კოსოვარები უკვე ევროპირველობაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ნიონში ჩატარებულ ერთა ლიგის კენჭისყრას კოსოვო წარმომადგენლობითი დელეგაციით დაესწრო: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგიმ ადემი, გენერალური მდივანი ეროლ სალიჰუ, მისი მოადგილე მუჰარემ საჰიტი, მენეჯერი ბაირამ შალა და ნაკრების მწვრთნელი ბერნარდ შალანდი. წილისყრის შემდეგ კომენტარი პრეზიდენტმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მან საუბარი ევრო 2020-ზე შესაძლო მეტოქეებით დაიწყო:

"უკვე ვიცით, ევროპირველობაზე ჩვენთან ჯგუფში რომელი გუნდები შეიძლება მოხვდნენ.

ბედმა ასე განსაჯა და ორივე მატჩის სტუმრად ჩატარება მოგვიწევს. შიშის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, გვინდოდა ფინალური შეხვედრა ჩვენს სახელმწიფოში, პრიშტინაში, ჩვენს სტადიონზე გამართულიყო.

მიუხედავად ამისა, განვაგრძობთ ჩვენი
ოცნების განხორციელებას და მე მჯერა ფეხბურთელებისა და ტექნიკური პერსონალისა. ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ არის პოზიტივი და აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, ამიტომ ვიმუშავებთ და ორივე მატჩში გამარჯვების იმედი გვექნება, რათა ისტორიაში პირველად გავიდეთ ევროპის პირველობაზე".

26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში კოსოვო სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი 31 მარტს სტუმრად საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

altეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

altვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე: ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

altბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ევროპირველობაზე ჩვენი გასვლა დიდი, დიდი დღესასწაული იქნება

altკოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: ამიტომ ჩამოვედი საქართველოს თამაშის საყურებლად


მკითხველის კომენტარები / 16 /
რა "კოსოვარები", შვილო? კოსოვარი არა - სამოვარი. საერთოდ, დედამიწაზე მხოლოდ ერთი ენა რომ არსებობდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და სიტყვები უკვე ითარგმნება ;)
ვვვ
08:39 24-11-2019
3
ფინალი ჩრდ მაკედონია ბელარუსი ევროპაზე ჩრდ მაკედონია დადეთ ამ შედეგზე და ცოტას ამოისუნთქავთ
goga
13:28 23-11-2019
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული