ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭის" მწვრთნელი ალეკსანდრ ტოჩილინი გადააყენეს. გუნდი დროებით მის თანაშემწეს, რომან ბერეზოვსკის ჩააბარეს და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაიწყო "მკითხაობა", ვის დანიშნავენ ამ პოსტზე.

ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დასახელდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.

აგრეთვე განიხილება დან პეტრესკუს, ვალერი კარპინის, დმიტრი ხოხლოვის და ყურბან ბერდიევის კანდიდატურები და მათგან ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია. ბერდიევმა "რუბინი" ზაფხულში დატოვა, მას შემდეგ უმუშევარია და championat-ის მტკიცებით, "სოჭისთან" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. თუ მხარეები შეთანხმდნენ, ბერდიევი ნაახალწლევს
ჩაიბარებს გუნდს.

რაც შეეხება ვაისს, მან თქვა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თუ წასვლა იყო აქამდე უნდა წასულიყო, ეხლა უკვე არ მოსულა იმიტომ რომ, ახალი მწვრთნელი რომ დანიშნო, მარტამდე თამაში ნაკრებს არ აქვს, პირდაპირ ბელორუსიასთან მოუწევს გამოყვანა და ფიქრობთ 4 დღეში, ანუ შეკრების დროს დაალაგებს მაგრად გუუნდს ? თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვაიბერში ჯგუფს შექმნიან და იქ გაარჩევენ კომბინაციებს? ეხლა ცვლილებას რა აზრი აქვს ვინმე თუ ახსნით კარგი იქნება.
DAVE
21 ნოემბერი 2019 00:39
7
დაახლოვებით იგივე კომენტარი დავწერე მეც,მაგრამ არ გამომიქვეყნეს.„ექსპერტებმა“ ეხლა რომ ვაისის წასვლას ითხოვთ ნახევარფინალის წინ,ძალიან გთხოვთ განგვიმარტოთ,ახალი მწვრთნელი როგორ შეძლებს გუნდის მართვას?მემგონი ზოგიერთებს მართლა ჰგონიათ,რომ ნაკრების ბიჭები ყოველდღიურად ერთად ვარჯიშობენ(ესეთი კომენტარიც წავიკითხე გუშინ :-) )
„ექსპერტებო“
21 ნოემბერი 2019 06:17
2
აბა თუ დარჩა ისეც ფაიზაღი წაგებულია მაშინ მაგის ხელში და მარტამდე ჯერ დროა, იქნება ვინმე ისეთი დანიშნინ ზამენას დროზე რო გააკეთებს მაინც , სხვაზე აღარააა ბაზარი...
..
21 ნოემბერი 2019 07:10
5
იქნებ ვეღირსოთ ამ აკვიატებული კაცის წასვლის დღეს
...
20 ნოემბერი 2019 23:06
9
მართლა სირცხვილია ეს კომენტარები. ფეხბუღთში ჩახედული ხალხის არ იქნება.
ვაისის ხელში სხვა ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. თითუეული მოთამაშე გაიხსნა და სხვანაირად ათამაშდა. ამას დაფასება და დანხვა ხომ მაინც უნდა.
ჩვენ ის ხალხი ვართ ვერავინ თუნდაც წარმატებულიუ მწვრთნელი, რომ ვერ ვიგუეთ. იგორ კოკოშკოვის მაგალითიც საკმარისია.
სირცხვილი ჩვენ ....
გია
21 ნოემბერი 2019 11:27
13
„გაიტანეთ,გაიტანეთ მეთქი...“
ოღონდ წავიდეს და მაღარიჩი ჩემზე იყოს...
აბა „ბებერ კლდიდან“ გადმომფრენები რამდენი ხართ ერთი დაგთვალოთ უნდა...
Jordan Beli
21 ნოემბერი 2019 06:47
11
ხომ ვიძახდით რუსეთის ინტერესების გამტარებელია ეს კაცი მეთქი,სამშობლოში ბრუნდება
ქართველი
21 ნოემბერი 2019 00:03
15
მე რომ მისმენდეს ვურჩევდი რომ წავიდეს! არ დარჩება უმუშევარი და დაისვენებს!
aburjga
20 ნოემბერი 2019 22:41
6
ახლა დაღლილია ვითომ?
20 ნოემბერი 2019 23:13
2
კი, წესით უნდა დაღლილიყო ამდენი ლანძღვა-გინებისაგან!
aburjga
21 ნოემბერი 2019 09:25
1
რა არ იცის. ძალიან კარგად იცის რომ უნდა წავიდეს.
გრიგოლ1408
20 ნოემბერი 2019 21:31
10
წადი ვაის! დავიღალე ამ კაცის კანკალა ფეხბურთის ყურებით! არ გვყავს შემტევები? მიეცი შნსი ზარანდიას? არაბიძეს? ზივზივაძეს? სანამ თურქეთში არ წავიდა შენგელიასაც არ აკარებდი ნაკრებს! სამაგიეროდ ლობჯანიძე გახადა ახალი დვალიშვილი )) წადიიი დროზე სანამ ძალიან გვიანი არაა!
ვაჟა
21 ნოემბერი 2019 12:37
5
უნდა ვილოცო რომ ვინმეს მაინც მოუნდეს მისი წაყვანა. აგერ რუსეთის უპირობო აუტსაიდერმა არ ინება ჩვენი ნაკრების მწვრთნელი.
G.LA
20 ნოემბერი 2019 22:32
10
მაგას ნორმალური გუნდი არ წაიყვანს,აგერ ნახავთ თუ არა.ტიპი80 წლებშია ჩარჩენილი.მაგი რო შეცვლებს აკეთებს--ტყვილია,ბადალი არ ჰყავს ფეხბურთის ისტორიაში...
კახა ქ.
21 ნოემბერი 2019 14:09
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული