რა მოხდება, თუ საქართველო და კოსოვო ფინალში გავლენ? - როცა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩრ. მაკედონიასა და კოსოვოს ნაკრებს შორის გამარჯვებულს თბილისში მიიღებს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოსოვო ფინალში გავიდა?

არანაირად არ გვინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთვის ყველაფერი კარგად ჩაივლის და ერთა ლიგის გავლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.

გულშემატკივართა დიდი ინტერესის გამო ვეცადეთ, აღნიშნული ინფორმაცია დაგვეზუსტებინა და მკითხველისთვის შემოგვეთავაზებინა.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს 117 ქვეყანას კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს, თუმცა საქართველო მათ შორის არ არის.

როგორც საქართველოს ნაკრების პრესსამსახურში გვითხრეს, კოსოვოელი სპორტსმენები სპორტის
სხვა სახეობის ტურნირებზე საქართველოში უკვე იყვნენ და ფეხბურთშიც, წესით, პრობლემა არ შეიქმნება.

კოსოვოს დელეგაციის მიღებაზე განკარგულებას მთავრობა გამოსცემს. მაგალითად 2015 წელს იმჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების ნაწილს გთავაზობთ:

"იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა".

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (2015 წლის 26 ივლისი-1 აგვისტო) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2015 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ფესტივალის მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, ოფიციალური თანმხლები პირები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი)."

მსგავსი ფაქტი წელსაც მოხდა, ბათუმში ჩატარებულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე კოსოვოელი სპორტსმენები იმყოფებოდნენ. წლევანდელ დოკუმენტში დამატებული იყო ერთი შტრიხი:

"განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას".

ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ კოსოვოს დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა?

უეფას 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილებით -  გუნდებს, რომლებიც ვერ მიიღებენ კოსოვოს კლუბებსა თუ ეროვნულ გუნდებს თავიანთ ტერიტორიაზე, შეუძლიათ მოითხოვონ მატჩის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარება.

ეყოლება თუ არა კოსოვოს ქომაგების ჩამოყვანის საშუალება, ამაზე ინფორმაციას ნაკრების პრესსამსახური არ ფლობს. ეს საკითხიც, ალბათ, სპეციალური მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, დიდი როლი ექნება უეფას დამოკიდებულებას ამ ფაქტორთან დაკავშირებით.

„განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას“
მკითხველის კომენტარები / 36 /
თითქმის დარწმუნებული ვარ ჩრდილოეთ მაკედონია სახლში მოუგებს კოსოვოს. რა თქმა უნდა ფედერაციაც და მთავრობაც მზად უნდა იყვნენ მოვლენების განვითარევაზე. მარა მაიც მგონია ჩვენ პრესაში შეცდომით მეტი ყურადღება ეთმობა კოსოვოს ვიდრე ჩრდილოეთ მაკედნიას. მათ თავის ისტორიაში სხვა და სხვა დროს დამარცხებული ყავთ ხორვატია, დანია, ირლანდია, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი, უკრაინა, შოტლანდაი, ნორვეგია,ბულგარეთი, უელსი, ეკვადორი რაც კოსოვარებს სიზმარშიც არ უნახიათ ჯერ. დარწმუნებული ვარ თუ ყველანი ფორმაში გვეყოლებიან, თბილისში სწორედ მაკედონიასთან გვექნება საბრძოლო და მათაც რომ მოუვუგებთ ისიც მჯერა. ჯერ ბელოროსებზე უნდა ვიფიქროდ და ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ.
G.LA
23 ნოემბერი 2019 15:58
1
გაითვალისწინეთ ის,რომ მაკედონიელთა ყველა ლიდერი(ბარდი,ელმასი,მუსლიუ,ალიოსკი(ალბანურად ალიაი) ეთნიკური ალბანელები არიან და დასანახად ვერ იტანენ ე.წ. მაკედონიელებს,რომლებიც თავის მხრივ სუფთა სისხლის ბულგარელები არიან(ენა,დამწერლობა,რელიგია,სახელ-გვარები),მაგრამ რატომღაც ებღაუჭებიან სახელს მაკედონია,რომელიც მათ 1945 წელს უბოძა იუგოსლავიის მაშინდელმა ლიდერმა ბროზ ტიტომ.მათ ჰქონდათ ღია სამხედრო კონფლიქტი 2001 წელს,სადაც ალბანელი სეპარატისტები დამარცხდნენ და რომელიც არაოფიციალურად ღია კონფლიქტად რჩება!ამას დაუმატეთ ისიც,რომ სკოპიეს მოსახლეობის(ისევე,როგორც მთლიანად მაკედონიის)თითქმის ნახევარი,ასევე ეთნიკური ალბანელებით გახლავთ დასახლებული.ამას წერს ადამიანი,რომელმაც მრავალი წელი გაატარა,როგორც ალბანელებთან ასევე მაკედონიელებთან(ავღანეთში) და პირადად არის ნამყოფი მაკედონიაში.აქეთან დასკვნა:მათ შორის იქნება ნამდვილი საფეხბურთო ომი(სავარაუდოდ წითელ-ყვითელი ბარათებით),ასევე არ გამოვრიცხავ დამატებით დროს და თუნდაც თერთმეტმეტრიანებს,რაც უთუოდ ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს!წესით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პრეტენდენტ გუნდს,ზემოდ ჩამოთვლილი ფაქტორები დიდად არ უნდა ანაღვლებდეს,მაგრამ საქართველოს დღეს ნამდვილად არ ჰყავს გუნდი,რომელიც თუნდაც ზემოდ ჩამოთვლილ გუნდებთან უპირობო ფავორიტი იქნება და რახან დაახლოებით თანაბარი ძალის მეტოქეებია, დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ საქართველო გავა და ჩვენი მდიდარი საფეხბურთო წარსულისა და საფეხბურთო მსოფლიოსთვის ნაჩუქარი არაერთი კორიფესთვის,ეს იქნება სრულიად სამართლიანი!!!წარმატებები ბიჭებს,თქვენ ეს ნამდვილად ხელგეწიფებად!!!
Alex.F
23 ნოემბერი 2019 19:58
1
გეთანხმებით მეც უკეთესი ნაკრები მგონია მაკედონია და მოუგებენ კოსოვოს. ჩვენთვოს კარგი იქნება თი 120 წუთი ითამაშებენ ერთმანეთან:)
გოგა
23 ნოემბერი 2019 16:30
1
ყველა გამოხმაურება
თქვე დალოცვილებო,რუსეთის ძიუდოს ნაკრები მიიღეთ 2009 წლის სექტემბერში სპორტის სასახლეში ,მაშინ როცა 1 წლით ადრე მაგათი ბომბდამშენები გვბომბავდა და ჯარი გვაოხრებდა,რუსეტის ჰიმნზეც ამაყად იდგა მთელი დარბაზი ფეხზე ,ეს კოსოვო რა გახდა ,თანაც მთელმა მსოფლიომ აღიარა თითქმის
დავითი
23 ნოემბერი 2019 15:52
10
უპრობლემოდ ჩამოვა კოსოვოს ნაკრები.საქართველოს მთავრობა ეგეთ რამეზე არ გაუჭედავს. მისცემენ ვიზებს. უბრალოდ დათქმას მიაწერენ რომ არ ვაღიარებთ და ეგაა.
გიორგი
23 ნოემბერი 2019 21:38
0
აფხაზეთის ნაკრებს რომ უმასპინძლოს სერბეთმა მოგეწონება?
giorgi
23 ნოემბერი 2019 20:11
12
ყველა გამოხმაურება
ჯერ მივიდეთ კოსოვომდე.ისე მემგონი იმდენს იბრიქებიან კოსოვოელები მაკედონია გაუდებს მაგათს
თემური
23 ნოემბერი 2019 17:30
1
ასე მტკივნეულად არ აღვიქვამთ რათქმაუნდა მაგრამ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ნაკრები რომ ყოფილიყო ფინალში მიუხედავად იმისა რომ მთელ მსოფლიოს ეღიარებინა და ჩვენ მაინც არა ასე თავისუფლად დაწერდით რომ პრემიერ მინისტრი დაწერს განკარგულებას და ჩამოვლენ! ამით იმის თქმა მინდა რომ აქვს ქვეყანას პრინციპები მაგრამ რა პრინციპზეა საუბარი და რა ღირსებაზე აგერ გვყავს ჩვენი საამაყო ექიმი ჯერ კიდევ ცოცხალი და სანამ ცოცხალია ვერ ვშველით.... დაე ბოლომდე ვიყოთ უღირსები და მიუხედავად იმისა რომ არ ვაღიარებთ შემოვუშვათ აქ
ra
24 ნოემბერი 2019 03:49
5
ნუ დემაგოგობ
გიორგი
24 ნოემბერი 2019 12:57
7
რა დროს მიღება არ მეღებაზეა საუბარი, ესეთი შანსი არ უნდა გავანიავოთ ტველაფერი უნდა გადავდოთ ყველა უნდა მივიღოთ და ევრო 2020 აუცილებლად უნდა გავიდეეეეეეეეთ!
elsa
23 ნოემბერი 2019 19:19
3
კოსოვოს დროშა და ჰიმნის ფეხზე ადგომა როგორ იქმება როცა არ ვაღიარებთ
იკა
24 ნოემბერი 2019 13:23
4
როგორ და არ ავდგებით მაგათ ჰიმნზე :)
დემე
25 ნოემბერი 2019 11:15
2
სპორტი და პოლიტიკა, არ შეიძლება ერთად. ორივე ზიანდება. დანარჩენი "გასიებულთავიანებმა" გადაწყვიტონ.
გიორგი
24 ნოემბერი 2019 20:51
6
ამ კითხვას ნამდვილად აქვს ლეგიტიმურად არსებობის უფლება. თუმცა ჩემი აზრით, არ მოგვწევს ჩვენ კოსოვოსთან შეხვედრა და თუ მაინც ეს ასე მოხდა ჩვენი ხელისუფლების ვექტორი მიმართული უნდა იყოს უეფაზე, რამდენადაც მისი ეგდით ტარდება ეს ტურნირი და რომლის წევრი ჩვენც ვართ და კოსოვოც. საერთაშორისო ურთიერთობათა კანომდებლობით ვფიქრობ მოინახება გამოსავალი კლუბის წევრთა ქვეყანაში მისაღებად. უფრო რთულად მეჩვენება გულშემატკივართა მიღების საკითხი.ერთი სიტყვით მარტივი საქმე არ იქნება. სხვა ქვეყანაში თამაში კი რთულად წარმომიდგენია.
ნუგზარი
23 ნოემბერი 2019 18:50
0
კოსოვო ვერ გაცდება მაკედონიას, დამშვიდდით, მთავარია ჩვენ გავიდეთ ფინალში
lll
25 ნოემბერი 2019 17:44
3
დავითს ვეთანხმები 100%-ით,ეხლა ეგებ გვეღირსოს გასვლა და ამ დროს ვინდათ გვიღალატოთ? თქვე უთავმოყვარეებო, სხვა დროს კი დგახართ ოთხზე?ეს არ გაბედოთ,თორემ....
სტატუს ქუო
23 ნოემბერი 2019 17:52
6
ქვეყნის ცნობა არ ცნობას, არსებობა არ არსებობას უნდა წყვეტდეს გაერო და არა ესა თუ ის ქვეყანა. თუ გახდება ქვეყანა გაეროს წევრი ე.ი არსებობს და ყველამ უნდა სცნოს თუ ვერ გახდება ე.ი არ არსებობს და არც დამოუკიდელად არ უნდა მონაწილეობდეს არაფერში.
Kkk
23 ნოემბერი 2019 17:50
18
ვინ გაერო რას წარმოადგენს გაერო. ვის უნდა გაერჭოს, გაერო არის პ*დარაზმის მხარდამჭერი.
გაერჭო
23 ნოემბერი 2019 21:35
9
გაერო მერე ქვეყნებისგან არ შედგება? თუ ქვეყანა ეროვნულ დონეზე არ აღიარებს კოსოვოს გაეროში რა, სხვა პოზიცია ექნება და მიიღებენ?
ჰმ!
23 ნოემბერი 2019 21:35
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული