ევრო 2020-ს კენჭისყრა ჩატარდა - გაირკვა ევროპირველობაზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები

AutoSharing Option
ბუქარესტში, რომელიც მომავალი ევროპირველობის 12 მასპინძელი ქალაქიდან ერთ-ერთია, ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.

უკვე ცნობილია ევრო 2020-ის 20 მონაწილე, დანარჩენი 4 გუნდი ერთა ლიგის პლეი-ოფებში გაირკვევა და კონტინენტის ჩემპიონატზე პირველად მოხვედრის შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს აქვს.

თუ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე გაიმარჯვა, C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან მოხვდება. თუმცა, რადგან C ჯგუფის მატჩები ბუქარესტში გაიმართება, თუ რუმინეთი ერთა ლიგიდან გავიდა, ამ ჯგუფში აღმოჩნდება, ხოლო გზა D-ის გამარჯვებული - F ჯგუფში.

A ჯგუფი (მასპინძლები: რომი, ბაქო) - იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი
B ჯგუფი
(მასპინძლები: პეტერბურგი, კოპენჰაგენი) - დანია, რუსეთი, ბელგია, ფინეთი
C ჯგუფი (მასპინძლები: ამსტერდამი, ბუქარესტი) - უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრია, D გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
D ჯგუფი (მასპინძლები: ლონდონი, გლაზგო) - ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, C გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
E ჯგუფი (მასპინძლები: ბილბაო, დუბლინი) - ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, B გზის პლეი-ოფის გამარჯვებული
F ჯგუფი (მასპინძლები: ბუდაპეშტი, მიუნხენი) - გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, A გზის პლეი-ოფის გამარჯვებული

გზა A - ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი
გზა B - ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია
გზა C - შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი
გზა D - საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი

ევრო 2020 მომავალი წლის 12 ივნისს აიღებს სტარტს და 12 ივლისს დასრულდება. ნახევარფინალებსა და ფინალს ლონდონის "უემბლის" სტადიონი უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეჰ, არ ჰქონიათ ბედი... ))
სისო
30 ნოემბერი 2019 23:22
11
ევრო 2020-ს ჩატარების სტრუქტურა და წილისყრის წესი კარგა ხნის განსაზღვრულია და ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ხელსაყრელია, ამდენად აღარ ღირს ამ საქმის რევიზია.მე გამოკვეთილი აზრი მაქვს, რომ კარგ ჯგუფში ვხვდებით თუ ჩვენ მოვიპოვებთ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას. რისი განუმეორებელი შანსიც არსებობს. ისე თუ ვინმე უფრო მეტად არის ჩახედული ამ საქმეში თქვას, რომელ ჯგუფს ისურვებდა. ვფიქრობ ღმერთი ჩვენსკენაა, თუ ცოტას ჩვენც მოვინდომებთ ისტორიული მოვლენა კარზეა მომდგარი.
ნუგზარი
30 ნოემბერი 2019 23:17
2
ღმერთი შეიძლება ჩვენსკენაა, მაგრამ ჩვენ კი ვართ ღმერთისკენ. არასწორი ხალხი ვერ იქნება ღმერთისკენ და აქედან გამომდინარე არ მჯერა საქართველოს ნაკრების წინსვლის!!!! ჯერ ჯერობით ასეა საქმე!
ლევანი
01 დეკემბერი 2019 11:19
5
ჩვენ რომ პირდაპირ ფინალში დაგვსვან?
ზორბეგი
30 ნოემბერი 2019 23:14
0
ნეტა მოხდეს სასწაული გავიდეთ და ჯგუფს რა აზრი აქვს? ნეტა გავიდეთ და მოვხვდეთ ძლიერ ჯგუფში უკეთესიც კია ჩვენთვის
ave
30 ნოემბერი 2019 23:06
0
ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული. თუ რუმინეთი მოიგებს A გზის play off-ს მაშინ რუმინეთი მოხვდება C ჯგუფში და საქართველო გადაინაცვლებს F ჯგუფში პორტუგალიასთან,გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად
გიორგი
30 ნოემბერი 2019 23:02
1
თუ "ა" დივიზიონიდან რუმინეთი გავიდა, მაშინ საფრანგეთთან, გერმანიასთან და პორტუგალიასთან მოვხვდებით.
გიორგიპირველი
30 ნოემბერი 2019 22:51
1
ჯერ არ არის გარკვეული თუ რუმინეთი მოიგებს ა ჯგუფის პლეი ოფფს მაშინ ჩვენ ფ ჯგუფში ვხვდებით გერმანიასთან საფრანგეთთან და პორტუგალიასთან ერთად.იგულისხმება რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ დ ჯგუფის პლეი ოფფი
1234
30 ნოემბერი 2019 22:51
1
და ფინალს რომელ სტადიონზე ვთამაშობთ :) ბავშვი დაბადებული არიყო და სახელს არქმევდნენო
Emiri
30 ნოემბერი 2019 22:46
0
ძლიერი ჯგუფია ძალიან
გიო
30 ნოემბერი 2019 22:36
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული