომ მაინც მიუთითოთ რა პრობლემაა, მე ადრე გვარსაც ვწერდი და მერე თავი შევიკავე, ვინმეს ცუდად არ გაეგო), ეგ ჩემი აზრით შემთხვევით არ ხდება მეგობარო, ასეთი ცვლილება შეიძლება არც ვაისის ინტერესში შედიოდეს, ამით ფეხბურთელს დაუფიქსირეს ნაკრებში თამაში. სხვაზე ამ ფორმატში საუბარი გამართლებულად არ მიმაჩნია.
ნუგზარი
20 ნოემბერი 2019 13:29
1
ყველამ ვიცით რომ ჩვენი ფეხბურთელები ვარსკვლავებს არ წყვიტავენ, მაგრამ კოლექტივი, გუნდი უფრო საშინელია, ვიდრე ფეხბურთელები. საერთოდ არ იგრძნობა მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, იდეა, მიზანი. არავითარი წინასწარ დამუშავებული კომბინაცია, კოორდინაცია. თამაშობენ ეზოს ფეხბურთს. ბოლოს და ბოლოს ამ ფეხბურთელებითაც შეიძლება უკეთესი თამაშის ჩვენება, ოღონდ მაღალი კლასის მწვრთნელი გვჭირდება. გადავიხადოთ ცოტა მეტი და შედეგი მაინც გვექნება.
თენგაბი
20 ნოემბერი 2019 13:03
3
არადა საქმე აქ მარტივადაა ვაისს ხელშეკრულება უმთავრდება და ელოდება კენჭისყრას თუ რომელი გუნდი იქნება მასპინძელი ფინალის თუ მოგვიწია გასვლა დაიხურავს ქუდს და წავა მარტივია აქ ყველაფერი რაც შეეხება ბელარუსს დიდი ალბათობით მოვიგებთ აი მერეა საქმე მერე სახლის გუნდი როხარ და მეტოქეებიც შენნაირები.
zaza
20 ნოემბერი 2019 12:05
2
მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ნავალოვსკი, კაშია, ხოჭოლავა, ჯიღაური, შენგელია, არაბული, ლობჯანიძე და ზოგადად ასეთი დონის ფეხბურთელები იმსახურებენ რომელიმე დიდ ტურნირზე თამაშს? ან ვაისის დონის მშიშარა და ჯიუტი მწვრთნელი იმსახურებს? არაა ჩვენი ნაკრები ევროპირველობის ღირსი და არაფერი ფიასკო არ იქნება თუ ვერც მოვხვდებით მანდ. ეს უნდა ეხლავე შევიგნოთ და ამიტომაც ჯერ სწორად დაიგეგმოს ქართულ ფეხბურთში განვითარება და მერე ვიფიქროთ წარმატებაზე. ჩვენში კი ფეხბურთი (და არამარტო) ზოგისთვის უბრალოდ დიდი ფულის შოვნის საშუალებაა და ზოგისთვის ოჯახის ელემენტარულად რჩენი წყარო და საფეხბურთო შედეგები, კლუბი იქნება თუ ნაკრები, როცა მხოლოდ ფულის კეთებაზე ხარ გადასული სულ ცალ ფეხზე არ გკიდია? ნიჰილიზმია ქართულ სპორტში ალფადან ომეგამდე.
ისე ერთსაც დავამატებ, ერთ ქორწილში საქართველოს სადღეგრძელოს შემდეგ რატომღაც საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. არა, ქორწილებში ჰიმნის ჩართვის დიდად წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა არც ორი ხელით მივესალმები, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს მგონია. მაგრამ გულდასაწვყეტი ის იყო, რომ სტუმრების უმრავლესობამ უკანალის აწევაც არ ისურვა ჰიმნის მოსმენისას. სწორია თუ არასწორია ქორწილში გაჟღერება ერთია, მაგრამ რახან გაჟღერდა ჰიმნი, შენი ქვეყნის იმდენი სიყვარული და შეგნება უნდა გქონდეს რომ ფეხზე წამოდგე და გულზე ხელი დაიდო. ჩვენ კიდე ფეხბურთზე ვსაუბრობთ აქ...
ირაკლი
20 ნოემბერი 2019 12:02
1
მე მგონი კაშიას ნდობა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ნაკრებისთვის
dato
20 ნოემბერი 2019 11:36
0
ჩვენს ნაკრებს გოლის გატანის სცხვენია, ისე უსუსურად და მორცხვად გადადის შეტევაში შეგეცოდება პირდაპირ, გუნდებია შეტევაში ბურთს დაგახევენ თავზე და ესენი კიდევ... ამათ კარგი მკურნალობა სჭირდება ოღონდ მართლა, ბელორუსთან ? რავიცი ესეთი მარუსიებით შორს ვერ წავალთ
zmo
20 ნოემბერი 2019 11:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული