სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

AutoSharing Option
ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშეო. ზუსტად პროგრესი და ცვლილებებია ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარშემო ბოლო პერიოდია მუსირებს.

2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება - ასე დაასრულა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა D ჯგუფში ასპარეზობა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს გაასწრო.

ეს ის გიბრალტარია, სადაც მასწავლებლები და პოლიციელები თამაშობენ, მოედანზე კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც სამსახურისგან თავისუფალი დრო აქვთ.

სად ვხედავთ პროგრესს? ნაკრებში ჯერ კიდევ კახა ცხა
დაძის მოსვლის პერიოდიდან საზოგადოება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული ნაკრები წინ წავიდა და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს.
სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცხადაძეს ნაკრები დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ კონტრაქტით ის საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებდა...

წავიდა ცხადაძე და მოვიდა ვაისი, მწვრთნელი, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრიც აკრიტიკებს და მის გაშვებას მოითხოვს.

საინტერესოა, იცით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო?..

ეს მოგებები ცალკე განხილვის თემაა... 4-ჯერ გიბრალტარს ვაჯობეთ, თითოჯერ კი კინკილა ბურთის სხვაობით მოვუგეთ სახლში ბელორუსსა და შოტლანდიას.

სად ხედავთ პროგრესს?! როდესაც შენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ მოყვარულ ფეხბურთელებს უგებს და ატარებს ისეთ შეხვედრებს, სადაც გააზრებული კომბინაციის ხილვაც კი სანატრელია, ეს არის პროგრესი?

ბოლო დროის ნათელი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. ვაჯობეთ ყაზახებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ფულის ხარჯვა არც ენანებათ, უბრალოდ ძალა აღმართს ხნავსო და ამ ქვეყანაში არ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც თუნდაც ჩვენ გაგვიწევდნენ კონკურენციას.

ლატვიასა და ანდორაზე საუბარი ალბათ არც ღირს. ვისაც ფეხბურთის თამაში არ ეზარება, ამ ნაკრებებს მინიმალური ენერგიის ხარჯზეც ძალიან ადვილად ამარცხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამოდის ის, რომ ვუგებთ მოყვარულ, ძალიან დაბალი დონის და სუსტ ნაკრებებს.

ბრძოლას, ჟინს და თავდადებას არავის ვუკარგავთ, მაგრამ ნუთუ პროგრესად ითვლება ის, რომ მეთევზეებს და პოლიციელებს უგებ და შენზე სუსტ ნაკრებთან მხოლოდ ერთი ბურთით იგებ?!

ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო...

რა დავინახეთ ერთა ლიგის წინ? - ვუმადლოდეთ უეფას, რომ სუსტი გუნდების წარმატებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა რეფორმაც გაატარა.

რომ არა ერთა ლიგის რეფორმა, ჩვენს ქვეყანას ევროპირველობაზე გასვლა კეთილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე, რომ საშუალო ევროპულ გუნდებსაც კი ტოლ-სწორად ეთამაშოს.

კი ბატონო, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან ბრძოლა და მისი გასწრება მაინც არ შეიძლებოდა?!

რამდენიმე დღის წინ გიორგი დევდარიანმა თქვა, სად ხედავთ პროგრესს, როდესაც ჩემპიონატში გუნდები იშლებიან, ფეხბურთელებს საჭმელსაც ვერ აჭმევენ და ხელფასს ვერ აძლევენო...

ქართული კლუბები ევროასპარეზზე ვერ გადიან, ჩემპიონატში წამყვანი გუნდი ("ტორპედო") იშლება, ნაკრები მხოლოდ მაჩანჩალა გუნდებს უგებს და ბოლო წლებია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიძახით, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს...

თავის მოტყუება ადამიანისთვის ყველაზე ადვილია. სტატიას კი ისევ ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

"წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ".

altგიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

altგიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

altრევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

altსაქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
ორი დღეა ჩემს კორექტულ კომენტარებსს არ დებთ. რაშია საქმე? თუ "გამაშავეთ", გამაგებინეთ და აქ აღარ შემოვიხედავ!
aburjga
16:48 21-11-2019
3
ერთი და მორჩა. ვაისმაც და თქვენც ძალიან კარგად იცით და სულ რომ ვაისის შემცვლელი მოვიდეს იმანაც იცის ჩვენი ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც უნდა გამოიძახო და ისურვო გაზაფხულისთვის სასურველ ფორმაში სათამშო პრაქტიკით. ლორია, კვერკველლია, კაშია, კაკაბაძე, ხოჭოლოვა,კანკავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია. უბრალოდ ვაისმა უვე იცის ვის რისი თავი აქვს და გარკვეული ტაქტიკური მონახაზიც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. ახლი ფიზიკურად ვერ შეძლებს თავისი ხაზის გატარებას და მგონია სულ აირევა გუნდი. ამ ნაკრებით კიდე დარწმუნებული ვარ ბელორუსიასაც მოვუგებთ და ფინალშიც წარმატება ჩვენ მხარეს იქნება.სათადრიგოსაც ჩამოვწერ თუ გნებავთ. მაკარიძე, ტაბიძე,ხარაბაძე, გრიგალავა, ანანიძე, გვილია, კვეკვესკირი, აბურჯანია, შენგელია, პაპუნაშვილი, ხარაიშვილი, ლობჯანიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზარანდია, ზივზივაძე.
DAVE
11:26 21-11-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული