ზლატკო დალიჩი: ხორვატია მწვერვალია - სუსტებთან თამაშით დროის დაკარგვას არ ვაპირებ

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე ხორვარტთა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ისაუბრა.

"წლის გამარჯვებით დასრულება კარგია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ბევრი მომენტი შევქმენით. პერიშიჩსა და რებიჩს თავიანთ გუნდებში თამაში სისტემატურად არ უწევთ, დღეს კი კლასი აჩვენეს.

უკეთეს წელს ვერც ვინატრებდით, მიზანს მივაღწიეთ და ევროპირველობაზე გავედით. მცირეოდენი პრობლემები გვქონდა, მაგრამ ამაზე არ ვდარდობთ, მხოლოდ წინ ვიყურებით.

ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები მინდა. არ ვაპირებ, სუსტებთან თამაშით დრო დავკარგო. ჩვენ ბელგიის, გერმანიის და იტალიის დარი მეტოქეები გვჭირდება. ხორვატია მსოფლიოს საფეხბურთო
მწვერვალია და ყველამ უნდა დაგვაფასოს. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დავინახავთ, რას წარმოვადგენთ და რა გვაქვს გამოსასწორებელი", - ციტირებს დალიჩს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
- ოლიმპიელის მაღალი შუბლით,
უზადო ხედვის დიდი ღირსება ...
პატივცემული ხორვატი მწვრთნელი,
- ნანატრ(!) ზანგისას კვლავ ეღირსება.
- მარადის საკუთარ თავზე მაღლა.
03:39 20-11-2019
11
ეს კაცი, რატომღაც კაცი მეგონა! შესაბამისად ეს ნაკრებიც, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ წამიხდა შთაბეჭდილება მასზეც და მის ნაკრებზეც. ნუ ვხვდებით რომ სუსტები ვართ, მაგრამ ანალოგიურად ჩვენც გვინდა ძლიერებთან თამაში რომ განვითარდეთ, იყო დრო თვითონაც ასე ფორთხიალობდნენ და მოვა დრო, ჩვენ ნაკრებთანაც მოენატრება ან იოცნებებს თამაშს , სამუდამო დიდება არავის შეუნარჩუნებია ჯერ. აგერ ხართ თქვენ და აგერ მეც!
გიორგი
10:47 20-11-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული