რა მოხდება, თუ საქართველო და კოსოვო ფინალში გავლენ? - როცა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩრ. მაკედონიასა და კოსოვოს ნაკრებს შორის გამარჯვებულს თბილისში მიიღებს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოსოვო ფინალში გავიდა?

არანაირად არ გვინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთვის ყველაფერი კარგად ჩაივლის და ერთა ლიგის გავლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.

გულშემატკივართა დიდი ინტერესის გამო ვეცადეთ, აღნიშნული ინფორმაცია დაგვეზუსტებინა და მკითხველისთვის შემოგვეთავაზებინა.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს 117 ქვეყანას კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს, თუმცა საქართველო მათ შორის არ არის.

როგორც საქართველოს ნაკრების პრესსამსახურში გვითხრეს, კოსოვოელი სპორტსმენები სპორტის
სხვა სახეობის ტურნირებზე საქართველოში უკვე იყვნენ და ფეხბურთშიც, წესით, პრობლემა არ შეიქმნება.

კოსოვოს დელეგაციის მიღებაზე განკარგულებას მთავრობა გამოსცემს. მაგალითად 2015 წელს იმჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების ნაწილს გთავაზობთ:

"იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა".

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (2015 წლის 26 ივლისი-1 აგვისტო) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2015 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ფესტივალის მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, ოფიციალური თანმხლები პირები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი)."

მსგავსი ფაქტი წელსაც მოხდა, ბათუმში ჩატარებულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე კოსოვოელი სპორტსმენები იმყოფებოდნენ. წლევანდელ დოკუმენტში დამატებული იყო ერთი შტრიხი:

"განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას".

ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ კოსოვოს დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა?

უეფას 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილებით -  გუნდებს, რომლებიც ვერ მიიღებენ კოსოვოს კლუბებსა თუ ეროვნულ გუნდებს თავიანთ ტერიტორიაზე, შეუძლიათ მოითხოვონ მატჩის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარება.

ეყოლება თუ არა კოსოვოს ქომაგების ჩამოყვანის საშუალება, ამაზე ინფორმაციას ნაკრების პრესსამსახური არ ფლობს. ეს საკითხიც, ალბათ, სპეციალური მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, დიდი როლი ექნება უეფას დამოკიდებულებას ამ ფაქტორთან დაკავშირებით.

„განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას“
მკითხველის კომენტარები / 36 /
ჯერ ბელარუს მოუგოთ იქნებ, მერე კოსოვო თუ შეგვხვდა აუცილებლად უნდა გავაუთოოთ, თუმცა აფსარ-იუჟი ოსებსაც რომ მიიღებენ სადმე გული ნუ დაგწყდებათ, რადგან საქართველო გაფატრულია და სულ იქნება ასეთი პრობლემები....ისე ჯობია ღმერთმა აგვაცილოს რომ ზედმეტად პოლიტიზირება არ მოხდეს, ისედაც დამძიმებულ ოკუპაციაში ....
აფხაზი
25 ნოემბერი 2019 22:31
0
კოსოვო ვერ გაცდება მაკედონიას, დამშვიდდით, მთავარია ჩვენ გავიდეთ ფინალში
lll
25 ნოემბერი 2019 17:44
3
გავიგეთ,რომ ევროპაზე გასვლა გვინდა,მაგრამ აქ პოლიტიკური საკითხი უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე რომელიმე სახეობის რომელიმე ტურნირზე გასვლა. სტატიაში ნახსენებია,რომ ფაქტი უკვე დაფიქსირებულია და ამჯერადაც ასე იქნებაო,მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში და სამართალში უნდა ჩავიხედოთ ჯერ. ამ მთავრობამ მტერი შემოუშვა და პარლამენტის სავარძელში ჩასვა,ხოდა კარგად გასარკვევია რა. ევროპაზე გასვლა კი არა,სულ რო ჩემპიონები ვხდებდეთ მაინც არ მინდა,თუ ამით რუსეთს ბერკეტი მიეცემა რათა აფხაზეთი და სამაჩაბლოს მიერთება უფრო გაიადვილოს. რუსეთი სერბეთის პარტნიორია და ის აწვება არ აღიარების სტრატეგიას კოსოვოს მხრივ,პარალელურად აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხზე მუშაობს. ეს ორი საკითხი სხვადასხვა სიტუაციებია,მაგრამ რუსეთს ერთ ჭრილში გაყავს. ამ შემთხვევაში სერბების ინტერესია,რომ კოსოვო არ იქნას აღიარებული ჩვენს მიერ და თუ ეს მოხდება,მაშინ სერბეთი აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. გამოვა,რომ რუსეთის,ნიკარაგუის და პაპუასების მერე სერბეთი აღიარებს,რაც ევროპის სახელმწიფოებს უფრო გაუადვილებს რუსეთის ინტერესებზე მტკიცე უარი არ თქვან.ხოდა რუსეთს აქვს რესურსები,გავლენა ევროპაზე,რაც საზიანოა ჩვენთვის. ამ ქვეყნის ფუნდამენტური საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა და თავისუფლება,ხოდა თუ ეს უზრუნველყოფილია და ხელს არ უშლის მას,მაშინ შესაძლებელია შემოშვება როგორც გუნდის,ასევე გულშემატკივრის. ნუ ვიქნებით ხამები და ეიფორიაში ნუ ჩავარდებით,ხომ შეიძლება მაგ შარბათში(ევროპაზე გასვლა) საწამლავს ვსავთ(ორივე თამაშის თბილისში ჩატარება)
ზედა მეზობელი
25 ნოემბერი 2019 16:00
5
ისე ნერვიულობთ, რომ მოდი, ნუ მოვუგებთ ბელარუსს და გულზე მოგვეშვება:))
valderrama
25 ნოემბერი 2019 13:58
2
jererti kosovo ver gava , makedoniastan mogvicevs brzola, da tu mainc gavida ragac unda davtmot tu gvinda kartuli pegburtis momavali , himnic unda movitminot da kosovoelebic , chven evropaze gavidet rac mtavaria, aset ambavs tu atexavt, kosovos gasvlis chemtxvevachi rac zaan meechveba tamachi neitralurze chatardeba, da im xalxis mikvirs kosovo belorusis pinali ro undat, kartvel kacs rogor cheizleba cheni nakrebis cin sxva nakrebi daakeno, ai aseti mtrebi ro gvkavs imito ver vagcevt verapels pegburtchi, pinals movigebt chven da araak mnichvneloba vin ikneba mocinaagmdege, italiac da germaniac ro ikos erti konkretuli tamachi 50 atasi gulchematkivris daxmarebit valdebulia sakartvelos nakrebi ro gaimarjvos, movida ukve dro vircmunot chveni zalebi da nu gvechinia saxelebis, chven gavimarjvebt.
KUTAISELI
25 ნოემბერი 2019 13:53
0
ძალიანაც ცუდი თუ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ, როდემდე უნდა გჯეროდეთ ჩვენი უვიცი პოპულისტი პოლიტიკოსების? ხომ შეიძლება ინტერნეტის ეპოქაში თქვენც გადაავლოთ თვალი ისტორიას? ხომ შეიძლება ნახოთ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები კოსოვოელთა მიმართ?! სრულიად განსხვავებული ვითარებაა ვიდრე აფხაზეთში. მთელი ევროპა აღიარებს კოსოვოს და რაღა ჩვენ, რუსეთი და აზერბაიჯანი ვართ ყველაზე ბრძენი ხალხი?
semi
25 ნოემბერი 2019 11:17
13
არავითარი განსხვავებული ვითარება. ალბანელებმა 3 ჯერ მეტი სერბები ჩახოცეს ისეთი რაღაცეები აკეთეს ნერვები არ გეყოფა ტარაკნებივით გაწყვეტა მოგინდება. სერბები მხოლოდ შურს იძიებდნენ, პირველი დამნაშავეები ალბანელები იყვნენ. აფხაზეთში ჩვენც რომ გვეწყვიტა იმათი ჯიში ჩვენზეც ეგრე ილაპარაკებდნენ აფსუებს აბსოლიტურ გმირებად გამოიყვანდნენ
1
26 ნოემბერი 2019 02:34
1
კოსოვოს დროშა და ჰიმნის ფეხზე ადგომა როგორ იქმება როცა არ ვაღიარებთ
იკა
24 ნოემბერი 2019 13:23
4
როგორ და არ ავდგებით მაგათ ჰიმნზე :)
დემე
25 ნოემბერი 2019 11:15
2
სპორტი და პოლიტიკა, არ შეიძლება ერთად. ორივე ზიანდება. დანარჩენი "გასიებულთავიანებმა" გადაწყვიტონ.
გიორგი
24 ნოემბერი 2019 20:51
6
ასე მტკივნეულად არ აღვიქვამთ რათქმაუნდა მაგრამ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ნაკრები რომ ყოფილიყო ფინალში მიუხედავად იმისა რომ მთელ მსოფლიოს ეღიარებინა და ჩვენ მაინც არა ასე თავისუფლად დაწერდით რომ პრემიერ მინისტრი დაწერს განკარგულებას და ჩამოვლენ! ამით იმის თქმა მინდა რომ აქვს ქვეყანას პრინციპები მაგრამ რა პრინციპზეა საუბარი და რა ღირსებაზე აგერ გვყავს ჩვენი საამაყო ექიმი ჯერ კიდევ ცოცხალი და სანამ ცოცხალია ვერ ვშველით.... დაე ბოლომდე ვიყოთ უღირსები და მიუხედავად იმისა რომ არ ვაღიარებთ შემოვუშვათ აქ
ra
24 ნოემბერი 2019 03:49
5
ნუ დემაგოგობ
გიორგი
24 ნოემბერი 2019 12:57
7
მე დარწმუნებუთ ასი პროცენტით შემიძლია გითხრათ რო მაკედონია კოსოვოს წყვილიდან ერთერთი უეჭველი გავა ... ვაა რანაირად ხართ ამა თუ იმ გუნდის მოგებაში დრწმუნებული გამაგებინეთ მეც ან როგორ რწმუნდებით ამაში მასწავლეთ
ემირ
23 ნოემბერი 2019 22:36
12
წინასწარ ვულოცავ კოსოვოს ნარებს ერთა ლიგის ფინალის მოგებას მინსკში.
ლუკა
23 ნოემბერი 2019 21:13
62
ლუკა მეც რიგში ვარ, პირი გააღე.
georgian
25 ნოემბერი 2019 10:32
1
დაგაჯვი ენაზე ვინცა ხარ!!!
Vidosj
24 ნოემბერი 2019 03:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული