მცირედი რეგრესი - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
ფიფამ თავის ოფიციალურ საიტზე ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებს მცირედი რეგრესი აქვს.

"ჯვაროსნები" 90-ე პოზიციას იკავებდა, ახლა კი ერთი საფეხურით დაიწია უკან და 1267 ქულით 91-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის თვეში ჩვენმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გასვლით შეხვედრაში შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა, ამხანაგურ მატჩში კი ასევე გასვლაზე ხორვატიასთან 1:2 წააგო.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს. მეორე პოზიციას - საფრანგეთი, მე-3 ადგილს კი ბრაზილია იკავებს.

მსოფლიო რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:

1) ბელგია - 1765 ქულა
2) საფრანგეთი - 1733 ქულა
3) ბრაზილია - 1712 ქულა
4) ინგლისი - 1661 ქულა
5) ურუგვაი - 1645 ქულა
6) ხორვატია - 1642 ქულა
7) პორტუგალია - 1639 ქულა
8) ესპანეთი - 1636 ქულა
9) არგენტინა - 1623 ქულა
10) კოლუმბია - 1622 ქულა
მკითხველის კომენტარები / 3 /
იდიოტობაა ეს რეიტინგი ჩველვებრივად უნდა ვიყოთ 70 შორის.ევროპაში თუ გავედით შევალთ კიდევაც
გოგა
28 ნოემბერი 2019 20:03
4
თუ მაინცდამაინც რეიტინგზე მიდგა საქმე, სერიოზული წინსვლა არც ორივე თამაშის მოგების მერე გვექნება, მაგრამ მთავარი ხომ მოგებაა, და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რისიც დიდი იმედი მაქვს...
merabi-1960
28 ნოემბერი 2019 18:34
1
ახლა მთავარია 26 და 31 მარტს მოვიგოთ ორივე თამაში,მაგ რეიტინგში ბელგია სულ პირველ ადგილზეა და არაფერი მოუგია,ამიტომ ყველა რეიტინგის შემდგენელის დედის მ...... შ....,ეგ რეიტინგები მაგარი სირობებია....მთავარია ეს ორივე თამაში მოვიგოთ..
koba
28 ნოემბერი 2019 16:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული