რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭის" მწვრთნელი ალეკსანდრ ტოჩილინი გადააყენეს. გუნდი დროებით მის თანაშემწეს, რომან ბერეზოვსკის ჩააბარეს და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაიწყო "მკითხაობა", ვის დანიშნავენ ამ პოსტზე.
ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დასახელდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.
აგრეთვე განიხილება დან პეტრესკუს, ვალერი კარპინის, დმიტრი ხოხლოვის და ყურბან ბერდიევის კანდიდატურები და მათგან ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია. ბერდიევმა "რუბინი" ზაფხულში დატოვა, მას შემდეგ უმუშევარია და championat-ის მტკიცებით, "სოჭისთან" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. თუ მხარეები შეთანხმდნენ, ბერდიევი ნაახალწლევს
ჩაიბარებს გუნდს.
რაც შეეხება ვაისს, მან თქვა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას.
ვაისის ხელში სხვა ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. თითუეული მოთამაშე გაიხსნა და სხვანაირად ათამაშდა. ამას დაფასება და დანხვა ხომ მაინც უნდა.
ჩვენ ის ხალხი ვართ ვერავინ თუნდაც წარმატებულიუ მწვრთნელი, რომ ვერ ვიგუეთ. იგორ კოკოშკოვის მაგალითიც საკმარისია.
სირცხვილი ჩვენ ....
ოღონდ წავიდეს და მაღარიჩი ჩემზე იყოს...
აბა „ბებერ კლდიდან“ გადმომფრენები რამდენი ხართ ერთი დაგთვალოთ უნდა...