ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
აჰა, აგერ ბურთი აგერ მოედანი! ბიჭები დადებენ სულს და გულს მჯერა! ჩაკვე დაგვიბრუნოს ღმერთმა ჯანმრთელი!♥️
მარტვილსკი
22 ნოემბერი 2019 15:49
2
ეს არის თითქმის 100%-იანი შანსი! ამაზე მეტი რა შეიძლებოდა მე ვერ წარმომიდგენია. ორთავე თამაშის შანსი შინაურ კედლებში, არა მგზავრობა და ადაპტაცია, ნაცნობი გარემო და გულშემატკივარი... დარწმუნებული ვარ შეიქმნება ყველნაირად კომფორტული მოსამზადებელი გარემო ჯერ ნახევარფინალისათვის და შემდგომ (ღმერთმა ქნას) ფინალისათვის. ეხლა უკვე ყველაფერი მართლაც ფედერაციასა და მწვრთნელ-ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. რაც გულშემატკივრებზე იქნება დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ მაგ კუთხით არც ჩვენ შევირცხვენთ თავს.
ანესთეზეოლოგი
22 ნოემბერი 2019 15:48
3
ღმერთი ჩვენსკენ!!!
sormona
22 ნოემბერი 2019 15:46
0
ვაშა ვაშა და კიდევ ვაშა!! წარმოიდგინეთ საქართველოს ვგულშემატკივრობთ ფინალზე და მოვიგეთ, რამხელა ოვაცია და ენერგია წამოვა მთელი საქართველო იქ იქნება. აი ესაა შანსი ეხლა ერთმანეთი გავახაროთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ აი ესააა შანსი და გამოყენება უნდა ))
asaqsdasa
22 ნოემბერი 2019 15:44
0
გაგვიმართლა! შეიძლება ითქვას - ისტორიული შანსია. წარ,ატებები ჩვენს ნაკრებს.
jemiko
22 ნოემბერი 2019 15:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული