ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ჯერ კოსოვომ მოიგოს რა?! რატომ გგონიათ, რომ მაკედონია რამეს დაუთმობს კოსოვოს?
bmb
22 ნოემბერი 2019 16:49
1
კოსოვოს მოსაგები აქ და ჩვენ უკვე მოვიგეთ ნახევარფინალი ხო?
ნოდო
22 ნოემბერი 2019 19:26
1
მეტი რა გააკეთოს უეფა-მ, მაქსიმალურად გვიწყობს ხელს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და იქნებ ცოტა ჩვენც მივეხმაროდ, ნაკრებმაც გაიღვიძოს თავის მწვრთნელთან ერთად!!!! ისტორიული წარმატებების მოლოდინით ველოდებით მარტს !!!!
!!!!!
22 ნოემბერი 2019 16:30
0
ეს ის იშვიათი მოვლენააა როცა ყველა უნდა ერთად დავდგეთ,გულშემატკივარი ფედერაცია და ფეხბურთელები, სულ მინიმუმ 26 მარტამდე უნდა ავუკრძალოთ ჩვენ თავებს ისეთი კომენტარები რომელიც ბიჭებს გულს ატკენს და ფსიქოლოგიაზე იმოქმედებს,26 მარტამდე მხოლოდ გამხნევება,ბიჭებო ჩვენ გვჯერა თქვენი,თქვენ უდიდესი ისტორია უნდა დაწეროთ ქართველ ხალხთან ერთად საკუთარი კედლები და 4 მილიონი ხალხი თქვენს გვერდითააა,ბიჭებოოო გვჯერა თქვენი ❤️
გოგა
23 ნოემბერი 2019 00:32
1
გასაგებია, მაგრამ ისედაც მაგრები გონიათ თავი, , რეალობა კი სულ სხვაა, ჯობია ჯანსაღი კრიტიკა მოისმინონ, გაბრაზდნენ, რეალობა შეაფასონ და თავდაუხრელად ივარჯიშონ-ფიზიკის, დარტყმების ,სათამაშო სიტუაციების- აზროვნების-სისხარტის, ერთმანეთის დაზღვევის გაუმჯობესებაზე. მარტამდე დრო აქვთ, თუ ამ პერიოდს ვერ გამოიყენებებ და წავაგებთ, მერე ნამდვილად უნდა დაივიწყონ ფეხბურთელობა, თუ ვინმესთან ხმა მიგიწვდებათ გამხნევებასთან ერთად პასუხიმგებლობაც შეახსენეთ...
გუსანი
23 ნოემბერი 2019 10:23
0
საბურთალო გავიხსენოთ მეგობრებო საბურთალო.... ფრთხილად!
ara
22 ნოემბერი 2019 16:04
14
მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასაც მაგრად უნდა ვუქომაგოთ, თორემ თბილისში კოსოვოს ჰიმნზე ათიათასობით ადამიანის ფეხზე წამოდგომა არ იქნება კოსოვოს აღიარების რაღაცნაირი ნიშანი?!
N
22 ნოემბერი 2019 20:03
2
ამაზე დავწერე კომენტარი მეც, ჯერესერთიდა საერთოდ რანაირად შემოვლენ ვინ შემოუშვებს და დიდი ალბათობით კოსოვო და ჩვენ თუ გავალთ თამაში ნეიტრალურზე იქნება
Emiri
22 ნოემბერი 2019 23:34
3
რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს პრობლემების მოგვარება და რაც შეიძლება ადრიანად მოხდეს ნაკრების შეკრებე შეთამაშება
ოკ
22 ნოემბერი 2019 18:18
0
კოსოვოელები ისე ცუდად იბრიქებიან სავარაუდოდ მაკედონიაც ჩატივებს.
აი ჩვენ რაც შეგვეხება, ესეთი შანსი ღმერთმა საბურთალოს გასვლაზეც მიგვცა მაგრამ როგორ გამოვიყენეთ კი ვნახეთ.

ბოდიშით საფუძვლიანი პესიმისტური განწყობისთვის :)
გიგა
22 ნოემბერი 2019 22:19
8
პესიმიზმის ადგილი არ არის არავითარ შემთხვევაში. მოგიწოდებთ ყველას, შევიკრათ ერთ მუშტად!
ანესთეზეოლოგი
22 ნოემბერი 2019 23:34
0
Ha exla tqven icit da tqvenma marifatma.es 3 gundic xo shveicaria,dania da xorvatia araa.eseti shansi kide rodis iqneba vin icis.ori tamashia da orive saxlshi meti ra gindat?
Misha
22 ნოემბერი 2019 16:00
0
ერთი რამე გაითვალისწინოს ყველამ!!! არცერთი პესიმისტური კომენტარი ჩვენი ნაკრების მიმართ!!! ჩვენს ნაკრებს ახლა უნდა გვერდში დგომა!!! ერთად უნდა ავიხდინოთ სანუკვარი ოცნება!!!
zura
23 ნოემბერი 2019 09:12
1
ხუთი თვეა ამ თამაშამდე და ვისურვებდი ნაკრების ყველა კანდიდატი მოემზადოს ისე, როგორც არასდროს და ამ თამაშებს შეხვდეს ოპტიმალურ ფორმაში. მწვრთნელებმა კიდე იმუშაონ და სამივე გუნდი ათასჯერ დაშალონ და ააწყონ, ყველა დეტალი შეისწავლონ, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები ხელისგულზე დაიდონ. უნდა გავიდეთ, ესაა ეხლა ამ ბიჭების და ჩვენი შამქორიც, ბასიანიც და დიდგორიც.
DAVE
23 ნოემბერი 2019 00:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული