გია ცეცაძე წავიდა - ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა, გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა.

აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.

როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21-წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - წერია საიტის გაცხადებაში.

ვინ შეცვლის გია ცეცაძეს,
ჯერჯეობით უცნობია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
რას ვერ ვიგებ იცით, შემადგენლობა გყავდეს ესეთი ბრძოლის უნარიანი და ასეთ შანსს ანიავებდე, მერე პრეტენზია გქონდეს მაგარ მწვრთნელობაზე არ მესმის, ეს გაწევ-გამოწევები და თქვენთვის შეინახეთ, ეს პროფესიული სპორტია და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ცეცაძემ ჩააგდო ეს ციკლი და კარგია რომ გადადგა სანამ არის კიდევ გასვლის თეორიული შანსი.
დათო
25 დეკემბერი 2019 13:45
2
ხუთიდან 3 წააგო. პლიუს 5 მატჩის დისკვალიფიკაცია აიკიდა. უნდა წასულიყო, აბა რა უნდა ექნა. სინდისიერი კაცი წავიდოდა. ოღონდ ეხლა დამცველები ნუ გამოხტებით, არც ვიწონებ და არც ვიწუნებ როგორც მწვრთნელს. კაცობაში ჯიგააარ.
kaira
25 დეკემბერი 2019 12:25
1
ჯერემი ინიშნებაო ნაკრებში და მართალია ნეტა?
ჰმ!
24 დეკემბერი 2019 22:57
3
ცეცაძეს შეცვლის ჭიაბრიშვილი!))) და ცეცაძე საბურთალოში))) ყველაზე მარტივია!
მცოდნე
24 დეკემბერი 2019 16:54
7
ჭიაბრიშვილი ბათუმში დაინიშნა უკვე..
გიორგი
24 დეკემბერი 2019 21:21
5
წარმატებები! აი ეს კაცი მინდოდა დინამოში,მაგრამ...ფიფიამ მოჟოშკა ეტყობა.
Jordan Beli
24 დეკემბერი 2019 16:45
5
ძალიან დასანანია, ვფიქრობ რომ მიუხედავად დისკვალიფიკაციისა მაინც უნდა დარჩენილიყო. ისე აქ გაიჟღერა სოსო ფრუიძია კანდიდატურამ, რასაც მე პირადად მთლიანად ვემხრობი
zena
24 დეკემბერი 2019 16:42
4
ვინ შეცვლის და ხიზანა
24 დეკემბერი 2019 16:38
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული