ბუქარესტში, რომელიც მომავალი ევროპირველობის 12 მასპინძელი ქალაქიდან ერთ-ერთია, ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.
უკვე ცნობილია ევრო 2020-ის 20 მონაწილე, დანარჩენი 4 გუნდი ერთა ლიგის პლეი-ოფებში გაირკვევა და კონტინენტის ჩემპიონატზე პირველად მოხვედრის შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს აქვს.
თუ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე გაიმარჯვა, C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან მოხვდება. თუმცა, რადგან C ჯგუფის მატჩები ბუქარესტში გაიმართება, თუ რუმინეთი ერთა ლიგიდან გავიდა, ამ ჯგუფში აღმოჩნდება, ხოლო გზა D-ის გამარჯვებული - F ჯგუფში.
A ჯგუფი (მასპინძლები: რომი, ბაქო) - იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი
B ჯგუფი
(მასპინძლები: პეტერბურგი, კოპენჰაგენი) - დანია, რუსეთი, ბელგია, ფინეთი
C ჯგუფი (მასპინძლები: ამსტერდამი, ბუქარესტი) - უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრია, D გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
D ჯგუფი (მასპინძლები: ლონდონი, გლაზგო) - ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, C გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
E ჯგუფი (მასპინძლები: ბილბაო, დუბლინი) - ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, B გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
F ჯგუფი (მასპინძლები: ბუდაპეშტი, მიუნხენი) - გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, A გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
გზა A - ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი
გზა B - ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია
გზა C - შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი
გზა D - საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი

ევრო 2020 მომავალი წლის 12 ივნისს აიღებს სტარტს და 12 ივლისს დასრულდება. ნახევარფინალებსა და ფინალს ლონდონის "უემბლის" სტადიონი უმასპინძლებს.
ევროპაზე გასასვლელად სახლში მაჩანჩალა ბელარუსის და კოსოვოს დამარცხება გვჭირება და ამათი გადალახვაც სათუო გვაქვს და მთელი საქართველო ნერვიულობს.
თუმცა შედეგის მიუხედავად ფედერაცია კმაყოფილი იქნება ვაისის მუშაობით და გაუგრძელებს კონტრაქტს