ევრო 2020-ის პლეი-ოფის ყველა წყვილი და მასპინძელი ცნობილია - ვინ ვის ხვდება ერთა ლიგიდან

AutoSharing Option
დღეს, 22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევრო 2020-ის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას 2018/19 წლების სეზონის ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციიდან ვერ მოხვდნენ.

წილისყრის შედეგები ასე გამოიყურება:

A დივიზიონი
ისლანდია-რუმინეთი
ბულგარეთი-უნგრეთი (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის C ან F ჯგუფში მოხვდება.

B დივიზიონი
ბოსნია-ჩრ. ირლანდია
სლოვაკეთი-ირლანდია (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში მოხვდება.

C დივიზიონი
შოტლანდია-ისრაელი
ნორვეგია-სერბეთი (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მოხვდება.

D დივიზიონი
საქართველო-ბელარუსი (
გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)
ჩრ. მაკედონია-კოსოვო

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის C ან F ჯგუფში მოხვდება.

ნახევარფინალები 26 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები - 31 მარტს. ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 30 ნოემბერს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რას ქვია შანსი არ გვაქვს? 1976 წელი, ზაფხულის ბოლო დღეებია, 30 თუ 31 აგვისტო, სსრკ თასის ნახევარფინალში ვხვდებით გასვლაზე (!) შახტიორს. მანამდე 5 ფინალი წავაგეთ და ყველა მოსკოვის გუნდებთან. შახტიორი ერთერთი ძნელი გუნდი იყო სათამაშოდ, მაგრამ, მეორე ნახევარფინალში არარატი ხვდება დნეპრს, ანუ მოსკოველები არ არიან. დინამოც აღმავლობის გზას შეუდგა: ახალკაცი რაღაც კარგ გუნდს ქმნის, ზაფხულში (იმ წელს 2 ჩემპიონატი ჩატარდა, გაზაფხულის და შემოდგომის) ბრინჯაოს მედლები ავიღეთ. ფინალი 3 სექტემბერს იყო, ამიტომ უკვე აგვისტოს შუაში ავიღეთ თვითმფრინავის ბილეთები მოსკოვზე. რატომ? იმიტომ რომ გვჯეროდა დინამოსი. ასეთი შანსი, მოსკოვის გუნდს რომ არ შევხვედროდით, ვინ იცის როდის იქნებოდა. ჰო და არ არსებობდა წაგება, თავიც დადეს ბიჭებმა, კარებში გაგოშიძე იდგა (და არა გოგია), მაშინ დინამო ეს იყო პირველ რიგში დათო + ვოვა + მანუჩარი, ვერ ვიხსენებ, რომელიღაც გვაკლდა, მაგრამ, მერე რა?! ჩვენ უნდა მოგვეგო! და მოვიგეთ კიდეც! დონეცკში 2-0, მოსკოვში ფინალში კი 3-0! ასევე იქნება ახლაც. ჯვარი გვწერია, ჯვარი გვწერია, ჯვარი გვწერია! ამინ!
alexandre fachuashvili
17:33 25-11-2019
0
მუღამი იმაშია რომ ფინალში თუ გავედით თბილისში ვითამაშებთ და სტადიონი კი არა მარჯანიშვილიდან დიდუბემდე ხალხი იდგება გარეთ. საოცარი მუხტი იქნება და გაგვითანაბრებს შანსებს
დავითი
22:21 22-11-2019
0

სიახლეები პოპულარული