ევრო 2020-ს კენჭისყრა ჩატარდა - გაირკვა ევროპირველობაზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები

AutoSharing Option
ბუქარესტში, რომელიც მომავალი ევროპირველობის 12 მასპინძელი ქალაქიდან ერთ-ერთია, ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.

უკვე ცნობილია ევრო 2020-ის 20 მონაწილე, დანარჩენი 4 გუნდი ერთა ლიგის პლეი-ოფებში გაირკვევა და კონტინენტის ჩემპიონატზე პირველად მოხვედრის შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს აქვს.

თუ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე გაიმარჯვა, C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან მოხვდება. თუმცა, რადგან C ჯგუფის მატჩები ბუქარესტში გაიმართება, თუ რუმინეთი ერთა ლიგიდან გავიდა, ამ ჯგუფში აღმოჩნდება, ხოლო გზა D-ის გამარჯვებული - F ჯგუფში.

A ჯგუფი (მასპინძლები: რომი, ბაქო) - იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი
B ჯგუფი
(მასპინძლები: პეტერბურგი, კოპენჰაგენი) - დანია, რუსეთი, ბელგია, ფინეთი
C ჯგუფი (მასპინძლები: ამსტერდამი, ბუქარესტი) - უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრია, D გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
D ჯგუფი (მასპინძლები: ლონდონი, გლაზგო) - ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, C გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
E ჯგუფი (მასპინძლები: ბილბაო, დუბლინი) - ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, B გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
F ჯგუფი (მასპინძლები: ბუდაპეშტი, მიუნხენი) - გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, A გზის პლეი-ოფის გამარჯვებული

გზა A - ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი
გზა B - ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია
გზა C - შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი
გზა D - საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი

ევრო 2020 მომავალი წლის 12 ივნისს აიღებს სტარტს და 12 ივლისს დასრულდება. ნახევარფინალებსა და ფინალს ლონდონის "უემბლის" სტადიონი უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემ კომენტარებს რატომ ბლოკავთ!
თეიმურაზ ტეფნაძე
01 დეკემბერი 2019 20:35
0
აი აქ კი არ გაგვიმართლა. რუმინეთის გასვლის შემთხვევაში ვხდებით გერმანიას, საფრანგეთს და პორტუგალიას,უნდა ვილოცოთ, რომ რუმინეთი გავარდეს! ისე ოცნებას კაცი არ მოუკლავს! ჯერ გავიდეთ!
თეიმურაზ ტეფნაძე
01 დეკემბერი 2019 19:30
0
თუ კი ჩვენი ნაკრები შეძლებს ამ ფორუმში მონაწილეობის მიღებას და მოიგებს იმ 2 თამაშს მარტში,ისინი გახდებიან ეროვნული გმირები,რომელთაც გულშემათკივრები ხელისგულზე ატარებენ,ზუსტად ისე როგორც 13 მაისის ბიჭებს,18 ნოემბრის ბიჭებს , მათ შანსი აქვთ გახადონ 31 მარტი იმაზე დიდ ზეიმად,ვიდრე ზვიად გამსახურდიამ გააკეთა ეს დღე. წარმოიდგინეთ ბიჭებო 4 მილიონი ადამიანისთვის უბედნიერესათ ქცეული წამი რომელიც არასოდეს დაგავიწყდება!!!!!ეს თქვენ შეგიძლიათ ბიჭებო!!!!
qafo
01 დეკემბერი 2019 17:10
1
რა დღეში ვართ,
ევროპაზე გასასვლელად სახლში მაჩანჩალა ბელარუსის და კოსოვოს დამარცხება გვჭირება და ამათი გადალახვაც სათუო გვაქვს და მთელი საქართველო ნერვიულობს.
თუმცა შედეგის მიუხედავად ფედერაცია კმაყოფილი იქნება ვაისის მუშაობით და გაუგრძელებს კონტრაქტს
max
01 დეკემბერი 2019 15:11
1
მეოთხედფინალში ვინ გვხვდება?:)
შაკო
01 დეკემბერი 2019 14:20
3
ც ჯგუფი:ჰოლანდია, უკრაინა, ავსტრია, კოსოვო.
აშშ, ნატო.
01 დეკემბერი 2019 12:52
18
ჩვენი ნაკრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ ჯგუფში მოვხვდებით,სიკვდილისაში მოვხვდებით კარგია, არ მოვხვდებით კიდევ უკეთესი, მე ოცნება მაქვს რომ ჩემი ნაკრები მოხვდეს ევრო-2020-ზე,აი როგორც რაგბისტები
koba
01 დეკემბერი 2019 11:27
1
მე ბელორუსიაზე ვნერვიულობ, თორე მაგ ჯგუფში პრობლემა არ გვაქვს )))
ჰაჰა
01 დეკემბერი 2019 11:08
2
tu gagvimrtĺa da gavedit ra mnishvneloba aaqvs romel gundebtan movxvdebit jgupshi oghond gavidet.
kaxa
01 დეკემბერი 2019 02:50
1
- ეხლა აქედანვე გაემზადეთ ფინალში გერმანიასთან ჯახისთვის. რამე რო იყოს გავიდეთ მზად ვიყოთ.
Stalin1.
01 დეკემბერი 2019 02:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული