ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო ან თუნდაც სპორტული მასშტაბის შანსი. ეს არის შანსი უკანასკნელი 30-წლეულით გაწამებული, პოლიტიკური რეალობით გადაღლილი, საკუთარი თვითშეფასების კუთხით რწმენაშერყეული, გაუტანლობით, ომებით, ყველა ფრონტზე ლოკალური დამარცხებებით გადაღლილი, უამრავი კატასტროფებით და უბედური შემთხვევებით გატანჯული, ყველასაგან (ევროპისგან, ამერიკისგან, რუსეთისგან, ნატოსგან, ევროკავშირისაგან, ბიძინასგან) გადაგდებული ქვეყნისათვის და ხალხისათვის მოაწყოს საერთო-სახალხო ზეიმი და გულიანად გაიხაროს ერმა და ბერმა, თუნდაც ერთი დღით იყოს ერი შერიგებული და კონსოლიდირებული!
დათი
22 ნოემბერი 2019 16:18
5
გაგვიმართლა! შეიძლება ითქვას - ისტორიული შანსია. წარ,ატებები ჩვენს ნაკრებს.
jemiko
22 ნოემბერი 2019 15:41
0
მოკლედ ვიტყვი რა... ბევრჯერ დამწყვიტეს გული ჩვენმა ფეხბურთელებმა, ბევრჯერ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ მაინც სულ დავდივარ სტადიონზე და ვქომაგობ ბიჭებს... ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, ესეთ შანსს თუ ვერ გამოვიყენებთ, მე ფეხბურთზე წამსვლელი აღარ ვარ, ყველაფერს აქვს საზღვარი. წარმატებები ჩვენ !!!!!!
s.s.
22 ნოემბერი 2019 21:53
2
ყოველთვის ესე იმუქრებით არ ვარ წამსვლელიო, მაგრამ ჭაობიდან თავის ამოყოფას მაინც ვერ ბედავთ.
ozeki.
23 ნოემბერი 2019 11:17
0
გილოცავთ სუყველას.მაქსიმუმი უნდა გაიღოს ყველამ ფედერაციიდან დაწყებული გულშემატკივრით დამთავრებული.სასურველი იქნება ერთი ამხანაგური მატჩი
IKa
22 ნოემბერი 2019 16:35
1
აი ეს მესმის!ამაზე უკეთესი რამ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა,2 მატჩის მოგება შენივე კალიბრის გუნდებთან შენსავე მოედანზე და ეგარი ის, რასაც მთელი ქვეყანა ამდენი ხანი ასე შევნატრით.მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.რაც შეილება ადრე უნდა დაიწყოს გუნდის შეკრება.ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული გულშემატკივრებზე,ისეთი ატმოსფერო უნდა შევქმნათ სტადიონზე რომ მე-12 მოთამაშეთ უნდა გადავიქცეთ,ცოტა იღბალიც დაა...თუ ყველაფერი ასე იქნა გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება.
ღმერთო ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ამყოფე.
ქობულეთელი
22 ნოემბერი 2019 19:04
0
რა ვიცი ძმაო ეს შანსიც თუ გავუშვით ხელიდან და მაშინ მართლა გადავხნათ სტადიონები და დავთესოთ სიმინდი და ლობიო მაინც ნახევარი საქართველო მშიერი კვდება
soso
22 ნოემბერი 2019 16:13
0
ესეთი შანსი აღარ გვექნება, ყველა ნიუანსი უნდა იქნეს გათვალისწინებული მომზადების დროს. აბა თქვენ იცით ბიჭებო, გაახარეთ საქართველო. აჰა ბურთი და მოედანი!
დავითი
22 ნოემბერი 2019 16:25
0
ასეთ შანს გამოყენება უნდა. თუ ფინალში გავალთ ისიც თბილიში იქნება, ეს ხომ ჩვენს ნატვრის ასრულებას უფრო ზრდის. მჯერა ასრულდება ჩვენი ნატვრა და ყველა ერთად გავიხარებთ, მჯერა ბიჭები თავს არ დაზოგავენ და წარმატებას მიაღწევენ. მადლობა ხარისტიასს ის შარი ამოიღო ჩვენ რომ გვინდოდა. ვერც წარმომიდგენია ფინალის მოგებას თბილიში რა სიხარული მოყვება სრულიად საქართველოში. წარმატება საქართველოს.
G.LA
22 ნოემბერი 2019 16:08
0
ჩაკვეტაძე გვყავდეს და ამათ ჰაერში გადავხევთ
Emiri
22 ნოემბერი 2019 17:21
6
ეს ნამდვილად სასიხარულო და საქართველოს ფეხბურთით დაინტერესებული ყველა პიროვნებისთვის მისალოცია და ვულოცავ კიდეც.ისე ეს პასუხისმგებლობასაც ზრდის, რამაც ზომაზე მეტი სიფრთხილე და ემოციური დატვირთვები არ უნდა გამოიწვიოს. წარმატებები ჩვენ ნაკრებს. ეხლა, როგორც არასდროს მათი ბედი მათ ხელშია.
ნუგზარი
22 ნოემბერი 2019 17:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული