საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ
გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

მკითხველის კომენტარები / 61 /
ყველა ყველა მარა .... პირველმა არხმა ამ ორი კომენტატორის მაგივრად ერთ ნორმალურს რო გადაუხადოს ხელფასი და ჩვენ ნერვები არ გვაგლიჯოს, არა???
SL
19 ნოემბერი 2019 23:52
2
არა! მესამის დამატებას აპირებენ
1
20 ნოემბერი 2019 03:44
1
ვაისი ტაქტიქას ვერ ამუშავებს შეცვლა არ იცის წესიერად, ერთა ლიგა მაგან კიარა ჩაკვეტაძემ
მოიგო
irakli
19 ნოემბერი 2019 23:16
3
ხარაიშვილი დაასველა თუ რა იყო? მაგ ვაისს ხო არ აკლია მართლა?
გელა
19 ნოემბერი 2019 23:04
2
1)ხარაიშვილი ადრე უნდა შეეშვა მოედანზე. 2)შენგელია მარცხნივ დააყენა და არ მარჯვნივ.
2)კაშია დატოვა და ხოჭოლავა გაიყვანა.
3) ჯიღაური მარჯვენა მცველად ვერ თამაშობს და შეიგნოს ვაიასმა. ამისთანა ჯიუტი მწვრთნელი დიდი ხანია არ მინახავს.
Lado
19 ნოემბერი 2019 23:17
4
ბურთი დაგვიმალა ხორვატიამ მეორე ტაიმში, არ ვიცი რა გვეშველება ასეთი უსუსური თამაშით, ეს რა იყო რას გავდა ყველა რგოლმა ჩაისვარა ან რა შეცვლები გააკეთა ვაისმა. ლობჯანიძე ძალიან მძიმეა რამდენჯერ ჩარჩა თამაშგარეში, ასევე სისწრაფე აკლიაა გვილიას, აბურჯანიას. შენგელიას საერთოდ რა ჭირს კარში ვეღარ ურტამს, საშინლად გამოიყურებოდნენ, იმიტომაც ზიან სათადარიგო სკამებზე თავიანთ გუნდებში.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
20 ნოემბერი 2019 01:10
1
ორივე გოლი კაშიას ბრალი იყო
123
20 ნოემბერი 2019 00:36
1
და მესამეც - შვეიცარიასთან, რომ გაგვიტანეს
1
20 ნოემბერი 2019 03:42
1
ამიხსენით ხალხი ამხანაგურ თამაშში ხარაიშვილის 88 წუთზე შემოყვანა რას ემსახურება?
დრო გაყავსო ვერ იტყვი უმიტომ რომ აგებდენ,
თამაშში ნახვა უნდოდაო ამასაც ვერა 2’ დარჩენულ წუთში რა უნდა ნახო
max
20 ნოემბერი 2019 07:19
0
კაშია საკალბასეში უუუუუუუუუუუუუ!!!!!!!!!!!!!!ავტოგოლის გამო არა; ვეღარ ქაჩავს, ვეღარ!!!!!!!!!
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
20 ნოემბერი 2019 04:11
4
როგორ შეიძლება ერთა ლიგის ფლეიოფამდე 5 თვით ადრე ჩატარებულ თამაშს ერქვას მოსამზადებელი. მოსამზადებელი ამხანაგურები იმართება მაქსიმიმ 1 თვით, მინიმუმ 1 კვირით ადრე. 5 თვეში ვიღაც აილეწება და ვიღაც ცუდ ფორმაში იქნება. არაბულის, ლობჯანიძის, ანანიძის და აბურჯანიას გამოძახება აღარ ღირს. ხარაიშვილი და პაპუნაშვილი სასტარტო თერთმეტეულს იმსახურებენ.
კობიმ ვაისს სად მიაგნო?
19 ნოემბერი 2019 23:45
3
რა ვქნათ,რაცა ვართ ესა ვართ!სამწუხაროდ,როგორც სჩანს მეტი ფიზიკურად არ შეუძლიათ!მივყვეთ თანმიმდევრობით:მეკარეები რამდენადაც კარგები არიან კარის ხაზზე და გამოსვლებზე,იმდენად ცუდად გამოსდით პირველი პასი(როგორც მოკლე,ისე გრძელი პასები)და აგვიანებენ გადაწყვეტილების მიღებას,როცა ბურთია ამოსატანი.იგივე ითქმის მცველებზეც,მათაც ძალიან უჭირთ პირველი პასი,აღარაფერს ვამბობ გრძელ პასებზე.ასევე ხშირად კარგავენ პოზიციებს,მოიკოჭლებენ სისწრაფეში და ფიზიკურ ორთაბრძოლებში და ფაქტიურად ვერ მოაქვთ ვერავითარი სარგებელი შეტევაში.საყრდენ ზონაში უამრავი ელემენტარული შეცდომა და ამას დამატებული ბურთი ძნელად გვიჩერდება ასევე უამრავი წაგებული ორთაბრძოლა საყრდენ ზონაში.ძალიან სუსტი ფლანგები(ეს ეხებათ,როგორც განაპირა მცველებს,ასევე ნახევარმცველებს).უაზროდ ბევრი,სრულიად არასაჭირო შეხება ბურთთან,ძალიან დაბალი პასის კულტურა,სწრაფი აზროვნების ნაკლებობა,მოედნის ვერ ხედვა,უაზროდ ბევრი პასი უკან და პირიქით ბევრი მისაცემი პასის არმიცება,ბურთის უაზროდ თრევა იქ,სადაც ეს დაუშვებელია.გამტანი,სწრაფი,დრიბლინგისა და დაყენებული დარტყმის, თავდამსხმელის(როგორც ფეხით ისე თავით)არ ყოლა(ეს ეხებათ შემტევ ნახევარმცველებსაც).ამას დამატებული,გუნდს ფაქტიურად არ აქვს სტანდარტულები(ვერც კი ვიხსენებ,ბოლოს როდის გაიტანა გუნდმა გოლი სტანდარტულიდან).ბურთისა და ტემპის დამჭერი ფეხბურთელების არ ყოლა.ამას დამატებული ის,რომ გუნდს არ შეუძლია სისწრაფეებზე თამაში(რაც განპირობებულია ცუდი ფიზიკური ფორმით).მოკლე სათადარიგოთა სკამი და მწვრთნელი,რომელიც ყოველთვის აგვიანებს შეცვლებს(თუმცა მწვრთნელი ყველაზე უკანასკნელი პრობლემაა ამ ფორმაციის და არა მარტო ამ ფორმაციის ნაკრების).ამას დამატებული საშინელი მიდრეკილება ტავმებისკენ და რაღა დარჩა?ასეთი თამაშით,ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ადგილი არ არის და ძალიან უნდა მოვინდომოთ(და გაგვიმართლოს),რომ იქ მოვხვდეთ!!!ჩემი ერთადერთი იმედი არის გიორგი ჩაქვეტაძე!!!ნამდვილი ტალანტი და ბრილიანტი!!!უფალს ვთხოვ,რომ მალე გამოაჯანმრთელოს!!!
Alex.F
19 ნოემბერი 2019 23:34
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული