ვლადიმირ ვაისი: თავიდან თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ შეტევაში ხარისხი დაგვაკლდა და დავმარცხდით

AutoSharing Option
ხორვატიასთან სტუმრად 1:2 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა. მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსი. 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
რისი ვაისა, რისი რაისა. ისე რაისა, იმაში მაინც გამოდგება.
რაისას ფანი.
11:02 26-11-2019
0
რისი ვაისა, რისი რაისა. ისე რაისა, იმაში მაინც გამოდგება.
რაისას ფანი.
11:02 26-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული